საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88248

1918

ტიპი: ღონისძიება

1918-1922 წლებში თარასხან ეშბა ხელისუფლებას ემალებოდა. ის ბანდიტებთან იყო დაკავშირებული და პროკლამაციებს ავრცელებდა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის დეკემბერში ნოე რამიშვილის მიერ მეფისნაცვლის სასახლეში გამართულ კრებაზე აფხაზავას დაევალა, ბაქოსკენ მიმავალ 16 რუსულ ეშელონს გაძღოლოდა და მათთვის მატარებლებიდან ჩამოსვლის ნება არ მიეცა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლამდე მღვდელი მიხეილ ზემსკი თბილისის ქალთა პირველ გიმნაზიაში საღვთო სჯულს ასწავლიდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს გიორგი ოჩიგავა მღვდლად მსახურობდა სოფელ წებელდაში.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ალექსი გვაზავა მღვდლად მსახურობდა ქალაქ სოხუმში.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ირაკლი პარკაია მღვდლად მსახურობდა სენაკის წმინდა გიორგის ეკლესიაში.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს იოანე კანდელაკი მღვდლად მსახურობდა ხობის მაცხოვრის კარის ეკლესიაში.

1923

ტიპი: განათლება

1923 წელს დაკავებულ ანანია ანდრიას ძე სტურუას ჰქონდა საშუალო განათლება.

1922

ტიპი: განათლება

1922 წელს დაკავებული გრიგოლ რაჟდენის ძე კახაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობდა.

1879

ტიპი: პირადი ინფორმაცია

სიმონ ექვთიმეს ძე ღლონტი დაიბადა 1879 წლის თებერვალში სოფელ მელექედურში (ოზურგეთის რაიონი).

1888

ტიპი: პირადი ინფორმაცია

არქიფო დუტუს ძე ჩაჩავა დაიბადა 1888 წელს სენაკის რაიონის სოფელ აბაშაში.

1924

ტიპი: თანამდებობა

პირადი საქმის მიხედვით, თევდორე იოსების ძე ასათიანი იყო მიწის მუშა.

1924

ტიპი: სტატუსი

პირადი საქმის მიხედვით, თევდორე იოსების ძე ასათიანი სოციალური წარმოშობით იყო აზნაური.

1896

ტიპი: პირადი ინფორმაცია

თევდორე იოსების ძე ასათიანი დაიბადა 1896 წელს ლეჩხუმში, სოფელ დერჩში.

1918

ტიპი: განათლება

1918-1920 წლებში ამბროსი გალაქტიონის ძე ჭელიძე სწავლობდა ქუთაისში.

1922

ტიპი: სტატუსი

გრიგოლ ქრისტეფორეს ძე ურუშაძე სოციალური წარმოშობით გლეხი იყო.

1924

ტიპი: თანამდებობა

1924 წელს დაპატიმრებული კლიმენტი (კალისტრატე) დიმიტრის ძე კალანდარიშვილი იყო მიწის მუშა.

1896

ტიპი: განათლება

ნიკოლოზ ლომოურმა გორის სასულიერო სასწავლებლის შემდეგ სწავლა თბილისის სასულიერო სემინარიაში განაგრძო.

1896

ტიპი: განათლება

ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილმა სწავლა განაგრძო თბილისის უნივერსიტეტის საექიმო განყოფილებაში, თუმცა კურსი არ დაასრულა.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ანგარიშის მიხედვით, ნინო უშვერიძე 3 წელი სოფელ ტოლების სკოლაში ასწავლიდა.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს ნინო უშვერიძე სოფელ მოიდანახეს სკოლის მასწავლებლად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 15 ოქტომბრამდე რიფსიმე ალექსანდრეს ასული ოვსეპიანი პედაგოგად მუშაობდა თბილისის ვაჟთა მეორე გიმნაზიაში.