რეგისტრირებული ფაქტები88107
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს განათლების სამინისტროში შესაფერისი სამსახური მოითხოვა უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის კურსდამთავრებულმა დიმიტრი ნიკოლოზის ძე მიხაილოვმა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს განათლების სამინისტროში შესაფერისი სამსახური მოითხოვა ქართული უნივერსიტეტის სტუდენტმა ნიკიფორე გრიგოლის ძე გეგელიამ.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს განათლების სამინისტროში შესაფერისი სამსახური მოითხოვა ევგენია კონსტანტინეს ასულმა ვარშავსკიმ, განჯის გიმნაზიის მოსამზადებელი კლასის მასწავლებელმა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს განათლების სამინისტროში შესაფერისი სამსახური მოითხოვა ნინო ნოშრევანის ასულმა ხარაბაძემ, უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტის კურსდამთავრებულმა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს განათლების სამინისტროს კანცელარიაში დასაქმება მოითხოვა გიორგი ივანეს ძე ლორთქიანიძემ, რომელიც ცხოვრობდა ქუთაისის მაზრის სოფ. სალხინოში, მუშაობდა სოფლის ორკლასიან სასწავლებელში მასწავლებლად და შემდეგ ჯარში ოფიცრად.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს განათლების სამინისტროს კანცელარიაში დასაქმება მოითხოვა ვასილ ვალერიანის ძე მელაძემ, რომელიც იყო ჯიხაიშის, ხოლო შემდეგ რგანის ორკლასიანი სასწავლებლის გამგე.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს განათლების სამინისტროში შესაფერისი სამსახური მოითხოვა პედაგოგმა ოლღა გიორგის ასულმა ივანეცკიმ.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს განათლების სამინისტროში შესაფერისი სამსახური მოითხოვა მაქსიმე დავითის ძე ბერძნიშვილმა, თბილისის მეოთხე გიმნაზიის საქართველოს ისტორიისა და გეოგრაფიის პედაგოგმა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 1-ელი ოქტომბრის „სახალხო საქმე“ იუწყება, რომ მთავრობამ საქართველოს საგანგებო სასამართლოს თავმჯდომარედ ნაფიცი ვექილი ივანე ჯაფარიძე დანიშნა.
1922
ტიპი: თანამდებობა
1922 წლიდან დაპატიმრების დღემდე ანდრია სოკრატეს ძე სულიაშვილი გაზეთ „მუშისა“ და ამიერკავკასიის ფინანსთა სახალხო კომისარიატის (ა. კ. ფინსახკომის) რწმუნებული იყო მე-2 საგადასახადო განყოფილებაში.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წლის 15 მარტის დადგენილების მიხედვით, თელავის მენშევიკური იატაკქვეშა ორგანიზაციის მთავარი წევრები – ფირუზ ივანეს ძე გაგნიძე, ამბროსი ნიკოლოზის ძე გაჩეჩილაძე და შალიკო ხელიაშვილი – ეწეოდნენ აქტიურ ანტისაბჭოთა საქმიანობას, თუმცა პარტიული ჯგუფის (უჯრედის) კრების მოწვევა მხოლოდ 2-ჯერ შეძლეს.
1924
ტიპი: ორგანიზაცია
1924 წლის 15 მარტის დადგენილების მიხედვით, თელავის მენშევიკური იატაკქვეშა ორგანიზაციის მთავარი წევრები იყვნენ: ფირუზ ივანეს ძე გაგნიძე, ამბროსი ნიკოლოზის ძე გაჩეჩილაძე და შალიკო ხელიაშვილი.

