საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88095

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს ღოღობერიძე ლეჩხუმის მაზრის პოლიციის ბოქაული იყო.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს ჩხიკვაძე ბათუმის პოლიციის ბოქაული იყო.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს ილია ჭავჭავაძემ სათავადაზნაურო ბანკში მუშაობას თავი დაანება.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს მღვდელი ანტონ კეკელია ბანძის ორკლასიანი სასწავლებლის გამგე იყო.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს ბათუმის პოლიციის ბოქაულ ჩხიკვაძესა და ქუთაისის პოლიციის ბოქაულ კახიძეს „ნადვორნი სოვეტნიკის“ წოდება მიენიჭათ.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ყოვედღიური გაზეთი „კასპი“, რომელსაც ბოლდირევა ბაქოში გამოსცემდა, ნავთობით მოვაჭრე ჰაჯი ზეინალაბდინ თაღიევმა შეისყიდა.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ნიკოლოზ პეტრეს ძე ტაბლიაშვილი თბილისში ქვითკირის ორსართულიან სახლს ფლობდა ორსართულიანი ფლიგელითა და მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: განათლება

1896 წელს ვლადიმერ ქაიხოსროს ძე ლორთქიფანიძემ ოდესის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი ოქროს მედალზე დაასრულა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს ილია ჭავჭავაძემ სათავადაზნაურო ბანკში მუშაობას თავი დაანება. 

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის შემოდგომაზე ბათუმში დურმიშხან ჟურულის სახლი დაიწვა.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს სამსახური დატოვეს სათავადაზნაურო ბანკის ზედამხედველობის კომიტეტის შემდეგმა წევრებმა: რაფიელ დავითის ძე ერისთავმა, ვასილ მიხეილის ძე თუმანიშვილმა, ა. ი. კობიაშვილმა, პავლე იოსების ძე ყიფიანმა და გიორგი დურმიშხანის ძე ჟურულმა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის შემოდგომაზე ფასანაურში ქუნთრუშა, ყივანახველა და წითელა იყო გავრცელებული. ავადმყოფებს დუშეთის მაზრის ექიმი გიორგი ბროძელი მკურნალობდა.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს დ. ს. წერეთელი ქუთაისის გიბერნიის მარშალი იყო.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს რუსეთის იმპერატორმა ნიკოლოზ II-მ გვირგვინის კურთხევის დროს ერთგული სამსახურისთვის დიდი მადლობა გადაუხადა დ. ს. წერეთელს და კამერგერობა უბოძა.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896-97 სასწავლო წელს თამარ ჯორჯაძე იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სკოლის გამგე სოფელ თონეთში.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს პიატიგორსკში მცხოვრებმა ქართველებმა – ალ. კაპანაძემ, ანტონ ჯაფარიძემ, ელ. თოიძისამ, სვიმონ თუმანოვმა, რაფ. ბედიანიძემ, სვიმონ თევდორაშვილმა, ნესტორ კორძაიამ და პავლე იაშვილმა – იმერეთის ეპისკოპოსის, გაბრიელის სახელზე სტიპენდიის დასაარსებლად თითო მანეთი გაიღეს.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს პიატიგორსკში მცხოვრებმა ქართველებმა ზაქარია ყანდარელმა და ივ. ღოღობერიძემ იმერეთის ეპისკოპოსის, გაბრიელის სახელზე სტიპენდიის დასაარსებლად 3-3 მანეთი გაიღეს.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს გაზეთ „კვალის“ რედაქციამ კ. ვას. მასხულიასგან ორი მანეთი მიიღო დედათა სკოლის დასაარსებელი ფონდისთვის.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს გაზეთ „კვალის“ რედაქციამ მიხეილ ჩხარტიშვილისგან იმერეთის ეპისკოპოს გაბრიელის სახელზე სტიპენდიის დასაარსებლად პიატიგორსკში მცხოვრებ ქართველებისგან მიერ შეგროვებული 25 მანეთი მიიღო.

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წლის გაზაფხულზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმ საზოგადოებამ გამოსცა ცშოკეს მოთხრობა „ოქროს მოყვარულები“, რომელიც თარგმნა ელენე წერეთელმა.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ვარლამ ჭილაძეს ქუთაისში წიგნის მაღაზია ჰქონდა.

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წელს ავქსენტი ცაგარლის „დრამატული თხზულებანი“ გამოიცა.

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წელს კონსტანტინე თავართქილაძის ახალი წიგნი გამოიცა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს ქუთაისში გაზეთ „კვალის“ გამოწერა მსურველებს შეეძლოთ ვარლამ ჭილაძისა და ვასილ ბეჟანეიშვილის წიგნის მაღაზიებსა და მიტროფანე ლაღიძესთან ზელტერის წყლის ქარხანაში.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს გერ. კალანდაძე ბათუმის პავილიონში მუშაობდა.