საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები80982

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 25 ოქტომბერს ანტონ მოსესიანცმა პოლიციაში განაცხადა, რომ მისი დუქნიდან ერთ-ერთმა კლიენტმა ქურქი მოიპარა. პოლიციელმა ლოგვინოვმა შეიპყრო ქურდი, რომელმაც დანაშაული აღიარა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 25 ოქტომბერს ალექსანდრე პლეშკოვის 3 წლის ქალიშვილი ხუნაგის დიაგნოზით საავადმყოფოში დააწვინეს და სახლს დეზინფექცია ჩაუტარეს.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 26 ოქტომბრის გაზეთი „ცნობის ფურცელი“ წერს, რომ 1897 წელს გზათა სამინისტროს ინჟინრის, კუდნიცკის პროექტით თბილისი-კავკავის სარკინიგზო გზის შესასწავლად 150 000 მანეთი უნდა გამოეყო.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 28 ოქტომბერს თბილისის საბჭოს სხდომაზე უნდა განეხილათ არშაკ თულაევის თხოვნა, არ გადაეხდევინებინათ დაფასების ხარჯის დარჩენილი ნაწილი.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 27 ოქტომბერს თბილისის სასამართლო პალატაში უნდა განეხილათ თბილისის ოლქის სასამართლოს დადგენილება ილია ხერხეულიძის საქმეზე. თბილისის ოლქის სასამართლომ ხერხეულიძეს ნინი ციციშვილის კუთვნილი მამული არ დაუმტკიცა.

1896

ტიპი: განათლება

1896 წლის 26 ოქტომბერს ქალაქის თვითმმართველობამ ქალთა პირველი გიმნაზიის პირველი კლასის მოსწავლეს, მანდენოვისას სტიპენდია დაუნიშნა.

1896

ტიპი: გარდაცვალება

1896 წლის 26 ოქტომბერს ორხევში ზაქარია ილურიძემ გიორგი სულხანიშვილი მოკლა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 27 ოქტომბერს თბილისის სასამართლო პალატაში ალექსი და იასე ჩანკოტაძეებისა და თომა ფარცვანიას საქმეზე ქუთაისის ოლქის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა განეხილათ.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 27 ოქტომბერს თბილისის სასამართლო პალატაში კესარია წულუკიძისა და ბასილ ცივცივაძის საქმე უნდა განეხილათ.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 27 ოქტომბერს თბილისის სასამართლო პალატაში ოქროპირ ჭელიძისა და ლევან გოცირიძის საქმეზე ქუთაისის ოლქის სასამართლოს გააწყვეტილება უნდა განეხილათ.

1896

ტიპი: ნასამართლეობა

1896 წლის 27 ოქტომბერს ნიკო ქადაგიშვილს მეუღლის მკვლელობისთვის სასამართლომ 2 წლითა და 4 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 27 ოქტომბერს ძეგამის სადგურის მეისრე კაჩარ არტინოვი სადგურიდან ერთ კილომეტრში თავგატეხილი იპოვეს. ადგილობრივმა ექიმმა, ბენკლევსკიმ პაციენტი თბილისის რკინიგზის საავადმყოფოში გაგზავნა.

1896

ტიპი: გარდაცვალება

1896 წლის 27 ოქტომბერს ყვირილაში 50 წლის ფერშალმა გიორგი რუხვაძემ თავი მოიკლა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 27 ოქტომბერს თბილისის ვიცე-გუბერნატორი კ. კ. სტეფანოვიჩი ბათუმში გაემგზავრა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 27 ოქტომბერს გენერლის მეუღლეს, ასტაფიევისას ქვაბი მოჰპარეს. პოლიციამ დამნაშავე დააკავა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 28 ოქტომბერს წყნეთელმა ბარბარე არჩვაძისამ პოლიციაში განაცხადა, რომ 15 ოქტომბერს მისი 16 წლის შვილი ვასილ არჩვაძე დაიკარგა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 28 ოქტომბერს აზნაური კურცხალია შორაპნის სადგურში ბათუმიდან მიმავალ მატარებელში ასვლის დროს მსუბუქად დაშავდა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 28 ოქტომბერს ვაჭარი ალექსანდრე ნიკოლოზის ძე ჩუბინიძე მეგობართან ერთად ბათუმიდან თბილისში სავაჭროდ ჩავიდა და იოსებ სერგოს ძე მაჭავარიანის სასტუმროში გაჩერდა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 28 ოქტომბერს თბილისის მკვიდრმა გეურქ თათულოვმა პოლიციაში განაცხადა, რომ 26 ოქტომბერს აივნიდან 100-მანეთიანი პალტო მოჰპარეს.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 28 ოქტომბერს არსენალის ქუჩაზე ასტრახანელმა გლეხმა ივანე შჩენიკოვმა ეჭვიანობის ნიადაგზე მეუღლეს 3-ჯერ ესროლა. შჩენიკოვი პოლიციამ დააკავა, მისი მეუღლე კი მიხეილის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წლის 28 ოქტომბერს სტეფანე არტემის ძე ტერ-ავაქოვი სიღნაღის მოურავად დაინიშნა.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წლის 28 ოქტომბერს ვართან ივანეს ძე ენიკოლოფოვი სიღნაღის მოურავის მოადგილედ დაინიშნა. 

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 28 ოქტომბერს ტიგრან ავეტისოვმა პოლიციის განყოფილებაში მიიყვანა კარაპეტ მნაცაკანოვი, რომელსაც ავეტისოვისთვის ჯიბიდან საათი და სხვა ნივთები ამოუცლია. ქურდს მოპარული ნივთები ჯიბეში უპოვეს.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 28 ოქტომბერს ილიკო მათეშვილი და მისი მწყემსი გიო ბაიდოშვილი სიღნაღის მაზრაში თავს დაესხნენ ლეჩხუმელ სტუმარს და 49 მანეთი მოჰპარეს.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 29 ოქტომბერს სოფიო პეტრეს ასულმა სტასენკოსამ პოლიციაში განაცხადა, რომ ტრამვაის ვაგონში ჯიბიდან 10 მანეთი ამოაცალეს.