საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88095

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის შემოდგომაზე ნაძალადევში, გრიგოლ ჩარკვიანის სახლში, მოყვარული მსახიობები წარმოდგენებს მართავდნენ. წარმოდგენებზე დასასწრები ბილეთები იაფი ღირდა და მაყურებელი ბევრი ჰყავდა.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს ივანე შაიშმელოვმა სიღნაღის სამაზრო პოლიციაში დაიწყო მუშაობა.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს პროფესორმა ოსტროუმოვმა სოხუმში იყიდა მიწა, სადაც ტუბერკულოზით დაავადებულთათვის სანატორიუმი უნდა აეშენებინა.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 ბარბარე ბარათაშვილისა ქართველთა საქველმოქმედო საზოგადოების დამფუძნებლებმა რწმუნებულად აირჩიეს.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის შემოდგომაზე საფილოქსერო კომიტეტის განკარგულებით მევენახეთა შორის გასავრცელებლად დაიბეჭდა აგრონომ ივანე ანდრონიკაშვილის მიერ შედგენილი რჩევები (ქართულად და რუსულად) ვაზის ობისა და ნაცრის მკურნალობის შესახებ.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს სტეფანოვი სანიტარული და სამედიცინო ინსპექტორი იყო.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ზინოვი შუვალოვს კავკავში სტამბა ჰქონდა.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ტაგიევმა ბაქოს მაზრაში მეურნეობისა და ბაღოსნობის სკოლა გახსნა.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს ევტიხი მამინაიშვილი აფხაზეთის, სვანეთის, ჯავახეთისა და აჭარის სკოლებისა და ეკლესიების ზედამხედველად დაინიშნა.

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წელს იოსებ ცხვედაძემ სერვანტესის „დონ კიხოტის“ საბავშვო ვერსია რუსულიდან ქართულად თარგმნა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს სანიტარულმა და სამედიცინო ინსპექტორმა გ. ნ. სტეფანოვმა ქალაქის გამგეობას სექტემბრის ანგარიში წარუდგინა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის შემოდგომაზე ქუთაისის საზოგადოება პავლე ალექსანდრეს ძე თუმანიშვილის თავმჯდომარეობით პეტერბურგში დეპუტაციის გაგზავნას გეგმავდა. დეპუტაციას უნდა გაემართა მოლაპარაკება, რომ რკინიგზას კავკასიის ქედიდან რაჭასა და ქუთაისშიც გაევლო.

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წელს ჟურნალ „Русская мысль“-ის ოქტომბრის ნომერში დაიბეჭდა ვასილი ველიჩკოს ნათარგმნი ილია ჭავჭავაძის „აჩრდილის“ სამი თავი და ორი ლექსი, მათგან ერთი იყო„იანიჩარი“.

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წელს ჟურნალ „მოამბის“ №10-ში დაიბეჭდა შიო არაგვისპირელის ეტიუდი „მხრები ავიჩეჩე!“, შიო მღვიმელის „მუხა“, ივანე მაჭავარიანის ნათარგმნი „გლეხკაცის ისტორია“, ივანე ბუქურაულის შეკრებილი „ხევსურული სიმღერები“, ილიას „განდეგილი“, კიტა აბაშიძის „კრიტიკული ეტიუდი“, თედო სახოკიას „პროვინციის ცხოვრება“ და ა. შ.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის შემოდგომაზე სომეხთა კათალიკოსი მკრტიჩ I ბაქოსა და თბილისში ვიზიტს გეგმავდა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს მ. ლ. სეგალს ქუთაისში შრომისმოყვარეობის სახლისა და ქსენონის დაარსების იდეა ჰქონდა. ასეთ სახლებში მათხოვრებს ქუჩაში მოწყალების თხოვნის ნაცვლად სხვადასხვა ხელობას შეასწავლიდნენ და სასარგებლო საქმით დააკავებდნენ.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის შემოდგომაზე ექიმი ტიტე სვიმონის ძე ქიქოძე ქვემო ქიზიყის დეპოს დარბაზში მამასახლისებსა და მოქალაქეებს შეხვდა ქიზიყში სამკურნალო „პრიომნი პაკოის“ დაარსების საკითხის განსახილველად.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს ბოგოროდსკი პროკურორი იყო.

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წლის შემოდგომაზე კონსტანტინე თავართქილაძის ბათუმის სტამბაში ა. ნიკიტინის მიერ თარგმნილი ფრანსუა კოპპეს „შენდობა“ დაიბეჭდა.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს ალექსანდრე იულის ძე ფონ დერ ბრიუგენი ქუთაისის ვიცე-გუბერნატორი იყო.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს ნ. ერისთავი ქვემო მაჩხაანის ბოქაული იყო.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს ნიკოლოზ ნაცვლიშვილმა სინოდის კანტორის კანცელარიაში დაიწყო მუშაობა.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ტერ-სარქისოვს თბილისში, „სასახლის ნომრების“ ეზოში, სავაჭრო დუქანი ჰქონდა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს დიაკვანმა გიორგი მერაბის ძე გეგეჭკორმა მარტვილის უფასო ბიბლიოთეკა-სამკითხველოსთვის ფული და წიგნები შეაგროვა.