რეგისტრირებული ფაქტები88095
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1912
ტიპი: ღონისძიება
1913 წლის 2 მარტს დაბა ზუგდიდში ჩატარდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრება. გამგეობის ხაზინადარმა ანდრია პატარაიამ მოახსენა დამსწრეთ იმ წლის შემოსავალ-გასავლის ანგარიში, რომელიც დამტკიცებულ იქნა კრების მიერ.
1912
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1912 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის მდივან გრიგოლ იესეს ძე ბურჭულაძეს აქვსენტი მიხეილის ძე ფაღავამ ამცნო, რომ ის მას როგორც კარგ ნაცნობს ისე სწერდა და დარიგებას სთხოვდა მას საზოგადოების ზუდიდის განყოფილების მოღვაწეობასთან დაკავშირებით.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წლის 2 მარტს დაბა ზუგდიდში ჩატარებულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრებაზე აირჩიეს სარევიზიო კომისიის წევრები: კლიმენტი ლორთქიფანიძე, ფარნაოზ ფიჩხაია და სპირიდონ ნიჟარაძე.
1913
ტიპი: ორგანიზაცია
1913 წლის 2 მარტს დაბა ზუგდიდში ჩატარებულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრებაზე აირჩიეს განყოფილების ახალი წევრები: ნიკო საბას ძე ბუკია, ესმა ფაღავა, ნინა სიმონის ასული მუჯირი, გრიგოლ უშანგის ძე დადიანი და პავლე ნიჟარაძე.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წლის 9 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ზუგდიდის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი მიხეილის ძე ფაღავამ გაუგზავნა 2 მარტის საზოგადო კრებისა და 8 მარტს ჩატარებული გამგეობის კრების ოქმების ასლები.
1913
ტიპი: ორგანიზაცია
1913 წლის 2 მარტს დაბა ზუგდიდში გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრებაზე აირჩიეს განყოფილების ახალი წევრები იუსტინა კობახიძისა, ივანე იულონის ძე ოსიძე და აპოლინარია იოსების ასული მაკალათია.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 21 თებერვალს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების საბჭომ მუზეუმის თანამშრომლებს ხელფასი 500 მანეთამდე გაუზარდა და რადგან საზიარო მსახურები ჰყავდათ, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებასაც სთხოვა 1-ლი თებერვლიდან მათთვის ხელფასის მომატება.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 21 თებერვალს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ ხელფასებზე თვიურად 46 000 მანეთი იხარჯებოდა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 6 ივნისს მღვდელ ეპიფანე სილიბისტროს ძე ჩხაიძის თავმჯდომარეობით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ლანჩხუთის განყოფილების დამაარსებელი წინასწარი კრება გაიმართა. კრებას 30 კაცი დაესწრო.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 24 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ლანჩხუთის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარემ ეპიფანე სილიბისტროს ძე ჩხაიძემ მთავარგამგეობას ქართული წიგნების შესაძენად სესხის 400 მანეთიდან 1000 მანეთამდე გაზრდა სთხოვა.
1916
ტიპი: ავტორობა
1916 წლის 27 ოქტომბერს ლანჩხუთში მყოფი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის წევრი ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოვცაძემ მისწერა, რომ განყოფილება იღებდა ისეთ გამოცემებს, როგორიც იყო: „სახალხო ფურცელი“, „ნაკადული“, „მეგობარი“, „აზრი“, „თეატრი და ცხოვრება“, „ზაკავკაზსკიე რეჩი“, „ოგონიოკი“ და „დენ“.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის წევრმა ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძემ მისწერა, რომ საზოგადოების ლანჩხუთის განყოფილებას დაბა ლანჩხუთში ჰქონდა წიგნის მაღაზია, სადაც ქართულ-რუსული სახელმძღვანელოები იყიდებოდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 21 თებერვალს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე უნდა განეხილათ მოსამსახურეებისთვის ჯამაგირის მომატების საკითხი. განხილვა გადაიდო.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის ნოემბერში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების პრეზიდიუმის თანხმობით პროფესორ პეტრე მელიქიშვილს საჩუქრად გადასცეს 300 000 მანეთის ღირებულების ალექსანდრე ყაზბეგის თხზულებათა სრული კრებული.
1900
ტიპი: თანამდებობა
1900 წლის ნოემბერში წინარეხის სკოლაში ანტონ თოიძის მაგივრად მასწავლებლად ივანე გიუნაშვილი დაინიშნა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 21 თებერვალს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს იტალიელი ვაჭრის წინადადება საკითხავი წიგნების ნაღდი ფულით შეძენის შესახებ. მისი ჩამოტანილი წიგნებიდან თითოს შეძენა საზოგადოებას 20 000 მანეთამდე დაუჯდებოდა. გამგეობა არ დათანხმდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 21 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს გიორგი ჯავახიშვილის თხოვნა თავისი შედგენილი წიგნის რედაქტორად დანიშვნისა და ჰონორარიდან 15 000 მანეთის წინასწარ მიცემის შესახებ. გამგეობამ მისი სურვილი დააკმაყოფილა.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 16 ნოემბერს იასონ ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ობჩის ბიბლიოთეკა-სამკითხველომ გამგეობას საზოგადოების გამოცემული წიგნები სთხოვა. გამგეობამ თხოვნა დააკმაყოფილა.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 16 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ვარლამ ბურჯანაძემ ბანკისგან გამოსყიდული 4/6 ზომა ქაღალდით 5 000 „დედა ენის“ I ნაწილის გამოცემის საკითხი დასვა. გამგეობამ ბურჯანაძის წინადადება მიიღო.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 16 ნოემბერს იასონ ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ბათუმის გაზეთების გაერთიანებულმა გამომცემლობამ გამგეობას საზოგადოების გამოცემულ ქართულ წიგნებზე ფასდაკლება სთხოვა. მათ სურდათ, ეს წიგნები აჭარაში გაევრცელებინათ. გამგეობამ უარი უთხრა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 21 თებერვალს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ხონის განყოფილების გამგეობის თხოვნა ანგარიშების წარსადგენად ბლანკების დაჩქარებით გადაგზავნის შესახებ.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 16 ნოემბერს იასონ ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ ნინო ნაკაშიძე, ვარლამ ბურჯანაძე და ივანე ელიაშვილი.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 2 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ვარლამ ბურჯანაძემ კანცელარიის ბინის შეკეთების საკითხი დასვა. გამგეობამ დაადგინა, ბინის შესაკეთებლად 2 მილიონი მანეთი გადაედო.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 2 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ვარლამ ბურჯანაძემ წიგნის მაღაზიაში ჩეკების სისტემის აღდგენის შესახებ მოხსენება წაიკითხა. გამგეობამ დაადგინა, დროებით დარჩენილიყო არსებული წესი – ყველა გაყიდული წიგნი ცალკე დავთარში ჩაეწერათ.

