რეგისტრირებული ფაქტები88095
სორტირება თარიღი მზარდობით
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წელს ხ. მ. მალინოვსკი და ნ. ვ. სტრუვე თბილისის სასამართლო პალატის წევრები იყვნენ, ლ. ლ. ფატეევი თავმჯდომარე იყო, ა. ა. მაქსიმოვიჩი – მდივანი.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის შემოდგომაზე მიხაილ ხილკოვს ამერიკიდან პეტერბურგში რკინიგზის ინსპექტორი ჩამოჰყვა. მას პეტერბურგში ამერიკის რკინიგზის მსგავსი რკინიგზა უნდა გაეყვანა.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წელს მინას ბერბერიანი სომხური პოლიტიკურ-ლიტერატურული გაზეთის „Норъ-Даръ“-ის რედაქტორი იყო.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წელს სპანდარ სპანდარიანი სომხური პოლიტიკურ-ლიტერატურული გაზეთის „Норъ-Даръ“-ის გამომცემელი იყო.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს ვალერიან გუნიას, გარსევან რატიანსა და ანდრია ღულაძეს ბარბარე ჯორჯაძისა და იოსებ დავითაშვილის საფლავებზე დასადგმელი ძეგლების დამზადება-დადგმისათვის საჭირო ყველა პროცესისთვის უნდა ეხელმძღვანელათ.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წელს ა. ა. ივანენკო და ქ. ვერმიშევი თბილისის გამგეობის წევრები იყვნენ და თანამდებობებზე მომდევნო წელსაც რჩებოდნენ.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს ივანე მიხეილის ძე გომელაურმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ხელნაწერი წიგნი „ისტორია ალექსანდრე მაკედონელისა“ შესწირა, გრიგოლ კვალიაშვილმა – ხელნაწერი „წამება და მოქმედება წმ. გიორგისა“, ად. ფალავანდიშვილმა – ანტონ კათალიკოსის ხელნაწერი გრამატიკა.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წელს მოსე ოქროპირის ძე ურუშაძე ოზურგეთსა და ბათუმში ქართველთა სააღებმიცემო ორგანიზაცია „შუამავლის“ აგენტი იყო.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს ერმალო ჯაფარიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ხელნაწერი გრამატიკა შესწირა, ელისაბედ გრიგოლის ასულ საგინაშვილისამ – ძველი სიგელი, ილია მირიანის ძე ჭყონიამ – 2 ძველი სიგელი.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წელს კონსტანტინე ივანეს ძე ღლონტი ყვირილასა და ქუთაისში სააღებმიცემო ორგანიზაცია „შუამავლის“ აგენტი იყო.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს ივანე ნიკოლოზის ძე მაჭავარიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას შესწირა მე-17 საუკუნის წიგნი კავკასიის შესახებ ატლასითურთ, კობალაძემ – თავისი მოგროვებული 12, 30 მანეთი, ხოლო ხაშმის სცენის მოყვარულებმა – 10 მანეთი.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს პეტრე გრიგოლის ძე მირიანაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას 2 ცალი ძველი სპილენძის მონეტა შესწირა, სპ. მთვარელიშვილმა – 3 ძველი სპილენძის მონეტა, სეით გაბრიელის ძე გამრეკელმა – ძველი ქართული მონეტა და ერთიც ძველი ქინძისთავი.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს სოლომონ კიპრიზოვმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას 44 ქართული და რამდენიმე ძველი სპილენძის მონეტა შესწირა, ალექსანდრე მოლოდინოვმა – 134 ძველი სპილენძის მონეტა, ად. თულაშვილმა – ქართული ორაბაზიანი.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს ქუთაისის სამაზრო მმართველობის თანამშრომელ გეგენავას, ლეჩხუმის მაზრის პოლიციის ბოქაულ ღოღობერიძესა და ოზურგეთის პოლიციის ბოქაულ კვიტაშვილს კოლეგიის ასესორის წოდება მიენიჭათ.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს ქუთაისის საგუბერნო მმართველობის მოხელე ჯანელიძესა და განჯის პოლიციის განყოფილების თანამშრომელ ქიქოძეს გუბერნიის მდივნის წოდება მიენიჭათ.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს ქუთაისის საგუბერნიო მმართველობის მოხელე გრიგორაშვილსა და რაჭის სამაზრო მმართველობის მდივან მ. ი. ავალიანს კოლეგიის მდივნის წოდება მიენიჭათ.

