რეგისტრირებული ფაქტები88099
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წლის 17 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ცხინვალის განყოფილების კრების თავმჯდომარედ აირჩიეს გიორგი ქაიხოსროს ძე დავითიშვილი.
1904
ტიპი: ორგანიზაცია
1904 წელს ვახტანგ დიმიტრის ძე თულაშვილი აირჩიეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საპატიო წევრად.
1904
ტიპი: ორგანიზაცია
1904 წელს ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე აირჩიეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საპატიო წევრად.
1904
ტიპი: ორგანიზაცია
1904 წელს სტეფანე კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილი აირჩიეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საპატიო წევრად.
1896
ტიპი: ორგანიზაცია
1896 წელს აკაკი როსტომის ძე წერეთელი აირჩიეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საპატიო წევრად.
1896
ტიპი: ორგანიზაცია
1896 წელს ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე აირჩიეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საპატიო წევრად.
1896
ტიპი: ორგანიზაცია
1896 წელს ეპისკოპოსი ალექსანდრე (ალექსი) დავითის ძე ოქროპირიძე აირჩიეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საპატიო წევრად.
1894
ტიპი: ორგანიზაცია
1894 წელს ოლღა (ოლგა) თადეოზის ასული გურამიშვილი-ჭავჭავაძისა აირჩიეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საპატიო წევრად.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წელს დ. შავლიაშვილი თელავის ვაჟთა გიმნაზიაში საქმისმწარმოებლად მუშაობდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 30 ნოემბერს განათლების სამინისტრომ თელავის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორ ზაქარია კლიმიაშვილს მისწერა, რომ N1471 ბრძანებით გიორგი გიორგიძე 1-ლი სექტემბრიდან დანიშნულია ისტორიის მასწავლებლად. ხელს აწერენ მთავარგამგე გრიგოლ ნათაძე და საქმისმწარმოებელი კ. აბაშიძე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 12 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N84 ბრძანებით თბილისის პირველი ქალთა გიმნაზიის ქართული განყოფილების ხელსაქმის მასწავლებლად ვერა სტეფანეს ასული ბასტამოვა დაინიშნა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას გიორგი ალექსანდრეს ძე ჯავახიშვილმა 30 000 მანეთი სთხოვა. გამგეობამ მას 15 600 მანეთი მისცა.
1904
ტიპი: თანამდებობა
1904 წელს სასწავლო ოლქის მზურნველმა თბილისის გიმნაზიის გამგედ რუსული ენის მასწავლებელი შიო ჩიტაძე აირჩია.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 29 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ ხინთიბიძე ეკატერინოდარში ვიცე-კონსულად დანიშნა.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 29 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ როსტოვში ვიცე-კონსულად ალექსანდრე ჩიქოვანი დანიშნა.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 29 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ არმავირში ვიცე-კონსულად გიორგობიანი დანიშნა.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის სექტემბერში თბილისის სკოლების მოსწავლეთა მიტინგზე, რომელიც ექიმ ნ. ხუდადოვის თაოსნობით გაიმართა, მხოლოდ თბილისის გიმნაზიის მასწავლებლებს მიეცათ დასწრების უფლება.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის ივლისში თბილისის გიმნაზიას მიენიჭა კერძო გიმნაზიის უფლებები. 1905-1906 სასწავლო წელს მერვე კლასის მოსწავლეებმა (31 მოსწავლე) სიმწიფის მოწმობის მისაღები გამოცდები ჩააბარეს გიმნაზიის კომისიას, რომელსაც ხელმძღვანელობდა საოლქო მზრუნველის თანაშემწე ა.ი. სლავინსკი.
1918
ტიპი: თანამდებობა
ნინო ვასილის ასული აკოფოვა (აკოფაშვილი) ქუთაისის ქალთა მთავრობის გიმნაზიაში გერმანული ენის მასწავლებლად სამი წელი მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
ნინო ვასილის ასული აკოფოვა (აკოფაშვილი) თბილისის ქართულ გიმნაზიაში გერმანული ენის მასწავლებლად ექვსი წელი მუშობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის ოქტომბერში თბილისის ო. პ. აღაპიევის სახელობის რეალურ სასწავლებელში მუშაობდა რუსული ენის პედაგოგი ვ. ო. კრონოვიჩი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის ოქტომბერში თბილისის ო. პ. აღაპიევის სახელობის რეალურ სასწავლებელში მუშაობდა ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ნ. ფ. ტორჩინავა.

