რეგისტრირებული ფაქტები88095
სორტირება თარიღი მზარდობით
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წლის შემოდგომაზე განჯის სამოქალაქო სასწავლებლის პედაგოგი მელიტონ ჭიჭინაძე განჯის სახელოსნო სკოლის მასწავლებლად დაინიშნა.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წელს თბილისის საავადმყოფოს დირექტორი ალექსანდრე პავლეს ძე პავლოვსკი იყო.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს პავლე ვასილის ძე პაპოვმა გადაწყვიტა, ოძისის სამეურნეო სკოლისათვის მშენებლობის დასრულების შემდეგ თავისი ახალგორის მამული გადაეცა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს ვასილ რატიაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას XVII საუკუნის ქართული ასოებით ჩაწერილი იტალიურ-ოსმალური ლექსიკონი შესწირა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს სათავადაზნაურო ქარვასლის 24-ე მაღაზიაში ონისიმე დავითის ძე სალაყაია ევროპული სტილის ტანსაცმელს კერავდა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს ქვთიმე თაყაიშვილმა და მოსე ჯანაშვილმა გამოიკვლიეს XVII საუკუნის ქართული ასოებით ჩაწერილი იტალიურ-ოსმალური ლექსიკონი.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს ვიქტორ გამყრელიძე ქართული დრამატული საზოგადოების დასის მიერ დადგმულ პიესაში „ციმბირელი“ ციმბირელის როლს ასრულებდა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს ვასო აბაშიძე ქართული დრამატული საზოგადოების დასის მიერ დადგმულ პიესაში „ციმბირელი“ მაზუთიანის როლს ასრულებდა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს გედევან გედევანოვი ქართული დრამატული საზოგადოების დასის მიერ დადგმულ პიესაში „ციმბირელი“ პეტუას როლს ასრულებდა, კანდელაკი კი – ოსეფას როლს.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის შემოდგომაზე ფოთის მოურავმა, ნიკოლოზ ნიკოლაძემ კავკასიის საფილოქსერო კომიტეტს სამაგალითო ვენახის გაშენებაში დახმარება სთხოვა. კომიტეტმა ფოთში ნიადაგის შესწავლა და იქ ვენახის გაშენება აგრონომ სტაროსელსკის დაავალა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს ვასილ აბაშიძე ქართული დრამატული საზოგადოების დასის მიერ დადგმულ პიესაში „მშვენიერი ელენას მაძიებელნი“ ღომაძის როლს ასრულებდა, გედევან გედევანოვი კი – მახოხაძის როლს.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს ნახიჩევანის სასწავლებლის პედაგოგ გიორგი პარკაიძესა და არსენ მამულაიშვილს „ტიტულიარნი სოვეტნიკის“ წოდება მიენიჭათ.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს ნახიჩევანის სასწავლებლის პედაგოგ არსენ მამულაიშვილს ტიტულოვანი მრჩევლის წოდება მიენიჭა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს მოზდოკის სასწავლებლის პედაგოგ ბაქრაძესა და ბათუმის ოთხკლასიანი სასწავლებლის პედაგოგ ნიკო ჯაყელს „ნადვორნი სოვეტნიკის“ წოდება მიენიჭათ.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წელს დედათა პირველი გიმნაზიის დირექტორად კლასიკური გიმნაზიის ყოფილი ინსპექტორი ალექსანდრე შულგინი დაინიშნა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს ქართულმა დრამატულმა თეატრმა მომღერალთა გუნდი შექმნა, რომლის ხელმძღვანელად და ლოტბარად მუსიკოსი ანდრია ნიკოლოზის ძე ყარაშვილი მიიწვიეს. მას განათლება პეტერბურგისა და ვარშავის უნივერსიტეტებში ჰქონდა მიღებული.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს ი. ს. მამაჯანოვმა პურის გასალეწი მანქანა გამოიგონა და კავკასიის სამეურნეო საზოგადოების ქუთაისის განყოფილებას მანქანის შემოწმება სთხოვა.

