რეგისტრირებული ფაქტები88111
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 6 ივლისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზესტაფონის განყოფილების წლიური კრების თავმჯდომარის მდივანი იყო კონსტანტინე დავითის ძე ანთაძე.
1919
ტიპი: გარდაცვალება
1919 წლის 6 ივლისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზესტაფონის განყოფილების წლიური კრების ოქმის მიხედვით, გარდაიცვალა მთავარგამგეობის წევრი ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე.
1916
ტიპი: ავტორობა
1916 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზესტაფონის განყოფილების გამგეობის საქმიანობის შესახებ ანგარიშის მიხედვით, განყოფილება ფლობდა სამკითხველოებს: ხარაგაულის, ძირულის, ღორეშის, რაჭის, მუხურის, ჩხარის, საზანის, წევისა და ყვირილის. ანგარიშს ხელს აწერენ თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ მახარობლის ძე სიხარულიძე და მდივანი პავლე გრიგოლის ძე მეტრეველი.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 1-ლი აპრილიდან სოფელ შრომის მასწავლებელი გრიგოლ ჩიქვინიძე სამსახურიდან მიდიოდა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის აპრილში შრომის სკოლის გამგე იოსებ ჩხატარაიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას გაუგზავნა მოხსენება პირველი აპრილიდან მასწავლებელ გრიგოლ ჩიქვინიძის სამსახურიდან წასვლის შესახებ.
1916
ტიპი: ავტორობა
1916 წელს მდივანმა ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მოახსენა, რომ ყვირილის განყოფილებას დაბა ყვირილაში ჰქონდა ერთი წიგნსაცავ-სამკითხველო და 9 სამკითხველო – ხარაგაულში, საქარში, ჩხარში, თერჯოლაში, წევაში, ამაშუკეთსა და მუხურაში.
1913
ტიპი: ავტორობა
1913 წლის 17 ნოემბერს სოფ. ყვარელში ჩატარებული საზოგადო ყრილობის მიერ გამოტანილი განაჩენის უტყუარობა 1913 წლის 10 დეკემბერს ხელმოწერით დაამოწმა და დოკუმენტს ბეჭედი დაუსვა თელავის მაზრის პირველი განყოფილების სამოქალაქო შუამავალმა. ყრილობის განაჩენის დოკუმენტს ხელს აწერს ყვარლის მამასახლისი გლახა ნებზევიშვილი.
1913
ტიპი: ავტორობა
1913 წლის 17 ნოემბერს სოფელ ყვარელში ჩატარდა საზოგადო ყრილობა. ყრილობის მიერ გამოტანილი განაჩენის უტყუარობას ხელი მოაწერა ოცდათვრამეტმა წერა-კითხვის მცოდნემ და ოთხას ორმოცდაოთხმა წერა-კითხვის უცოდინარმა, უფლების მქონე პირმა. ყრილობის განაჩენის დოკუმენტს ხელს აწერს ყვარლის მამასახლისი გლახა ნებზევიშვილი.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წლის 17 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა ნამდვილ წევრთა სია. დოკუმენტის მიხედვით, 1914 წელს თელავის განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ: დიმიტრი დავითის ძე ჩოლოყაშვილი, ილია პავლეს ძე გორდეზიანი, გლახა ხოსროს ძე ომანიძე და მღვდელი მიხეილ პეტრეს ძე ელიზბარაშვილი.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წლის 17 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა ნამდვილ წევრთა სია. დოკუმენტის მიხედვით, 1914 წელს თელავის განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ: გიორგი ისაკის ძე ჩხუბიანაშვილი, გიორგი კონსტანტინეს ძე ციხისთავიშვილი (ციხისტოვი), იაგორ კირილეს ძე დათუნაშვილი, ნიკიფორე იესეს ძე მამინაიშვილი და ქეთევან ივანეს ასული რუსიევისა.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წლის 17 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა ნამდვილ წევრთა სია. დოკუმენტის მიხედვით, 1914 წელს თელავის განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ: გარსევან პავლეს ძე კურდღელაშვილი, დიმიტრი იოსების ძე გაგუნაშვილი, ილია ივანეს ძე ვეფხვიშვილი და სვიმონ თევდორეს ძე მუმლაური.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წლის 17 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა ნამდვილ წევრთა სია. დოკუმენტის მიხედვით, 1914 წელს თელავის განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ: ალექსი გიორგის ძე ლოლაძე, კონსტანტინე ფილიპეს ძე ყაზახაშვილი, რომან მიხეილის ძე კურდღელაშვილი და გიორგი მიხეილის ძე ტატიშვილი.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წელს მარიამ პავლეს ასული ჯარიაშვილი მასწავლებლად მუშაობდა ნავთლუღის სკოლაში.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წლის 17 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა ნამდვილ წევრთა სია. დოკუმენტის მიხედვით, 1914 წელს თელავის განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ: ალექსანდრე მიხეილის ძე პაატაშვილი, ნიკოლოზ ივანეს ძე მარკოზაშვილი, ვლადიმერ ანდრიას ძე ედილაშვილი და მიხეილ ალექსანდრე ძე ამონაშვილი.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წელს სოფიო გიორგის ასული ჩიტაძე მასწავლებლად მუშაობდა ნავთლუღის სკოლაში.

