საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88111

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 9 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზესტაფონის განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრებმა წაიკითხეს მოხსენება 1917-1918 წლების შემოსავალ-გასავლის შესახებ. მოხსენების ოქმს ხელს აწერენ სარევიზიო კომისიის წევრები სამსონ პეტრეს ძე მამალაძე და მიხეილ ჩუბინიძე.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 6 ივლისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზესტაფონის განყოფილების წლიური კრების ოქმის დედანთან სისწორეს ხელმოწერით ადასტურებს განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე კონსტანტინე ბესარიონის ძე მოდებაძე.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 12 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომამ ალექსანდრე ყიფშიძის მემორანდუმის მოსმენის შემდეგ საჭიროდ მიიჩნია მოხსენება შევსებულიყო შემდეგი საკითხებით: ილიას საგურამოს მამულისა და თბილისის სახლის მართვა-გამგეობის წესის შემოღება; ოლღა ჭავჭავაძისგან იჯარით აღებული ზაქარია გურამიშვილისეული მამულის ფაქტობრივი მდგომარეობის გაცნობა;  საზოგადოების მამულებიდან მიღებული შემოსავლების (1908 წლის 15 ივლისიდან მოყოლებული) დაჯამება.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 6 ივლისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზესტაფონის განყოფილების წლიური კრების ოქმის მიხედვით, განყოფილების 1919 წლის სავარაუდო გასავალს შეადგენდა: სამკითხველოს გამგის ანაზღაურება – 3600 მანეთი, გათბობა – 500 მანეთი, ჟურნალ-გაზეთები – 1500 მანეთი, საკანცელარიო ნივთები – 300 მანეთი, წიგნები – 500 მანეთი, არაჩვეულებრივი ხარჯები – 200 მანეთი, მთავარგამგეობისთვის მისაცემი პროცენტები – 150 მანეთი, სულ – 6750 მანეთი. კრების ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარე მ. ტაბატაძე და მდივანი კონსტანტინე დავითის ძე ანთაძე.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 6 ივლისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზესტაფონის განყოფილების წლიური კრების ოქმის მიხედვით, განყოფილების 1919 წლის სავარაუდო შემოსავალს შეადგენდა: საწევრო გადასახადი – 250 მანეთი, სეირნობა – 2500 მანეთი, საღამოები – 1500 მანეთი, შემოწირულობა – 2500 მანეთი. კრების ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარე მ. ტაბატაძე და მდივანი კონსტანტინე დავითის ძე ანთაძე.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 6 ივლისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზესტაფონის განყოფილების წლიური კრების წევრებმა დაამტკიცეს 1919 წლის სავარაუდო ხარჯთაღრიცხვა. კრების ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარე მ. ტაბატაძე და მდივანი კონსტანტინე დავითის ძე ანთაძე.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 6 ივლისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზესტაფონის განყოფილების წლიური კრების წევრებმა დაამტკიცეს 1917-1918 წლების ანგარიში. კრების ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარე მ. ტაბატაძე და მდივანი კონსტანტინე დავითის ძე ანთაძე.

1909

ტიპი: მფლობელობა

1909 წლის 12 თებერვალს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძის მიერ წაკითხული განმარტებითი მოხსენების თანახმად, „საზოგადოება" იყო ფაქტობრივი მფლობელი შემდეგი ქონებისა: ოლღა ჭავჭავაძისეული 286 დესეტინა მამულისა საგურამოში – ვალი 18 825 მანეთი და 44 კაპიკი, ასევე გადასახადის ნარჩენი – 1139 მანეთი და 88 კაპიკი, სულ – 19 965 მანეთი და 32 კაპიკი; ილია ჭავჭავაძისეული სახლისა თბილისში – ვალი 6000 მანეთი, დამატებით გადასახადის ნარჩენი – 1565 მანეთი 60 კაპიკი, სულ – 7565 მანეთი და 60 კაპიკი; საგურამოს მომიჯნავე ზაქარია გურამიშვილის მამულის ერთი მესამედის იჯარისა; სამივე ზემოჩამოთვლილ მამულს ალექსანდრე ყიფშიძე განაგებდა დაქირავებული მმართველებისა და მოსამსახურეების მეშვეობით, რომელთა შენახვაც წელიწადში 1000 მანეთი ჯდებოდა.

1910

ტიპი: ავტორობა

ალექსანდრე ყიფშიძის მიერ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისთვის წარდგენილ საგურამოს მამულის ანგარიშში აღნიშნულია, რომ 1909 წელს მამულის გასავალმა (4224 მან. 06 კაპ.) 707 მანეთითა და 16 კაპიკით გადააჭარბა შემოსავალს (3516 მან. 90 კაპ.).

1909

ტიპი: ღონისძიება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისთვის წარდგენილ ალექსანდრე ყიფშიძის საგურამოს მამულის 1909 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ილია რუხაძემ მამულს 30 მანეთი შესწირა.

1909

ტიპი: თანამდებობა

ვ. გ. მელქუმოვი 1909 წლის ნოემბერში იყო რუსეთის სადაზღვევო საზოგადოების მთავარი სააგენტოს მთავარი აგენტი თბილისში. მისამართი: განის ქუჩა, სახლი №5, ტელ.: №155.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 11 ნოემბერს ოლღა თადეოზის ასულ ჭავჭავაძეს სადაზღვევო საზოგადოების მთავარი სააგენტოდან აცნობეს, რომ 17 ნოემბერს, დღის 12 საათზე, იწურებოდა თბილისში, მე-10 ნაწილში (მონაკვეთში), ანდრიას ქუჩაზე მდებარე მისი სახლის ქონების დაზღვევის თანხის – 1300 მანეთის ვადა და სთხოვეს დროულად ეცნობებინა სააგენტოსთვის დაზღვევის განახლების თაობაზე. სააგენტოდან გაგზავნილ ცნობას ხელი მოაწერა საზოგადოების მთავარმა აგენტმა ვ. გ. მელქუმოვმა.

1909

ტიპი: ღონისძიება

ქაიხოსრო იასონის ძე ქავთარაძემ, რომელსაც ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისაგან მინდობილი ჰქონდა იმ სახლისა და ქონების მეთვალყურეობა, რომელიც განსვენებულმა ილია ჭავჭავაძემ „საზოგადოებას" უანდერძა, 1909 წლის 17 სექტემბერს გამგეობას წერილობით აუწყა სახლის სავალალო მდგომარეობა: მეთვალყურის თქმით, ახალ ბინაში გადასვლის შემდეგ ოლღა გურამიშვილმა ყველა ნივთი გადაატანინა და რკინებით მიმაგრებული პირსაბანისა და აბანოს ქვაბის გატანასაც აპირებდნენ მისივე განკარგულებით, რაც ძალიან დააზიანებდა კედელს და საცხოვრებლად გამოუსადეგარს გახდიდა ისედაც უნუგეშო მდგომარეობაში მყოფ სახლს.

1910

ტიპი: ავტორობა

საგურამოს მამულის მოიჯარე პ. ბ. სტაუგაიტისის განცხადების თანახმად, 1910 წლის 14 ივლისს საგურამოს თავს დაატყდა საშინელი სეტყვანარევი გრიგალი, რომელმაც ერთიანად გააჩანაგა ვენახები და ბაღ-ბოსტნები.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 17 ივლისს საგურამოს მამულის მოიჯარე პეტრე სტაუგაიტისმა განცხადებით მიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას, რომ მასთან დაუყოვნებლივ ჩასულიყო წარმომადგენელი, რომელიც რამდენიმე დღის წინ ქარიშხლისგან მიყენებულ ზარალს დაადგენდა და წინა წლის გვალვით მიყენებულ ზარალსაც გამოთვლიდა. მოიჯარე ითხოვდა, რომ გამგეობის წარმომადგენელი წინასწარ დათქმულ დღეს ჩასულიყო საგურამოში, რომ ის ადგილზე დახვედროდა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს მდივანმა ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მოახსენა, რომ ყვირილის განყოფილების გამგეობის წევრებს სხდომაზე შესთავაზა წინადადება 1-ლი იანვრიდან შემოეღოთ შემოსავალ-გასავლის აღსაწერად დავთარი. შემოსავალში უნდა აღენიშნათ კვიტანციების ნომრები, ხოლო გასავალში – გასამართლებული საბუთების ნომრები. ყვირილის გამგეობამ ბურჯანაძის ეს წინადადება მიიღო.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს მდივანმა ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მოახსენა, რომ ყვირილის განყოფილების გამგეობას ცალკე ჰქონდა განკუთვნილი ოქმების ჩასაწერად წიგნი. ასევე, 1915 წელს გამგეობამ გამართა 10 სხდომა და განიხილა 18 საქმე.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს მდივანმა ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მოახსენა, რომ ყვირილის განყოფილების გამგეობა შვიდი წევრისაგან შედგებოდა. თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის, მდივნის, მოლარისა და დამხმარე კომისიების ფუნქციებს საჭიროების დროს თავად გამგეობის წევრები ინაწილებდნენ.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს მდივანმა ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მოახსენა, რომ ყვირილის განყოფილების გამგეობის წევრები თავიანთ მფლობელობაში არსებულ სამკითხველოებს პერიოდულად ამოწმებდნენ და ყურადღებას აქცევდნენ. მათ მატერიალურად არ ეხმარებოდნენ, მხოლოდ საწარმო დავთრებს უგზავნიდნენ უფასოდ.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს მდივანმა ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მოახსენა, რომ ყვირილის განყოფილება საკუთარი ხარჯით ინახავდა დაბა ყვირილაში არსებულ წიგნსაცავ-სამკითხველოს.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს მდივანმა ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მოახსენა, რომ ყვირილის განყოფილებამ 1915 წელს დაბა ყვირილაში მდებარე წიგნსაცავ-სამკითხველოს 327 მანეთი და 52 კაპიკი დაახარჯა. აქედან, გამგის ხელფასი იყო 144 მანეთი, ჟურნალ-გაზეთებზე დაიხარჯა 100 მანეთი და 70 კაპიკი, წიგნებზე – 55 მანეთი და 20 კაპიკი, ავეჯეულობაზე – 14 მანეთი და 30 კაპიკი, გათბობა-განათებაზე – 13 მანეთი და 32 კაპიკი.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს მდივანმა ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მოახსენა, რომ ყვირილის განყოფილების წიგნსაცავ-სამკითხველოს თეატრის შენობის ორი ოთახი ეკავა. იქვე იყო კანცელარიაც.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს მდივანმა ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მოახსენა, რომ ყვირილის განყოფილებას თეატრის შენობის აღსადგენად სჭირდებოდა 10 000 მანეთი და ჰქონდა მხოლოდ 2322 მანეთი. დამატებით კიდევ სჭირდებოდა 7700 მანეთი.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს მდივანმა ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მოახსენა, რომ ყვირილის განყოფილებას თეატრის შენობის აღსადგენად დამატებით 7700 მანეთი სჭირდებოდა, რის გამოც მთავარ გამგეობას ორჯერ სთხოვა დახმარება, თუმცა უსახსრობის გამო ვერ დაეხმარა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს მდივანმა ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მოახსენა, რომ ყვირილის განყოფილების წევრებს ურჩია თეატრის შენობის აღსადგენი თანხის შესაგროვებლად თბილისის დრამატული საზოგადოებისთვის ეთხოვათ ერთდროული დახმარება სესხის სახით. ბურჯანაძე დარწმუნებული იყო, რომ განყოფილება ვალს აუცილებლად დაფარავდა.