საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88095

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს მიხეილ ნასიძე მოსწავლეებს მიხეილის ქუჩაზე ანდერსონის სახლის №149-ში ამზადებდა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს გედევან გედევანოვი ქართული დრამატული საზოგადოების დასის დადგმულ პიესაში „მე მინდა კნეინა გავხდე“ მინასას როლს ასრულებდა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს ნატო გაბუნია-ცაგარლისა ქართული დრამატული საზოგადოების დასის მიერ დადგმულ პიესაში „მე მინდა კნეინა გავხდე“ ბარბარე თულუხჩოვის როლს ასრულებდა.

1896

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1896 წელს კ. ა. კრაუზე მიხეილის ქუჩაზე №79-ში ცხოვრობდა.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს ზაქარია ჩხიკვაძე ხელმძღვანელობდა გუნდს, რომელიც ხალხურ სიმღერებს ასრულებდა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს ელისაბედ ჩერქეზიშვილი ქართული დრამატული საზოგადოების დასის მიერ დადგმულ პიესაში „დროებითი სიყვარული“ ნენილას როლს ასრულებდა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს ადამიძე ქართული დრამატული საზოგადოების დასის მიერ დადგმულ პიესაში „დროებითი სიყვარული“ პავლეს როლს ასრულებდა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს კოტე მარჯანიშვილი ქართული დრამატული საზოგადოების დასის მიერ დადგმულ პიესაში „დროებითი სიყვარული“ ნიკო ხიმიკაშვილის როლს ასრულებდა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში ქუთაისის თეატრში ქართული დრამატული საზოგადოების დასის მიერ დადგმულ პიესებში – „სამშობლო“, „ხათაბალა“ და „ჟან-ბოდრი“ – მონაწილეობდნენ ვასო აბაშიძე, კოტე ყიფიანი, კოტე მარჯანიშვილი, კოტე შათირიშვილი, სვიმონ სვიმონიძე, მელიტონ ბალანჩივაძე, თუთბერიძე, მიხეილ ჯანოევი, თამაზიშვილი და სხვ.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს ერევნის ინტელიგენციას ერევანში კავკასიის სამეურნეო საზოგადოების განყოფილების დაარსება სურდა. გუბერნატორმა ტიზენგაუზენმა კავკასიის სამეურნეო საზოგადოების თავმჯდომარეს ერევნის ინტელიგენციის თხოვნა გადასცა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს ზაქარია ჩხიკვაძის მიერ ნოტებზე ჩაწერილი სახალხო სიმღერების კრებული „სალამური“ დაიბეჭდა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს მიხეილ ნასიძე ალექსანდრეს საოსტატო ინსტიტუტში შესასვლელად მოსწავლეებს ამზადებდა. მათ დამთავრებული უნდა ჰქონოდათ სამოქალაქო სასწავლებელი.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს ა. ა. ივანენკო თბილისის ქალაქისთავის მოადგილე იყო.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს ნატო გაბუნია-ცაგარლისა ქართული დრამატული საზოგადოების დასის მიერ დადგმულ პიესაში „მე მინდა კნეინა გავხდე“ ბარბარე თულუხჩოვის როლს ასრულებდა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს ივანე კარბელი ქართული დრამატული საზოგადოების დასის მიერ დადგმულ პიესაში „მე მინდა კნეინა გავხდე“ ნათლია გრიგოლის როლს ასრულებდა.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წლის შემოდგომაზე თბილისის გამგეობას სურდა, უფროსი ინჟინრის თანამდებობაზე ტიგრან ენფიანჯიანცი დაენიშნა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს სათავადაზნაურო ბანკის ზედამხედველმა კომიტეტმა მხატვარ გიორგი გაბაშვილს მიუნხენელ მოქანდაკეებთან დიმიტრი ყიფიანის ძეგლის გაკეთების თაობაზე მოლაპარაკებების წარმოება დაავალა.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს შალიკაშვილი დუშეთის პოლიციის ბოქაული იყო.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს ვიქტორ გამყრელიძე ქართული დრამატული საზოგადოების დასის მიერ დადგმულ პიესაში „მე მინდა კნეინა გავხდე“ ბებერი თავადიშვილის როლს ასრულებდა, კოტე შათირიშვილი – ახალგაზრდა თავადიშვილისას.

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წელს მიხეილ საბინინის ნახატების კრებული – „საქართველოს დიდება“ გამოიცა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს გამყრელიძისა ქართული დრამატული საზოგადოების დასის მიერ დადგმულ პიესაში „დროებითი სიყვარული“ კატოს როლს ასრულებდა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს კანდელაკი ქართული დრამატული საზოგადოების დასის მიერ დადგმულ პიესაში „დროებითი სიყვარული“ ბებერი თავადიშვილის როლს ასრულებდა.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს ნ. ა. შავროვი კავკასიის ფუტკრის მომშენებელი სამმართველოს თავმჯდომარე იყო.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს პალმს თავისი გაზეთის, „ჩერნომორსკი ვესტნიკის“ ბათუმიდან ქუთაისში გადატანა სურდა, მაგრამ ქუთაისის გუბერნატორმა მისი თხოვნა არ დააკმაყოფილა.