საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები80985

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 7 დეკემბერს იასონ ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ქართველ მოღვაწეთა პანთეონის მართვა-გამგებლობის საქმის მომწესრიგებელი კომისიის შედგენილი ინსტრუქცია. ინსტრუქციის მიხედვით, ქართველ მოღვაწეთა სავანის საქმეები სპეციალურად არჩეულ კომიტეტს უნდა ემართა. გამგეობამ კომიტეტის წევრობის კანდიდატებად მოიწვია სახელმწიფო უნივერსიტეტის, საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების, ექიმთა საზოგადოების, ხელოვანთა ცენტრის და სხვ. წარმომადგენლები, სულ 12 კაცი.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 29 ნოემბერს ვარლამ ბურჯანაძემ და ნინო ნაკაშიძემ ინჟინერ ერმოლენკოს კანტორიდან ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით 65 ფუთი ქაღალდი 2 თვით წამოიღეს. საზოგადოებას ვალი 15 იანვრამდე უნდა დაეფარა.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 7 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ვარლამ ბურჯანაძემ გამგეობას შესთავაზა, 20%-იანი ფასდაკლება გაეკეთებინათ მყიდველისთვის, რომელიც მინიმუმ 10 სახელმძღვანელოს ან საზოგადოების გამოცემულ 5 წიგნს ნაღდი ფულით შეიძენდა. გამგეობამ მდივნის წინადადება მიიღო.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 1-ლი სექტემბრიდან ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა სენაკის განყოფილების წიგნის მაღაზიას 20 000-მანეთიანი კრედიტი გაუხსნეს. ფაქტი ხელმოწერით გამგეობის თავმჯდომარე ოლღა ხოფერიამ დაადასტურა.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 7 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ დაადგინა, რომ 11 დეკემბერს იაკობ ნიკოლაძის 25 წლის შემოქმედების აღსანიშნავად დაგეგმილ იუბილეზე მათი წარმომადგენელი იქნებოდა შალვა გოგებაშვილი, რომელიც ნიკოლაძეს საზოგადოების სახელით 5 მილიონ მანეთს გადასცემდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 8 მარტს გიორგი გამზარდიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს მისწერა, რომ სენაკის გამგეობის წევრები ცდილობდნენ,  სამეგრელოს სკოლების მოსწავლეებისთვის წიგნის მაღაზიიდან წიგნები და საკანცელარიო ნივთები დაბალ ფასში მიეცათ.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 7 დეკემბერს იასონ ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ დაადგინა, ცალი „დედა ენის“ I ნაწილი 45 000 მანეთად გაეყიდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 21 მაისს ოლღა ხოფერიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის წევრებს სენაკის განყოფილების 1919 წლის მოქმედებათა ანგარიში, ხარჯთაღრიცხვა, ქონების აღწერა, წევრთა სია და უფასო ბიბლიოთეკა-სამკითხველოს წლიური ანგარიში წარუდგინა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 28 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გადაწყვიტეს, რომ 1-ლი თებერვლიდან თავმჯდომარისთვის თვიურად 8 000 მანეთი დაენიშნათ, მდივნისთვის – 7 000, გამომცემლობის ხელმძღვანელისთვის – 4 500, მუდმივი კორექტორისთვის – 5 400, გადამწერისთვის კი – 3 500 მან. ოქმს ხელი მოაწერა დავით კარიჭაშვილმა.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წელს კონსტანტინე იოსების ძე ძნელაძე, ელიზბარ ვასილის ძე კარბელაშვილი, იოსებ სავლეს ძე ძნელაძე, პეტრე ალექსანდრეს ძე კაპანაძე და დავით გრიგოლის ძე ჯუღელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხაშურის განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წელს ნიკიფორე ბესარიონის ძე იმნაიშვილი, ტრიფონ იასონის ძე ჯაფარიძე, ნიკო ივანეს ძე სიხარულიძე, იოსებ ფილიპეს ძე ყაჭეიშილი და ნანა ალექსის ასული ყაჭეიშვილისა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხაშურის განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 8 მარტს გიორგი ვასილის ძე გამზარდიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს მისწერა, რომ სენაკის განყოფილებაში მუშაობა არ შეწყვეტილა – განაგრძობდნენ წევრების მიღებასა და მათ დაქვემდებარებაში მყოფ დაწესებულებათა კონტროლს.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წელს ნესტორ ანდრიას ძე ნარსია, ნოე დავითის ძე კლდიაშვილი, სვიმონ პავლეს ძე დევდარიანი, იაკინთე შავარდენის ძე ცეცხლაძე და იაგორ გრიგოლის ძე სულაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხაშურის განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წელს სიმონ ნიკიფორეს ძე პაპუნაშვილი, ვიქტორ დიმიტრის ძე სახუაძე, რაჟდნ დავითის ძე ლოლაძე, გრიგოლ ყარამანის ძე ძნელაძე და მიხეილ ალექსანდრეს ძე დაბრუნდაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხაშურის განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წელს ვლადიმერ როსტომის ძე ჩიქოვანი, გასპარ ივანეს ძე გრძელოვი, ვიქტორ ვასილის ძე კუკულაძე, ირაკლი ასლანის ძე ებრალიძე და ნიკიფორე არსენის ძე ღონღაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხაშურის განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წელს ივანე გიორგის ძე ტატიშვილი, ალექსანდრე პავლეს ძე აღაჯანაშვილი, ალექსანდრე ნესტორის ძე კორძაია და ალექანდრე ბესარიონის ძე მდივანი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხაშურის განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წელს ნატალია ლუკას ასული ჩიქოვანისა, ვასილ ყარამანის ძე გელაშვილი და ალექსანდრე ალექსანდრეს ძე ქუთათელაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხაშურის განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 15 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწარმოებელმა, ნიკოლოზ მთავრიშვილმა გენერალ-ლეიტენანტ კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე მამაცაშვილს სთხოვა, რუისის სკოლის ბიბლიოთეკისთვის გაეგზავნა შემდეგი წიგნები: რაფიელ ერისთავის თხზულებები, „ბატონიშვილის ირაკლის პირველი დრო“, „სურამის ციხე“, ვახტანგ ორბელიანის ლექსები, „არსენას ლექსი“, „ალექსანდრე ორბელიანის ნაწერი“, „ბანჯგვლიანი ფუტკარი“, „დედა და შვილი“, „განკიცხული“, „რობინზონ კრუზო“, მოჩხუბარიძის (ალექსანდრე ყაზბეგი) თხზულებანი, „წითელი ფარანი“, ახალი აღთქმა მხედრულად, ასევე ხატები.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 21 ნოემბერს კორცხელის სასოფლო სასწავლებლის პედაგოგმა სამსონ თოლარაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობა, რომ წერილთან (N18) ერთად სკოლის ბიბლიოთეკისთვის მიიღო თითო ცალი ახალი აღთქმა, „დავითნი“, დიდებულიძის „საღმრთო ისტორია“, „ვეფხისტყაოსანი“, „ბანჯგვლიანი ფუტკარი“ და 2-2 ცალი ნ. ბარათაშვილის ლექსები, ი. გოგებაშვილის „დარიგება“, „არითმეტიკული გამოცანები“ და მ. ყიფიანის „არითმეტიკა“.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის პირველ სექტემბერს მარტყოფის სასწავლებლის მასწავლებელმა, ვლადიმერ ჯავახიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისგან მიიღო შემდეგი წიგნები: პლატონ იოსელიანის „ქართული ღრამატიკა“, პ. უმიკაშვილის გამოცემული „არსენას ლექსი“, რჩეულოვის „ანუკა ბატონიშვილი“, ილია ჭავჭავაძის „რამდენიმე ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდამ“, სტეფენსონის „რკინის გზის შემომღები“, „ბანჯგვლიანი ფუტკარი“, ლექსი „სტვირი“, კერესელიძის ლექსები და ილია ჭავჭავაძის „დიმიტრი თავდადებული“.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ 1915 წლის 4 აპრილს მიიღო გადაწყვეტილება, იაკობ გოგებაშვილის ნაანდერძევის (17 009 მან. და 78 კაპიკი) 90% მიმდინარე წლის ხარჯებისათვის გამოეყენებინა, ხოლო 10% გადაედო სათადარიგოდ. თანხების გახარჯვას, ანდერძის თანახმად, მას შემდეგ დაიწყებდნენ, როცა დაიდგმებოდა ძეგლი იაკობის საფლავზე და გამოიცემოდა მისი წიგნები ქართულ და რუსულ ენებზე.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 8 მარტს გიორგი გამზარდიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს მისწერა, რომ სენაკის საქსოვი სახელოსნო სამრეწველო კომიტეტის წევრების მიერ თბილისიდან გაგზავნილმა ინსტრუქტორმა შეამოწმა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 15 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწარმოებელმა, ნიკოლოზ მთავრიშვილმა გენერალ-ლეიტენანტ კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე მამაცაშვილს სთხოვა, რუისის სკოლის ბიბლიოთეკისთვის გაეგზავნა შემდეგი წიგნები: ბარათაშვილის ლექსები, „რამდენიმე სურათი ყაჩაღის ცხოვრებიდან“, „გლოვა ირაკლი მეორისა“, „თვალსაჩინო სწავლა“, „განდეგილი“, გამოცანები, „ციკო“, „სიბრძნე-სიცრუისა“, „თამარ ბატონიშვილი“, დიდებულიძის „არითმეტიკა“, „დავითიანი“, „ვახტანგ მეექვსე“, „მირიან მეფე და წმინდა ნინო“, „ბაგრატ მეოთხე“, „მითრიდატ დიდი“, მ. თუმანიშვილის რჩეული ლექსები, „სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი“ და სხვ.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 10 მარტს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეშვიდე სხდომა. სხდომაზე გამგეობამ ანასტასია შავლოხაშვილი ხელთუბნის სკოლის ხელსაქმის პედაგოგად დაამტკიცა.

1918

ტიპი: განათლება

1918 წლის მონაცემებით, ლ. მ. ბოროსავლევიჩმა დაასრულა ლოზანის უნივერსიტეტი.