რეგისტრირებული ფაქტები88095
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის მაისში მაღაროს სკოლის მასწავლებელმა, იერემია ჭარელოვმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისგან მიიღო ორ-ორი ცალი „სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი“, გრიგოლ ორბელიანის ლექსები, „საქართველოს მეფე ვახტანგ მეექვსე“, „საქართველოს მეფე ბაგრატ მეოთხე“, „პატარა ბიბლიოთეკა, მეფე და ხელოსანი“, „დარიგება მასწავლებელთა“, „არითმეტიკული გამოცანები“, კრილოვის იგავ-არაკები, ბაქრაძის „მირიან მეფე და წმინდა ნინო“, „გლოვა ირაკლი მეორისა“, თბილისის სწავლის გამავრცელებელი საზოგადოების წესდება და „ამბები სოფლის ცხოვრებიდან ყრმათათვის“.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილებამ სოფიო ვახვახიშვილისას შეწირული სასტიპენდიო თანხიდან 60 მანეთი წმ. ნინოს დედათა სასწავლებელს გადასცა. ანგარიშს ხელს აწერენ თელავის განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე ვახვახიშვილი და მდივანი ივანე პაატაშვილი.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის სკოლის II განყოფილების, რომელსაც ალექსანდრე მგელაძე ასწავლიდა, 28 მოსწავლიდან 17 ვაჟი (2 მაჰმადიანი) და 11 ქალი (4 მაჰმადიანი) იყო.
1916
ტიპი: ღონისძიება
1915 წელს არჩილ იაკაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილებას 100 მანეთი შესწირა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 25 აპრილის სხდომაზე დავით კარიჭაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას სთხოვა, ბათუმის განყოფილებისთვის ნიმუშის სახით გაეგზავნათ ორმაგი ბუღალტერიის წესით შედგენილი შემოსავალ-გასავლის დავთარი განმარტებებითურთ, რათა ბათუმშიც შესაბამისად ეწარმოებინათ ანგარიშები.
1921
ტიპი: ორგანიზაცია
1921 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრები იყვნენ: კონსტანტინე მაქსიმეს ძე იმნაძე, კონსტანტინე იოსების ძე ჯაფარიძე, თამარ ვასილის ასული ჯაფარიძე, ქეთევან კონსტანტინეს ასული ჯაფარიძე, რევაზ კონსტანტინეს ძე ჯაფარიძე, ბესარიონ პავლეს ძე ჩიქოვანი, დავით ანდუყაფარის ძე ჩხეიძე, პეტრე პავლეს ძე გელეიშვილი, სიმონ გიორგის ძე ახმეტელაშვილი და ჰაიდარ ალიბეგის ძე აბაშიძე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 12 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს თედო სახოკიას თხოვნა ვაჟა-ფშაველას ბიბლიოგრაფიის შესადგენად საათში 100 მანეთის მიცემის შესახებ. მისი აზრით, ნაშრომის დასამთავრებლად 28-56 საათი იქნებოდა საჭირო. გამგეობა სახოკიას წინადადებას დაეთანხმა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის ივნისში ჯარში გაწვეულმა მაღაზიის მოსამსახურემ, ივანე მელაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მაისის სრული ჯამაგირი სთხოვა. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.
1921
ტიპი: ორგანიზაცია
1921 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრები იყვნენ: ვასილ ბასილის ძე გოგოლაშვილი, ნინო გიორგის ასული გოგოლაშვილი, ბესიკ ნინიას ძე გოგოლაშვილი, ზაქარია ალექსანდრეს ძე ნიკოლაიშვილი, გიორგი ბასილის ძე გოგოლაშვილი, სოფიო ვასილის ასული ახმეტელაშვილი, სტეფანე გიორგის ძე ახმეტელაშვილი, ვლადიმერ გიორგის ძე ახმეტელაშვილი და ანა ილიას ასული სოლოღაშვილი.
1905
ტიპი: თანამდებობა
1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ბათუმის სკოლის კომიტეტის თავმჯდომარე იყო გრიგოლ იოსების ძე ვოლსკი (უმწიფარიძე).
1905
ტიპი: ორგანიზაცია
1905 წლის ივნისში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამხმარე წევრი სტამბოლში იყო კ. ჯაყელი.
1905
ტიპი: ორგანიზაცია
1905 წლის ივნისში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამხმარე წევრი სევასტოპოლში იყო ბ. კობეშავიძე.
1905
ტიპი: ორგანიზაცია
1905 წლის ივნისში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამხმარე წევრები სიღნაღში იყვნენ გიორგი იასეს ძე ტყავაძე და ზაქარია იოველის ძე ნაცვლიშვილი.
1905
ტიპი: ორგანიზაცია
1905 წლის ივნისში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამხმარე წევრები სოხუმში იყვნენ თეიმურაზ მიხეილის ძე გაბუნია და სტეფანე სიმონის ძე თურქია.
1905
ტიპი: ორგანიზაცია
1905 წლის ივნისში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამხმარე წევრები საჩხერეში იყვნენ ნინო წერეთლისა, მერი სიმონის ასული წერეთლისა, ბეჟან დავითის ძე წერეთელი და ყარამან ტარიელის ძე ჩხეიძე.

