საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები80982

1918

ტიპი: ავტორობა

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის მასალების მიხედვით, ვასილ გიორგის ძე წერეთელმა გამოაქვეყნა სახალხო წერილები ტუბერკულოზის, სანიტ[ა]რი[ი]სა და ჰიგიენური საკითხების შესახებ.

1949

ტიპი: ავტორობა

1949 წლის შემოდგომიდან წლის ბოლომდე ქრისტინე შარაშიძე მიხეილ მაჩაბლისა და გიორგი წერეთლის არქივების ნაწილის მოწესრიგებაზე მუშაობდა.

1955

ტიპი: ღონისძიება

1955 წლის სამუშაო გეგმაში ქრისტინე შარაშიძეს გათვალისწინებული ჰქონდა მივლინება მოსკოვსა და ლენინგრადში, იქ დაცული ქართული მასალების გასაცნობად.

1955

ტიპი: ღონისძიება

1955 წელს ქრისტინე შარაშიძეს, სამუშაო გეგმის მიხედვით, დავით გურამიშვილის დაბადების 250-ე წლისთავის საიუბილეო გამოფენა უნდა გაემართა.

1955

ტიპი: ღონისძიება

1955 წლის 12 ნოემბერს ქრისტინე შარაშიძე მოსკოვში გაემგზავრა, რათა სამხედრო-ისტორიულ არქივში მოეძებნა ცნობები არჩილის ვაჟის, ალექსანდრეს, პეტრე I-ის გენერალ-ფელცეხმაისტერის, საქმიანობის შესახებ.

1955

ტიპი: ღონისძიება

1955 წელს ქრისტინე შარაშიძეს დაევალა, თვალყური ედევნებინა დავით გურამიშვილის დაბადებიდან 250 წლის იუბილესთან დაკავშირებული წიგნის „პირველი სტამბა საქართველოში 1709-1722“ ბეჭდვისთვის.

1955

ტიპი: ავტორობა

ქრისტინე შარაშიძის 1955 წლის მივლინების ანგარიშის მიხედვით, იოანე ბაგრატიონისეულ კოლექციაში დაცული იყო ვახტანგის ძმის, დომენტი კათალიკოსის (დომენტი III-ის) ბრძანებით 1711 წელს „აღწერილი“ ოთხთავი.

1887

ტიპი: პირადი ინფორმაცია

დავით გიორგის ძე ჩიქოვანი 1887 წელს სამეგრელოში, სოფ. სუხჩეში, დაიბადა.

1908

ტიპი: განათლება

1908 წელს დავით გიორგის ძე ჩიქოვანმა თბილისის სათავადაზნაურო ქართული გიმნაზია დაამთავრა.

1910

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1910 წელს დავით გიორგის ძე ჩიქოვანმა უნივერსიტეტი მიატოვა და საქართველოში დაბრუნდა.

1910

ტიპი: თანამდებობა

1910 წელს დავით ჩიქოვანი გაემგზავრა სტამბოლში, საიდანაც რვა თვის მანძილზე, როგორც საკუთარი კორესპონდენტი, წერილებს უგზავნიდა „სახალხო გაზეთს“ ქართველ მაჰმადიანთა და, ზოგადად, ოსმალეთის ცხოვრების შესახებ.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 20 დეკემბერს საერთო საქმეთა სამმართველოს უფროსი ლიკვიდირებული რკინიგზების საქმეთა არქივარიუს ი. ი. გოპაძეს ატყობინებს, რომ მასზე სხვადასხვა ხარჯისთვის ირიცხება ავანსი 300 რუბლის ოდენობით და სთხოვს, წარუდგინოს ავანსის ანგარიში ან მასზე დარიცხული ფული დაუყოვნებლივ დააბრუნოს.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 9 ივნისს კანცელარიის მმართველმა და სალიკვიდაციო განყოფილების რწმუნებულმა გზათა სამინისტროს საავტომობილო განყოფილებას სთხოვეს, 14 ივნისს, დილის 10 საათზე, პეტრე დიდის ქუჩაზე მსუბუქი ავტომობილი გაეგზავნათ, რათა მთავარი პარკის საწყობებიდან დეპარტამენტში გეოდეზიური ინსტრუმენტები გადაეტანათ. ავტომობილი ირაკლი გოპაძის განკარგულებაში იყო.

1919

ტიპი: ავტორობა

სალიკვიდაციო განყოფილების რწმუნებულმა 1919 წლის 6 თებერვალს გზათა მინისტრს მიმართა, რომ 21 იანვრის ბრძანებით მას დაევალა მთავარი პარკის ლიკვიდაციის რწმუნებულისგან ყველა საქმის ჩაბარება, განყოფილების გაუხარჯავი თანხების მიღება და შესაბამისი აქტის შედგენა; პ.(?) ი. მაჭავარიანის სამინისტროდან სასწრაფოდ წასვლის გამო ზოგი მიმდინარე მიმოწერა, მაგ., ბუდაღიანცის ფირმასა და ამხანაგობა „მშენებელთან“, მის საქმეებში დარჩა. მინისტრს სთხოვს, ბრძანება გასცეს ამ მიმოწერის მოსაძებნად.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 13 დეკემბერს ყოფილი მთავარი პარკის ლიკვიდაციის რწმუნებულმა ნ. მაჭავარიანმა საავტომობილო განყოფილების მატერიალური ნაწილის მმართველს სთხოვა, განკარგულება გაეცა, რომ 16 დეკემბერს, დილის 9.30 წთ. ირაკლი გოპაძის განკარგულებაში არსებული მანქანა ორი საათით მიეცათ.

1947

ტიპი: ღონისძიება

1947 წელს ქრისტინე შარაშიძემ საქართველოს სსრკ მეცნიერებათა აკადემიისგან მიიღო მოსაწვევი ბარათი დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის XXX წლისთავისადმი მიძღვნილ სესიაზე დასასწრებად. სესია შეწყდა აკადემიის ვიცეპრეზიდენტის, აკადემიკოს სიმონ ჯანაშიას გარდაცვალების გამო, 25 ნოემბრიდან კი უნდა გაგრძელებულიყო მარქს-ენგელს-ლენინის ინსტიტუტის ფილიალში.

1958

ტიპი: ღონისძიება

1958 წელს ქრისტინე შარაშიძემ მიიღო საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის XIX სამეცნიერო სესიის მოსაწვევი ბარათი. სესია ამავე წლის 24, 25 და 26 დეკემბერს უნდა გამართულიყო.

1959

ტიპი: ღონისძიება

1959 წელს ქრისტინე შარაშიძემ მიიღო მოსაწვევი ბარათი სტალინის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტისა და საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის გაერთიანებულ სხდომაზე დასაწრებად, სხდომა იოსებ ყიფშიძის ხსოვნას ეძღვნებოდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

ჯულფა- ბაქოს სამხედრო რკინიგზის სალიკვიდაციო კომისიის ოქმების მიხედვით, 1918 წლის 21 იანვარს მოიჯარეებზე: ეგიანცი, ჟუკოვი, კაგრამიანცი და ჰუსეინოვი, კაზაშვილი, მირზაიანცი, გრიგორ ოვანესოვი, სოროკინი, სულთანოვი, აბდულოვი, ტერ-სტეპანოვი, მელიქსეტოვი, ბაბაევი, ბაგიროვი, რიზაევი, ზლოდეევი, იშხანოვი, სმირნოვი და ფონტანი ანგარიშსწორება განხორციელდა მათზე გაცემული მასალების საფასურის დაქვითვით.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 8 იანვარს გზათა სამინისტროს საქმეთა კომისარმა მელიქ ასლანოვმა ამიერკავკასიის რკინიგზის უფროსს მიმართა, რომ ამიერკავკასიის კომისარიატმა (ელიზავეტოპოლის მოვლენების შემდეგ) 8 იანვრის სხდომაზე რკინიგზელთა ოჯახების ევაკუაციისთვის დახმარების შეწყვეტა გადაწყვიტა. ფაქტი ხელმოწერით ინჟინერმა პისტრიაკოვმა დაადასტურა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 7 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს საქმეთა მმართველ ს. ჯაფარიძის მოხსენება: ანანოვების საჩივარი მამულის კონფისკაციაზე და დაადგინეს: განემარტოს, რომ მას ასევე უნდა ჩამოერთვას ამ მიწაზე არსებული საცხოვრებელი, ქარხნის და სხვ. შენობები.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 10 იანვარს ოკუნევის ხელმოწერით დეპეშა გაეგზავნა ამიერკავკასიის რკინიგზის სამმართველოს, იმის თაობაზე, რომ თბილისიდან ალექსანდროპოლამდე (ახლ. გიუმრი), სარიყამიშსა და ჯულფამდე ყველა მოსამსახურეს კომისარიატის დადგენილების თანახმად, საევაკუაციო დახმარება უწყდებოდა.

1934

ტიპი: ღონისძიება

1934 წლის 26 იანვარს ქრისტინე შარაშიძემ და იროდიონ სონღულაშვილმა გააფორმეს ოქმი, იმის თაობაზე, რომ ქრისტინე შარაშიძემ, როგორც საქართველოს მუზეუმის ბიბლიოთეკის წარმომადგენელმა, იმავე მუზეუმის ხელოვნების განყოფილებისგან ჩაიბარა 125 ძველი ქართული ნაბეჭდი წიგნი.

1959

ტიპი: ავტორობა

1959 წლის 21 ივლისს აკაკი შანიძემ ქრისტინე შარაშიძეს მისწერა, რომ სახელმწიფო წიგნის პალატას 1960 წლისათვის განზრახული ჰქონდა „ბიბლიოგრაფიის მოამბის“ მორიგი ნომრის გამოცემა და შეახსენა, ეცნობებინა, რა თემაზე და რა მოცულობის სტატიას მოამზადებდა, რათა დასაბეჭდად გაეთვალისწინებინათ.

1973

ტიპი: ავტორობა

1973 წლის 28 მარტს ბახვის სასოფლო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე ვ. კვაჭაძემ ქრისტინე შარაშიძეს მისწერა, რომ ერთ თვეში გიგო შარაშიძის დაბადებიდან 125 წლის იუბილე ჩატარდებოდა, მისი ბიუსტი დაიდგმებოდა და სასოფლო ბიბლიოთეკას გიორგი შარაშიძის სახელი მიენიჭებოდა.