საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88095

1913

ტიპი: ორგანიზაცია

1913 წლის 27 აპრილს ივანე ანდღულაძის მიერ ხიდისთავში მოწვეულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განყოფილების წინასწარ კრებაზე დაადგინეს, რომ განყოფილებასთან ერთად სამკითხველოებიც უნდა დაეარსებინათ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 11 თებერვალს თევდორე კიკვაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს გიორგი ზდანოვიჩის ნაანდერძევი ტყვარჩელის მადნების საკითხი. გაირკვა, რომ ზდანოვიჩს ჰყავდა მოწილეები, რომლებიც ითხოვდნენ 40%-ს. გამგეობის წევრებმა გამოთქვეს მოსაზრება მოწილეებსთვის ტყვარჩელის მადნებიდან 20-30%-ის დათმობის შესახებ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 13 თებერვალს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გადაწყვიტეს, ვერის ბიბლიოთეკა გადაეცათ ვერაზე არსებული გამრთობი საზოგადოებისთვის იმ პირობით, რომ ბიბლიოთეკას იმავე უბანში დატოვებდნენ. საზოგადოების დახურვის შემთხვევაში კი ბიბლიოთეკა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისთვის უნდა დაებრუნებინათ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 11 თებერვალს ვარლამ ბურჯანაძე, შიო დედაბრიშვილი, მეთოდე კაკაბაძე, კირილე ნინიძე, სეით იაშვილი, იოსებ გიორგობიანი, იპოლიტე ვართაგავა და ილია ფირცხალაიშვილი თევდორე კიკვაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 13 თებერვალს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე უნდა განეხილათ მომსახურეების თხოვნა 1-ლი იანვრიდან ჯამაგირების მომატების შესახებ. გამგეობამ საქმის განხილვა ერთი კვირით გადადო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 7 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ განათლების მინისტრის მოადგილის განკარგულებით დააკმაყოფილეს საზოგადოების შუამდგომლობა ყოფილი წმინდა ნინოს სასწავლებლიდან ოლღა ჭავჭავაძისთვის საჭირო ნივთების დათმობის შესახებ. გამგეობამ ნივთების მიღება და ქვრივისთვის გადაცემა ნინო ნაკაშიძეს დაავალა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 13 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს კოტე გვარამაძის თხოვნა წიგნების ნისიად მიღების შესახებ. გამგეობამ გადაწყვიტა, მისთვის 2 000 მანეთის წიგნები ნისიად გაეგზავნა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 13 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს მაღაზიის გამგის თანაშემწის, ივანე ავალიშვილის თხოვნა კორექტორის თანამდებობის დაკავების შესახებ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 23 ივნისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ილია აგლაძემ განაცხადა, რომ მაღაზიისა და საწყობის მოგების აღრიცხვისთვის ანგარიშში ცალკე განყოფელება შეეტანათ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 24 ივნისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე ახალი წესდება დაამტკიცეს. მე-18 მუხლის თანახმად, რწმუნებულთა კრება უნდა გადაედოთ, თუ მას წევრთა ერთი მესამედი არ დაესწრებოდა. განმეორებითი კრება არასრული დასწრების მიუხედავად გამართულად ჩაითვლებოდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 7 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ვარლამ ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ საზოგადოების მაღაზიაში წიგნებისა და სხვა ნივთების შეკვეთებს დროულად ვერ ასრულებდნენ და გამყიდველი ჩეკებს არ ამოწმებდა.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის აგვისტოში სახელმწიფო გამომცემლობის გამგე ზუმბაძემ გაზეთ „На рубеже востока“-ის რედაქციას მცდარი ინფორმაცია მიაწოდა, რომ იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ სკოლებში აღარ ისწავლებოდა. ეს ცნობა გაზეთის N51-ში დაიბეჭდა. იმავე გაზეთის N53-ში კი გამოქვეყნდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სტატია, რომელიც ზუმბაძის ცნობას უარყოფდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 31 იანვარს თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გიორგი ფელიქსის ძე ზდანოვიჩის ანდერძი მიიღეს.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 21 ოქტომბერს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე დაადგინეს, იუბილარ არტურ ლაისტისთვის 5 მილიონი მანეთი გადაეცათ.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 21 ოქტომბერს იასონ ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ ნინო ნაკაშიძე და ივანე ელიაშვილი.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 5 ოქტომბერს იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე პოლიტიკური განათლების მთავარმა მმართველობამ გამგეობას სოფლების ბიბლიოთეკა-სამკითხველოებისთვის ფასდაკლებით წიგნები სთხოვა. გამგეობამ დაადგინა, მიეცა მისთვის წიგნები 10%-იანი ფასდაკლებით.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 21 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ბაქოს სკოლისა და თეატრის მდგომარეობის გამორკვევის საკითხი დასვეს. გამგეობამ ამ საკითხის თაობაზე განათლების კომისარიატთან შუამდგომლობა ივანე ელიაშვილსა და იასონ ლორთქიფანიძეს დაავალა.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 21 ოქტომბერს გამართული ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის დადგენილებით არტურ ლაისტს საზოგადოების სახელით იუბილეს ივანე ელიაშვილი მიულოცავდა.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 20 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ვარლამ ბურჯანაძემ გამგეობას იაკობ გოგებაშვილის „Русское слово-ს“ I და II ნაწილის დაბეჭდვის შესახებ განათლების კომისარიატის წინადადება გააცნო. გამგეობამ განათლების კომისარიატის წინადადება მიიღო.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 5 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ბათუმის ვაჟთა გიმნაზიის VIII კლასის მოსწავლე სულეიმან კაიკაციშვილმა გამგეობას მთელი წლისთვის ერთდროული დახმარება 8 მილიონი მანეთი სთხოვა. გამგეობამ დაადგინა, მისთვის სახელმწიფო ბანკით ყოველთვიურად მილიონი მანეთი გაეგზავნა.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 27 აპრილს ივანე ანდღულაძის მიერ ხიდისთავში მოწვეულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განყოფილების წინასწარ კრებაზე საზოგადოების წესდება განიხილეს და განყოფილებათა ინსტრუქციას გაეცნენ.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 5 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მურად ჰუსეინის ძე გუნთაიშვილმა გამგეობას უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გასაგრძელებლად დახმარება სთხოვა. გამგეობამ გადაწყვიტა, გუნთაიშვილს 1-ელი ოქტომბრიდან სამი თვის მანძილზე თვეში 2 მილიონი მანეთით დახმარებოდა, სამი თვის შემდეგ კი, ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, გადაწყვეტდა დახმარების გაგრძელების საკითხს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 23 ივნისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე სილიბისტრო თავართქილაძემ განაცხადა, რომ საზოგადოების ვაჭრობის საქმე სხვა საკითხებისგან დამოუკიდებლად უნდა ეწარმოებინათ. მისი აზრი თევდორე კიკვაძემ გაიზიარა.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 5 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ნესტორ გელოვანმა გამგეობას რვეულების ყდებისთვის წარწერიანი ქაღალდი სთხოვა, სანაცვლოდ გამგეობას ცალხაზიანი რვეულები შესთავაზა, თითო 3 000 მანეთად. გამგეობამ გელოვანის წინადადება მიიღო და ამ საქმის მოგვარება გრიგოლ ბურჭულაძესა და ვასილ ედილაშვილს მიანდო.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 26 ოქტომბერს იასონ ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ ნინო ნაკაშიძე, ივანე ელიაშვილი და საპატიო თავმჯდომარე დავით კარიჭაშვილი.