საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები80971

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის შემოდგომაზე სომეხთა კათალიკოსი მკრტიჩ I ბაქოსა და თბილისში ვიზიტს გეგმავდა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს მ. ლ. სეგალს ქუთაისში შრომისმოყვარეობის სახლისა და ქსენონის დაარსების იდეა ჰქონდა. ასეთ სახლებში მათხოვრებს ქუჩაში მოწყალების თხოვნის ნაცვლად სხვადასხვა ხელობას შეასწავლიდნენ და სასარგებლო საქმით დააკავებდნენ.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის შემოდგომაზე ექიმი ტიტე სვიმონის ძე ქიქოძე ქვემო ქიზიყის დეპოს დარბაზში მამასახლისებსა და მოქალაქეებს შეხვდა ქიზიყში სამკურნალო „პრიომნი პაკოის“ დაარსების საკითხის განსახილველად.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს ბოგოროდსკი პროკურორი იყო.

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წლის შემოდგომაზე კონსტანტინე თავართქილაძის ბათუმის სტამბაში ა. ნიკიტინის მიერ თარგმნილი ფრანსუა კოპპეს „შენდობა“ დაიბეჭდა.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს ალექსანდრე იულის ძე ფონ დერ ბრიუგენი ქუთაისის ვიცე-გუბერნატორი იყო.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს ნ. ერისთავი ქვემო მაჩხაანის ბოქაული იყო.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს ნიკოლოზ ნაცვლიშვილმა სინოდის კანტორის კანცელარიაში დაიწყო მუშაობა.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ტერ-სარქისოვს თბილისში, „სასახლის ნომრების“ ეზოში, სავაჭრო დუქანი ჰქონდა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს დიაკვანმა გიორგი მერაბის ძე გეგეჭკორმა მარტვილის უფასო ბიბლიოთეკა-სამკითხველოსთვის ფული და წიგნები შეაგროვა.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს კრასოვსკი პროკურორის მოადგილე იყო.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს მსაჯულმა პეტრე იასინსკიმ მარტვილის უფასო ბიბლიოთეკა-სამკითხველოს 10 მანეთი შესწირა, კონსტანტინე დგებუაძემ და თადეოზ გიორგის ძე კეშილავამ 5-5 მანეთი გადასცეს.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს თევდორე დავითის ძე ჟორდანიამ მარტვილის უფასო ბიბლიოთეკა-სამკითხველოს 70 წიგნი შესწირა, ვალერიან გუნიამ – 55, ექვთიმე ივანეს ძე ხელაძემ – 38 წიგნი.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს სილიბისტრო ჟორდანიამ, პავლე ქაცარავამ, სამსონ სილაგავამ, ტარას ნამჩეიშვილმა, ვალერიან გეგეჭკორმა, არისტოტელე აბაშიძემ და ალექსი ნიკოლოზის ძე ბერიძემ მარტვილის უფასო ბიბლიოთეკა-სამკითხველოს თითო მანეთი შესწირეს.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს დავით თოდუამ, ვასილ ახალაიამ, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავამ, თომა გაბისონიამ, გრიგოლ ოდიშარიამ, გრიგოლ შავდიამ და სპირიდონ კვარაცხელიამ მარტვილის უფასო ბიბლიოთეკა-სამკითხველოს თითო მანეთი შესწირეს.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს გიორგი ივანეს ძე ივანოვმა და ვასილ კახიძემ მარტვილის უფასო ბიბლიოთეკა-სამკითხველოს 3-3 მანეთი შესწირეს, პარასკევა ჭალაგანიძისამ, ყარამან მანუჩარის ძე ჩიქოვანმა და იაკობ სოლომონის ძე ღულაძემ კი – 2-2 მანეთი.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს გრიგოლ ანჯაფარიძემ, თომა ელიავამ, გრიგოლ ჩაჩიბაიამ, თეიმურაზ გეგეჭკორმა, გიორგი კონსტანტინეს ძე გვათუამ, პავლე გვახარიამ, მიხეილ თურქიმ და ბესარიონ წოწორიამ მარტვილის უფასო ბიბლიოთეკა-სამკითხველოს თითო მანეთი შესწირეს, ერმილე მასხულიამ 50 კაპიკი გაიღო.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს სოფიო ჭალაგანიძისამ, ქრისტინა გეგეჭკორისამ, ანეტა დგებუაძისამ, მარო კიკნაველიძემ, ნინო ჯამბაკურ-ორბელიანისამ, გიორგი ჩაგუნავამ და ლაზარე ჭალაგანიძემ მარტვილის უფასო ბიბლიოთეკა-სამკითხველოს თითო მანეთი შესწირეს.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილმა, ვანო ნიკოლოზის ძე ზედგინიძემ და ოლღა გიორგის ასულ ბერიძემ მარტვილის უფასო ბიბლიოთეკა-სამკითხველოს 5-5 წიგნი შესწირეს, ნინო ჯამბაკურ-ორბელიანისამ, ალექსი ურუშაძემ, მაქსიმე როსტომის ძე შარაძემ და ევსტაფი ბესარიონის ძე შუშანიამ – 3-3.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს მიხეილ თურქიამ მარტვილის უფასო ბიბლიოთეკა-სამკითხველოს 4 წიგნი შესწირა, ლადო შაბათავამ – ერთი.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს კონსტანტინე ჩითანის ძე თავართქილაძემ, მოსე გიორგის ძე ჯანაშვილმა, ვასილ ფირალოვმა, ნიკოლოზ თადეოზის ძე ხიზანიშვილმა და იაკობ სოლომონის ძე ღულაძემ მარტვილის უფასო ბიბლიოთეკა-სამკითხველოს 7-7 წიგნი შესწირეს.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს ელიზბარ ჩახავამ და მღვდელმა დავით იოსების ძე კავკასიძემ მარტვილის უფასო ბიბლიოთეკა-სამკითხველოს 25-25 წიგნი შესწირეს, ყარამან მანუჩარის ძე ჩიქოვანმა, ალექსანდრე ჟორდანიამ და ნესტორ ჩახავამ – 10-10, ბესარიონ იოსების ძე ცეცხლაძემ კი 11 წიგნი შესწირა.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს ქირურგი სობესტიანსკი მიხეილის საავადმყოფოში მუშაობდა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს ივანე პავლეს ძე როსტომაშვილის სტამბაში დაიბეჭდა შემდეგი წიგნები: „მეთევზის შვილი“, „შრომა და სიმდიდრე“, „გმირი როლანდი“, „დროა გონს მოვიდეთ“, „ფუტკრის გონიერი მოვლა-მოშენება“, „ლინჰარდი და გერტრუდა“, „ხტუნია ციყვუნია“, ბოკლის „ცივილიზაციის ისტორია“, პოემა „შიო თავადი“, „როგორ ცხოვრობენ ჩინელები“, „ცხენის წურბელა“, „მაჰმადი“, „დარვინიზმი“ (I და II წიგნი).

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს ივანე პავლეს ძე როსტომაშვილმა გამოსცა იოსებ ცისკარიშვილის მიერ რუსულიდან ნათარგმნი წიგნი „სიფრთხილეს თავი არ სტკივა“ საქონლის ჭირის განადგურების მეთოდებზე.