რეგისტრირებული ფაქტები88099
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 25 ივნისს იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე „დედა ენის“ I და II ნაწილების გამოცემის საკითხი დასვეს. გამგეობის გადაწყვეტილებით „დედა ენის“ შემსწორებელ კომისიას შემდეგ კრებაზე განსახილველად წიგნის პირველი ნაწილის შესწორებული ვერსია უნდა წარედგინა.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების თავმჯდომარე იყო ალექსანდრე ნიკოლოზის ძე ხოფერია, განყოფილების მდივანი კი – გიორგი ვასილის ძე გამზარდია.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 18 ივნისს მიხეილ ზოსიმეს ძე ნოდია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების დელეგატად აირჩიეს.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 6 ივლისს იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ ნინო იოსების ასული ნაკაშიძე, ივანე სპირიდონის ძე ელიაშვილი, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი და ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 18 ივნისს დეკანოზი გიორგი გამზარდია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების დელეგატად აირჩიეს.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 6 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე საზოგადოების წიგნის მაღაზიის ცეკავშირისთვის გადაცემის საკითხი დაისვა. გამგეობამ იასონ ლორთქიფანიძესა და ვარლამ ბურჯანაძეს ცეკავშირის მიერ მაღაზიის მიღების საკითხის გარკვევა დაავალა, თუ ცეკავშირი უარს იტყოდა, მათ კერძო პირებთან უნდა გაემართათ მოლაპარაკებები წიგნის მაღაზიის ბინის ხელსაყრელი პირობებით დათმობის თაობაზე.
1913
ტიპი: ავტორობა
1913 წლის 14 აპრილს ნიკოლოზ მიხეილის ძე ხატისკაცმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებას მისწერა, რომ უკვე 4 თვე იყო, რაც ალაგირიდან საზოგადოებას ადგილობრივი განყოფილების გახსნის ოქმი გაუგზავნეს, მაგრამ პასუხი კი არ მიუღიათ. ახალკაცმა საზოგადოებას სთხოვა, ეცნობებინათ, რა ეტაპზე იყო ალაგირის განყოფილების დაკანონების საქმე.
1913
ტიპი: ავტორობა
1913 წელს ნიკოლოზ მიხეილის ძე ხატისკაცმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებას გაუგზავნა იმ 31 ადამიანის სია და მათი შეგროვებული 93 მანეთი, რომელთაც ალაგირის ადგილობრივი განყოფილების წევრობა სურდათ. ახალკაცმა საზოგადოებას აცნობა, რომ საკვიტანციო წიგნაკი არ ჰქონდათ და ითხოვა გაგზავნა.
1913
ტიპი: ავტორობა
1913 წლის 28 დეკემბერს ნიკოლოზ მიხეილის ძე ხატისკაცმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებას აცნობა, რომ ალაგირის მოსახლეობას ადგილობრივი განყოფილების გახსნა სურდა. ახალკაცმა საზოგადოებას შესაბამისი ოქმი გაუგზავნა და განყოფილების დასაარსებლად საქმის აღძვრა ითხოვა.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 14 თებერვალს კომისიამ, რომელშიც შედიოდნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები: ალ. თევდორეს ძე ყიფშიძე, შიო ზაქარიას ძე არაგვისპირელი, ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე და საისტორიო-ეთნოგრაფიული საზოგადოების წევრი – ალექსანდრე ივანეს ძე სარაჯიშვილი, გაასწორა ანგარიშები ამ ორ საზოგადიებას შორის იმ ანდრეძის მიხედვით, რომელიც გამგეობას 15 თებერვალს წარმოუდგინა განსვენებული ნიკოლოზ ღოღობერიძის ნების აღმსრულებლებმა: ექვთიმე თაყაიშვილმა და ფილიპე გოგიჩაიშვილმა.
1913
ტიპი: თანამდებობა
1913 წელს ნიკოლოზ მიხეილის ძე ხატისკაცი ალაგირის ქართული სკოლის მასწავლებელი იყო.
1913
ტიპი: თანამდებობა
1913 წლის 24 ნოემბერს ალაგირის სასოფლის კრებაზე გადაწყდა, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ადგილობრივი განყოფილების თავმჯდომარედ მღვდელი გაბრიელ ბოჭორიშვილი აერჩიათ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 6 აგვისტოს დამფუძნებელი კრების სხდომაზე ივანე ლორთქიფანიძემ ყველა ტიპის სასწავლებლის განათლების სამინისტროსადმი დაქვემდებარება მოითხოვა.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 13 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ვარლამ ბურჯანაძემ დასვა პირველ სექტემბრამდე დაკეტილი წიგნსაცავ-მუზეუმის მოვლა-პარტონობისა და მეთვალყურეობის გეგმის შედგენის საკითხი. გამგეობის გადაწყვეტილებით, წიგნსაცავ-მუზეუმის საკითხის გადასაწყვეტად საგანგებო კრებაზე უნდა მოეწვიათ ივანე ჯავახიშვილი, მოსე ჯანაშვილი, სერგი გორგაძე, აკაკი შანიძე, გიორგი ახვლედიანი და დიმიტრი უზნაძე.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წელს ნიკოლოზ ბესარიონის ძე ღოღობერიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას 45000 მანეთი უანდერძა. ამ თანხიდან უნდა შემდგარიყო სამი ფონდი: სასტიპენდიო ფონდი, ქართული წიგნების გამოსაცემი და სწავლა განათლების გასავრცელებლად გოჩა ჯიხაიშსა (ქუთაისის მაზრა) და რგანში (შოროპნის მაზრა).
1913
ტიპი: ავტორობა
1913 წლის 31 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სახელით გრიგოლ ბურჭულაძე ნიკოლოზ ღოღობერიძის ნების აღმსრულებლებს – ექვთიმე თაყაიშვილსა და ფილიპე გოგიჩაიშვილს სწერდა, რომ ღიღობერიძის მიერ დანატოვარი თანხის გაყოფა მათსა და საისტორიო-ეთნოგრაფიულ საზოგადოებსა შორის ნიკოლოზ ღოღობერიძის საფლავზე ძეგლის დადგმის შემდეგ მომხდარიყო.
1913
ტიპი: ავტორობა
1913 წლის 2 მაისს ექვთიმე თაყაიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სწერდა, რომ ნიკოლოზ ღოღობერიძის მიერ ანდერძით დანატოვარი ფულის გაყოფის (საისტორიო-ეთნოგრაფიულ საზოგადოებასა და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას შორის) გადავადება შეუძლებელი იყო.
1913
ტიპი: ავტორობა
1913 წლის 2 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობა ნიკოლოზ ღოღობერიძის ნების აღმსრულებლებს – ექვთიმე თაყაიშვილსა და ფილიპე გოგიჩაიშვილს სწერდა, რომ მის მიერ ანდერძით დანატოვარი ფულის გასაყოფად (მათსა და საისტორიო-ეთნოგრაფიულ საზოგადოებას შორის) დაენიშნათ მედიატორები და ფულის განაწილების საქმე მათ მინდობოდათ.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 15 თებერვალს ნიკოლოზ ღოღობერიძის ანდერძის აღმსრულებლები – ექვთიმე თაყაიშვილი და ფილიპე გოგიჩაიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მათთვის 3000 მანეთის ღირებულების თბილისის სათავადაზნაურო ბანკის გირავნობის ფურცლების, პეტროგრადის საკრედიტო საზოგადეოაბის 300 მანეთის ღირებულების ობლიგაციებისა და 146 მანეთისა და 76 კაპიკის ნაღდი ფულის გაგზავნას სთხოვდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 3 იანვარს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გიორგი ზდანოვიჩის ნების აღმსრულებლის მიერ წარდგენილ ანგარიშში აღნიშნული იყო, რომ გარდაცვლილის თანხით 85 000 მანეთის ბანკის გირავნობის ფურცელი ჰქონდათ ნაყიდი.

