რეგისტრირებული ფაქტები80980
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1914
ტიპი: ორგანიზაცია
1914-1916 წლებში ვლადიმერ ალექსანდრეს ძე მოისეევი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების წევრი.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების არმავირის განყოფილებამ, რომლის თავმჯდომარე ალექსანდრე იასონის ძე ყაველაშვილი იყო, საზოგადოებას შემოსავლის 10% შესწირა.
1911
ტიპი: ორგანიზაცია
1911 წელს ვახტანგ სოლომონის ძე მუსხელიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრი გახდა.
1911
ტიპი: მფლობელობა
1911 წლის დასაწყისში დავით ზაქარიას ძე სარაჯიშვილსა და ფრიდონოვს ეკუთვნოდათ ელისაბედის, აბასთუმნისა და ანდრიას ქუჩებზე მდებარე მიწები.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წელს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით შედგენილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ანგარიშის მიხედვით, საზოგადოების წლიური შემოსავლიდან ადმინისტრაციული სექციისთვის გადადებული 32475. 76 მანეთიდან დაიხარჯა – 37324. 73.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წელს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 16 სხდომას თავმჯდომარეობდა, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი – 18-ს, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი – 3-ს და ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე – 1-ს.
1914
ტიპი: ორგანიზაცია
1914-1916 წლებში ალექსანდრე ალექსის ძე შახპარუნოვი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების წევრი.
1917
ტიპი: ორგანიზაცია
1917 წელს ოლღა თადეოზის ასული ჭავჭავაძე, იაკობ კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილი, პეტრე კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილი, იაკობ ალექსანდრეს ძე მანსვეტაშვილი, ეკატერინე რევაზის ასული გაბაშვილი, ანასტასია მიხეილის ასული წერეთლისა და ეკატერინე მიხეილის ასული ერისთავისა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საპატიო წევრები იყვნენ.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წელს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით შედგენილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ანგარიშის მიხედვით, საზოგადოებაში შევიდა 90530. 65 მანეთი და დაიხარჯა – 60048. 20.
1917
ტიპი: ღონისძიება
გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით შედგენილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1917 წლის ანგარიშის მიხედვით, საზოგადოების განყოფილებები თბილისში, ყარსში, სარაყამიშში, ბორჩალოში, გროზნოში, პეტროვსკში, ფუქსა და ხარაგაულში გაიხსნა. 1918 წლის პირველ იანვარს საზოგადოებას 47 განყოფილება ჰქონდა.
1917
ტიპი: ღონისძიება
გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით შედგენილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1917 წლის ანგარიშის მიხედვით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ 38 სხდომა გამართა და 292 საქმე განიხილა.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915-1916 წლებში მარიამ გამგებლისა იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების წევრი.
1914
ტიპი: ორგანიზაცია
1914-1916 წლებში იგორ მოსეს ძე აკოფოვი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების წევრი.
1914
ტიპი: ორგანიზაცია
1914-1916 წლებში ლეონტი გრიგოლის ძე გელაშვილი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების წევრი.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915-1916 წლებში გაბრიელ კონსტანტინეს ძე დიდიმამიშვილი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების წევრი.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის ბოლოს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, 1917 წელს საზოგადოების ბიუჯეტში სავარაუდოდ 61820. 84 მანეთი უნდა შესულიყო.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წელს პლატონ სვიმონის ძე ხუციშვილი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების გამგეობის წევრი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ გამოსცა ეგნატე ხრამელაშვილის „არითმეტიკული ამოცანები“ (მე-2 ნაწილი).
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წელს თამარ კურტანიძისა იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების წევრი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წელს ნიკოლოზ პავლეს ძე კიკნაძე იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების წევრი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წელს ვლადიმერ სვიმონის ძე ხუციშვილი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების წევრი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წელს მარიამ კუპრაძისა იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების წევრი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ გამოსცა გიგო შარაშიძის მიერ ნათარგმნი წიგნები: „მეხის ამბავი“ და „ჰაერი და სითბო“.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წელს ალექსი ბეჟანის ძე კუპრაძე იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების წევრი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წელს გიორგი იოსების ძე გედევანიშვილი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების წევრი.