საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები80985

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 17 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე საზოგადოების ხარჯების დასაფარად სამეურნეო ბანკიდან ერთი თვით 100 000 მანეთის კრედიტის აღება გადაწყვიტეს. ბანკთან მოლაპარაკება დავით გიორგის ძე კარიჭაშვილს დაავალეს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 17 მარტს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ 1919 წლის დეკემბერში საზოგადოების შემოსავალი 561 741. 48 მანეთი იყო, გასავალი – 560 880. 73 მან.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 17 მარტს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სენაკის სამაზრო ერობის გამგეობის თხოვნა 50 000 მანეთის ოდენობის კრედიტის გახსნის შესახებ. გამგეობამ თხოვნა დააკმაყოფილა.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის ივლისში ფოტოგრაფიის განყოფილების გამგემ, ტარას სვიმონის ძე მომცელიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვა, შეგირდ ბეგოიძის ჯამაგირი თვეში 10 მანეთამდე გაეზარდა.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წელს ივანე გივის ძე ამილახვარმა გორის ციხისთვის საზღვარგარეთიდან გამოიწერა წყლის ასაზიდი მანქანები. ივლისში გორის ციხეზე უნდა დასრულებულიყო რკინის მილებით წყლის გაყვანა ბაღების გასაშენებლად. „ცნობის ფურცლის“ ინფორმაციით, ციხისთავი ციხეზე ელექტროენერგიის გაყვანასაც გეგმავდა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის გამგეობაში სულ 13 სხდომა გაიმართა, რომლებზეც 57 საქმე განიხილეს. ფაქტი ხელმოწერით ოლღა ხოფერიამ დაადასტურა.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 17 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოსე გიორგის ძე ჯანაშვილმა გამგეობას თავისი შედგენილი ლექსიკონის დროებით შესავსებად დაბრუნება სთხოვა. გამგეობამ დაადგინა, ჯანაშვილისთვის შევსების შემდეგ უკან დაბრუნების პირობით ნაწილ-ნაწილ მიეცა ლექსიკონი.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის ივლისში ფოტოგრაფიის განყოფილების გამგემ, ტარას სიმონის ძე მომცელიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვა, მხედველობაში მიეღო სურათების მბეჭდავ ზაქარია ლაბაურის თხოვნა ხელფასის მომატების შესახებ.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 29 დეკემბერს იასონ ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ ნინო ნაკაშიძე და ივანე ელიაშვილი.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 29 დეკემბერს იასონ ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, პირველი დეკემბრიდან ბუღალტრის ხელფასი 6 500 000 მანეთი გახდებოდა, საქმისმწარმოებელისა – 4 000 000, ბიბლიოთეკარის – 2 500 000 და ბიბლიოთეკარის თანაშემწისა – 2 200 000 მან.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 29 დეკემბერს იასონ ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე დაადგინეს, მთავრობის განკარგულების თანახმად, პირველი დეკემბრიდან გამგეობის თანამშრომელთა ხელფასი 20%-ით გაზრდილიყო.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 21 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე თბილისში ახალდაარსებულმა წიგნების გამომცემელმა საზოგადოებამ გამგეობას მოსე ჯანაშვილის შედგენილი ქართულ-რუსული ლექსიკონის გამოცემის ნებართვა სთხოვა. ლექსიკონი ავტორისგან ქშწკგ საზოგადოების გამგეობას ჰქონდა შეძენილი. გამგეობამ წიგნების გამომცემელი საზოგადოების თხოვნა დააკმაყოფილა და ფასზე შეთანხმება ვარლამ ბურჯანაძესა და შალვა გოგებაშვილს დაავალა.

1909

ტიპი: ორგანიზაცია

1909 წლის 24 მაისს სენაკში გაიხსნა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განყოფილება, რომლის თავმჯდომარედ ოლღა გიორგის ასული ხოფერია დაინიშნა.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წელს სიმონ გურგენის ძე მდივანი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე იყო.

1894

ტიპი: თანამდებობა

1894 წლის მარტში თ. ჯორჯაძისა კავკავის ქართულ სკოლაში მასწავლებლად დანიშნეს.

1922

ტიპი: ორგანიზაცია

1922 წელს ქობულეთის მოსახლეობამ სკოლის შენობის აგება გადაწყვიტა და ფულის მოსაგროვებლად კომისიაც აირჩია. კომისიის წევრები იყვნენ ს. ირემაშვილი და არ. აბაშიძე.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის ივლისში ფოტოგრაფიის განყოფილების გამგე ტარას სვიმონის ძე მომცელიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვა, გაეუქმებინა სამზარეულო და თანამშრომლებისთვის ყოველთვიურად მიეცა კვების ფული – გამგისთვის 12 მანეთი, შეგირდისთვის – 8 და მსახურისთვის 6 მან.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წელს იოსებ პეხუს ძე კვარაცხელია, ილია პავლეს ძე ჯოლოხავა, სვიმონ ნესტორის ძე ჯოლოხვა, იოსებ საბას ძე ჭანია და დიტო კვაჯას ძე ჭანია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფუქის (ახლანდელი წალენჯიხის რაიონის სოფელი მიქავა) განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წელს სამსონ გოგოხია, პორფილე შოთას ძე ჯოლოხუა, შარუ ბიკუტას ძე ჯოლოხავა, მაქსიმე გვიტოს ძე და თეიმურაზ ქუჩუს ძე ჭანიები ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფუქის (ახლანდელი წალენჯიხის რაიონის სოფელი მიქავა) განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წელს მიხეილ ჩიქოვანი, სპირიდონ კადიბის ძე გარუჩავა, სიკო დუტუს ძე ჭანია, მიხეილ ჩონთას ძე და გიორგი ოთარის ძე ჯოლოხავები ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფუქის (ახლანდელი წალენჯიხის რაიონის სოფელი მიქავა) განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წელს სტეფანე ბაკუტას ძე, ანდრო კვაცის ძე, კოწია, ნიკო და გოგია კიმოთეს ძე ჯოლოხავები ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფუქის (ახლანდელი წალენჯიხის რაიონის სოფელი მიქავა) განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 12 აგვისტოს სვიმონ ნესტორის ძე ჯოლოხავამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობას ფუქის განყოფილების გახსნის დაჩქარება სთხოვა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 11 აგვისტოს სვიმონ ნესტორის ძე ჯოლოხავას მიწვევით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფუქის განყოფილების დამფუძნებელი წინაწარი კრება გაიმართა. სხდომას წევრობის მსურველი 30 პირი ესწრებოდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 17 მარტს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს დიდუბის ეკლესიის საბჭოს თხოვნა პანთეონის გასაფართოებლად საზოგადოების დახმარების შესახებ. გამგეობამ უსახსრობის გამო ადგილის შესაძენაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 17 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე სარეცენზიოდ გადასაცემი წიგნების სიის განხილვა დავით გიორგის ძე კარიჭაშვილს დაავალეს.