რეგისტრირებული ფაქტები80971
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1916
ტიპი: ავტორობა
1916 წელს მდივანმა ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მოახსენა, რომ ყვირილის განყოფილებამ 1915 წელს დაბა ყვირილაში მდებარე წიგნსაცავ-სამკითხველოს 327 მანეთი და 52 კაპიკი დაახარჯა. აქედან, გამგის ხელფასი იყო 144 მანეთი, ჟურნალ-გაზეთებზე დაიხარჯა 100 მანეთი და 70 კაპიკი, წიგნებზე – 55 მანეთი და 20 კაპიკი, ავეჯეულობაზე – 14 მანეთი და 30 კაპიკი, გათბობა-განათებაზე – 13 მანეთი და 32 კაპიკი.
1916
ტიპი: ავტორობა
1916 წელს მდივანმა ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მოახსენა, რომ ყვირილის განყოფილებას თეატრის შენობის აღსადგენად დამატებით 7700 მანეთი სჭირდებოდა, რის გამოც მთავარ გამგეობას ორჯერ სთხოვა დახმარება, თუმცა უსახსრობის გამო ვერ დაეხმარა.
1916
ტიპი: ავტორობა
1916 წელს მდივანმა ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მოახსენა, რომ ყვირილის განყოფილების წევრებს ურჩია თეატრის შენობის აღსადგენი თანხის შესაგროვებლად თბილისის დრამატული საზოგადოებისთვის ეთხოვათ ერთდროული დახმარება სესხის სახით. ბურჯანაძე დარწმუნებული იყო, რომ განყოფილება ვალს აუცილებლად დაფარავდა.
1916
ტიპი: ავტორობა
1916 წელს მდივანმა ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მოახსენა, რომ ყვირილის განყოფილება მომავალი წლის სამოქმედო გეგმას არ ადგენდა. ვარლამ ბურჯანაძემ განყოფილების გამგეობას განუმარტა, რომ აუცილებელი იყო ყოველი წლის დასასრულს ახალი სამოქმედო გემგის შედგენა.
1916
ტიპი: ავტორობა
1916 წელს მდივანმა ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მოახსენა, რომ ყვირილის განყოფილებას ბევრად მეტი შემოსავალი უნდა ჰქონოდა ვიდრე ჰქონდა, რადგან ბევრი ვაჭარი იყო ყვირილაში. ასევე, ადგილობრივი მაცხოვრებლებიც შეძლებულები იყვნენ.
1916
ტიპი: ავტორობა
1916 წელს მდივანმა ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მოახსენა, რომ ყვირილის განყოფილებას ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად საწევრო თანხის შემკრები აგენტის სამსახური უნდა შეექმნა. ასევე, ადგილობრივ და მეზობელი სოფლების საზოგადოებრივ დაწესებულებებსა და კერძო მაღაზიებში დაედგა ყულაბები.
1916
ტიპი: ავტორობა
1916 წელს მდივანმა ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მოახსენა, რომ ყვირილის განყოფილებას საბუღალტრო სისტემა აუცილებლად უნდა შეექმნა. ასევე, შემოეღო შემოსავალ-გასავლის ჩასაწერი დავთარი და ჩაეწერათ ყველა შემოსავალი კვიტანციის ნომრის ჩვენებით, ყველა გასავალი – გასამართლებელი საბუთის ნომრის აღნიშვნით.
1916
ტიპი: ავტორობა
1916 წელს მდივანმა ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მოახსენა, რომ ყვირილის განყოფილებას ბიბლიოთეკა-სამკითხველოების საქმის გასაუმჯობესებლად ხშირად უნდა ჩაეტარებინა სისტემური რევიზია და ადგილობრივი სამზრუნველო კომიტეტებისთვის სათანადოდ ეხელმძღვანელა.
1916
ტიპი: ავტორობა
1916 წელს მდივანმა ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მოახსენა, რომ ყვირილის განყოფილებამ ძალიან სწორი და კარგი გადაწყვეტილება მიიღო, როცა თეატრის შენობის აღდგენა გადაწყვიტა, რადგან თეატრის აშენება დიდი კულტურული მოვლენა იყო.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 9 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზესტაფონის განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრების მოხსენების ოქმის მიხედვით, 1917 წლის გასავალს შეადგენდა: საკანცელარიო ხარჯები – 27 მანეთი და 55 კაპიკი, გათბობა–განათება – 42 მანეთი და 15 კაპიკი, ბიბლიოთეკის გამგის ხელფასი – 440 მანეთი, არაჩვეულებრივი ხარჯები – 5 მანეთი და 40 კაპიკი, წიგნები – 89 მანეთი და 95 კაპიკი, ჟურნალ-გაზეთები – 243 მანეთი და 46 კაპიკი, ბანკის პროცენტი (თეატრის შენობის) – 321 მანეთი და 72 კაპიკი, სულ – 1170 მანეთი და 23 კაპიკი. ოქმს ხელს აწერენ სარევიზიო კომისიის წევრები სამსონ პეტრეს ძე მამალაძე და მიხეილ ჩუბინიძე.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 9 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზესტაფონის განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრების მოხსენების ოქმის მიხედვით, სარევიზიო კომისია წევრების რაოდენობის გასაზრდელად საჭიროდ მიიჩნევდა სხვადასხვა დაწესებულებებში საწევრო გადასახადის შემგროვებლები დაენიშნათ. ოქმს ხელს აწერენ სარევიზიო კომისიის წევრები სამსონ პეტრეს ძე მამალაძე და მიხეილ ჩუბინიძე.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 9 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზესტაფონის განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრების მოხსენების ოქმის მიხედვით, 1916 წელს წევრთა რიცხვი იყო 49, 1917 წელს – 87, 1918 წელს – 49. ოქმს ხელს აწერენ სარევიზიო კომისიის წევრები სამსონ პეტრეს ძე მამალაძე და მიხეილ ჩუბინიძე.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 9 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზესტაფონის განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრების მოხსენების ოქმის მიხედვით, მიმდინარე წელს საწევრო გადასახადს ძალიან ცოტა წევრი იხდიდა. ოქმს ხელს აწერენ სარევიზიო კომისიის წევრები სამსონ პეტრეს ძე მამალაძე და მიხეილ ჩუბინიძე.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 9 იანვრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზესტაფონის განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრების მოხსენების ოქმის მიხედვით, განყოფილების შემოსავლის ძირითადი წყარო იყო საღამოები და შემოწირულობები. ოქმს ხელს აწერენ სარევიზიო კომისიის წევრები სამსონ პეტრეს ძე მამალაძე და მიხეილ ჩუბინიძე.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 9 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზესტაფონის განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრების მოხსენების ოქმის მიხედვით, 1919 წლის დასაწყისში განყოფილების ხაზინაში დარჩენილი თანხა შეადგენდა 3755 მანეთსა და 49 კაპიკს. ოქმს ხელს აწერენ სარევიზიო კომისიის წევრები სამსონ პეტრეს ძე მამალაძე და მიხეილ ჩუბინიძე.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 9 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზესტაფონის განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრების მოხსენების ოქმის მიხედვით, 1918 წელს განყოფილების გასავალს შეადგენდა: საკანცელარიო ხარჯები – 29 მანეთი და 50 კაპიკი, გათბობა-განათება – 90 მანეთი, გამგის ხელფასი – 953 მანეთი და 66 კაპიკი, არაჩვეულებრივი ხარჯები – 25 მანეთი, წიგნები – 30 მანეთი, ჟურნალ-გაზეთები – 770 მანეთი და 70 კაპიკი, თეატრის შენობის ბანკიდან დასახსნელი თანხა – 1363 მანეთი და 64 კაპიკი, სულ – 3262 მანეთი და 50 კაპიკი. ოქმს ხელს აწერენ სარევიზიო კომისიის წევრები სამსონ პეტრეს ძე მამალაძე და მიხეილ ჩუბინიძე.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 9 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზესტაფონის განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრების მოხსენების ოქმის მიხედვით, 1918 წელს განყოფილების გამგეობის მთლიანი შემოსავალი შეადგენდა 7017 მანეთსა და 99 კაპიკს. ოქმს ხელს აწერენ სარევიზიო კომისიის წევრები სამსონ პეტრეს ძე მამალაძე და მიხეილ ჩუბინიძე.