საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88111

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 16 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობამ ზესტაფონის განყოფილების გამგეობას მისწერა, რომ ქუთაისის საადგილმამულო ბანკისაგან მიუვიდა შეტყობინება დაგირავებული მამულის დავალიანების გადაუხდელობის შესახებ. მთავარგამგეობამ განყოფილებას სთხოვა დაეფარა ბანკის დავალიანება 161 მანეთი და 27 კაპიკი, წინააღმდეგ შემთხვევაში ბანკი მამულს გაყიდდა. ხელს აწერს საზოგადოების მდივანი ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 4 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყვირილის განყოფილების გამგეობამ მთავარგამგეობას სთხოვა ეშუამდგომლა თბილისის დრამატული საზოგადოების გამგეობასთან, რათა დამწვარი თეატრის შენობის აღსადგენად დახმარებოდა. თხოვნას ხელს აწერენ განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ მახარობლის ძე სიხარულიძე და პავლე გრიგოლის ძე მეტრეველი.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 4 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყვირილის განყოფილების გამგეობამ მთავარგამგეობას მისწერა, რომ თბილისის დრამატული საზოგადოების გამგეობას თეატრის შენობის აღსადგენად ქველმოქმედი ეკატერინე ივანეს ასული სარაჯიშვილის (ფორაქიშვილი) შეწირული თანხიდან ნახევარი თანხის გამოყოფა სთხოვა. წერილს ხელს აწერენ განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ მახარობლის ძე სიხარულიძე და პავლე გრიგოლის ძე მეტრეველი.

1919

ტიპი: ორგანიზაცია

1919 წლის 15 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების წევრთა წლიურ საზოგადო კრებაზე სარევიზიო კომისიის წევრებად აირჩიეს: ალექსანდრე კალანდარიშვილი, შალვა გეგენავა, ვარდიკო ბოკუჩავა და ვერა ცომაია.

1919

ტიპი: ორგანიზაცია

1919 წლის 15 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების წევრთა წლიურ საზოგადო კრებაზე გამგეობის წევრებად აირჩიეს: ოლღა ხოფერია, გიორგი გამზარდია, ვლადიმერ დემურია, გიორგი ჯაკობია, ლავრენტი გეგენავა, მიხეილ ნოდია და ილია ხაჟომია. ხოლო კანდიდატებად: ფლორენცია მიხეილის ასული კალანდარიშვილი, გერასიმე ხაჟომია და ივლიანე გაბუნია.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 15 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების წევრთა წლიურ საზოგადო კრებაზე (თავმჯდომარე − ოლღა ხოფერია) განიხილეს და დაამტკიცეს 1919 წლის ხარჯთაღრიცხვა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 15 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების წევრთა წლიურ საზოგადო კრებაზე (თავმჯდომარე − ოლღა ხოფერია) წარადგინეს 1918 წლის შემოსავალ-გასავლის ანგარიში, რომელიც კრებამ დაამტკიცა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს მდივანმა ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მოახსენა, რომ 1915 წელს ყვირილის განყოფილების საწევრო გადასახადის შემოსავალი სამ მანეთს შეადგენდა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 15 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების წევრთა წლიურ საზოგადო კრებაზე გიორგი გამზარდიამ წარადგინა გამგეობის 1918 წლის ანგარიში, რომელიც კრებამ მოიწონა და დაამტკიცა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს მდივანმა ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მოახსენა, რომ ყვირილის განყოფილება საპროცენტო გადასახადს საწევრო გადასახადიდან შემოსული თანხით იხდიდა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს მდივანმა ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მოახსენა, რომ ყვირილის განყოფილებას თეატრის შენობის ასაგებად საჭირო თანხების მოსაძიებლად მთავარგამგეობა უნდა დახმარებოდა და თავად განყოფილების წევრებსაც უფრო მეტად უნდა მოენდომებინათ.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს მდივანმა ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრებს მოახსენა, რომ ვალდებულები იყვნენ ყვირილის განყოფილებას დახმარებოდნენ და ეშუამდგომლათ თბილისის დრამატულ საზოგადოებასთან, რათა მათ თეატრის შენობის ასაგებად ერთდროული დახმარება გაეწიათ განყოფილებისთვის.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს მდივანმა ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მოახსენა, რომ ყვირილის განყოფილება თეატრის შენობის აღდგენის შემდეგ სახალხო კითხვებისა და წარმოდგენების გამართვას შეძლებდა. ასევე, ფინანსურად გაძლიერდებოდა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 15 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების წევრთა წლიურ საზოგადო კრებაზე პოლიკარპე ლორთქიფანიძემ გააკეთა ვრცელი მოხსენება გამგეობის მოქმედების შესახებ დაარსების დღიდან, რომელიც მოიცავდა 10 წელს.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის ივნისში სოფელ წერაქვის სკოლის მასწავლებელი მარიამ ღიბრაძე ითხოვდა ივნისისა და ივლისის ხელფასს.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს მარიამ ღიბრაძე სოფელ წერაქვის სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 28 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გადაწყდა, ტიტე ბენედიქტეს ძე კახიძე კავკავში წასულიყო იქაური სკოლის მდგომარეობის შესასწავლად.

1914

ტიპი: ორგანიზაცია

1914 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების გამგეობის შემადგენლობაში იყვნენ: ოლღა გიორგის ასული ხოფერია, გიორგი ისიდორეს ძე მაღნარაძე, გიორგი ვასილის ძე გამზარდია, ანასტასია ივანეს ასული ჭკადუა, ნიკო ალექსის ძე ჯიჯიხია, მიხეილ პავლეს ძე თათარიშვილი და პოლიკარპე ესტატეს ძე ლორთქიფანიძე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს დავით კარიჭაშვილის ხელმძღვანელობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე განაცხადეს, რომ ამავე წლის 1-ლ იანვარს საზოგადოების წიგნსაცავში 6615 ქართული ხელნაწერი და ნაბეჭდი წიგნი ირიცხებოდა.

1909

ტიპი: ავტორობა

წმ. იოანე ზედაზნელის მონასტრის წინამძღვრის – მღვდელ-მონაზონ იოანეს მიერ 1909 წლის 23 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისთვის მიწერილ თხოვნაში ნათქვამია, რომ ჟამთა სიავით 500 წლის განმავლობაში დახურული და გაუკაცრიელებული მონასტერი ოცი წლის წინ გახსნა განსვენებულმა მეუფე ალექსანდრემ. ეპისკოპოსი თავდაპირველად ილია ჭავჭავაძეს, ლევან ციციშვილსა და კნეინა ეკატერინეს მოელაპარაკა, რომელთა მამულშიც მდებარეობდა მონასტერი და დაადგინა, თუ რა სახსრების გაღებას შეძლებდნენ ისინი მონასტრის საძმოს შესანახად. თავადებმა დახმარება აღუთქვეს და შეჰპირდნენ, რომ თითოეული ოჯახი მონასტერს ყოველწლიურად მიაწვდიდა 15 ფუთ პურს, 3 ფუთ ლობიოსა და 3 ჩაფ ღვინოს.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 23 თებერვალს ზედაზნის მონასტრის წინამძღვარმა, მღვდელ-მონაზონმა იოანემ, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას წერილობით აუწყა უმიწობითა და მწირი შემოსავლით (წლიური 332 მან. 50 კაპ.) შეჭირვებული საძმოს უმძიმესი ნივთიერი მდგომარეობა: ლუკმაპურის საშოვნელად ბერები კარდაკარ დაიარებოდნენ და ხალხს აწუხებდნენ კალოობის დროს, ამას ზედ ერთვოდა ავაზაკთა თავგასულობა – მათ მიწასთან გაასწორეს მონასტერი, ძველი ლოგინები და სამოვრებიც კი არ შეარჩინეს.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 23 თებერვალს ზედაზნის მონასტრის წინამძღვარმა იოანემ უმორჩილესი თხოვნით მიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას, რათა უსახსრობით და უმიწობით შეჭირვებული მონასტრისთვის არა მარტო დაენარჩუნებინათ ოლღა ჭავჭავაძის მიერ ილიას სულის საოხად შეწირული ორი დესეტინა მიწა ვენახის გასაშენებლად და საბოსტნედ, არამედ თავიანთი მხრით კიდევ ოთხი დესეტინა მიწა მიეზომათ, ამასთან, საფასურის (50 მან.) ნაწილ-ნაწილ გადახდის საშუალებაც მიეცათ: ერთ 25 მანეთს მაისში შეიტანდნენ, მეორეს – ნოემბერში. ასეთი დახმარება კი დანგრეული მონასტრის აღდგენისა და გამშვენების შესაძლებლობას გააჩენდა ისევ და ისევ ქართველი ერის სასარგებლოდ და სასიქადულოდ.

1909

ტიპი: ავტორობა

ზედაზნის მონასტრის წინამძღვრის, მღვდელ-მონაზონ იოანეს წერილიდან ვიგებთ, რომ 1909 წლის 23 თებერვლისთვის უმიწოდ დარჩენილი, უღარიბესი მონასტრის საარსებო წყარო იყო მხოლოდ 332 მანეთი და 50 კაპიკი, რომელსაც ყოველწლიური სარგებლის სახით იღებდნენ იმ 10 000 მანეთიდან, რომელიც ნეტარხსენებულმა ეპისკოპოსმა ალექსანდრემ შესწირა მონასტრის გახსნას ოციოდე წლის წინ და ასევე – ის აღთქმული სურსათ-სანოვაგე, რომელიც ილია ჭავჭავაძისა და ლევან ციციშვილის მამულებიდან ეძლეოდათ.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 9 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზესტაფონის განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრების მოხსენების ოქმის მიხედვით, 1918 წლის დასაწყისში განყოფილების გამგეობის ხაზინაში დარჩენილი თანხა შეადგენდა 3609 მანეთსა და 94 კაპიკს. ოქმს ხელს აწერენ სარევიზიო კომისიის წევრები სამსონ პეტრეს ძე მამალაძე და მიხეილ ჩუბინიძე.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 9 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზესტაფონის განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრების მოხსენების მიხედვით, 1917 წლის 1-ლი იანვრისთვის გამგეობის ხაზინაში დარჩენილი იყო 3180 მანეთი და 21 კაპიკი, შემოსავალი შეადგენდა 1599 მანეთსა და 96 კაპიკს, სულ იყო 4780 მანეთი და 17 კაპიკი. მოხსენების ოქმს ხელს აწერენ სარევიზიო კომისიის წევრები სამსონ მამალაძე და მიხეილ ჩუბინიძე.