საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88095

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წელს ნინო სიმონის ასული გვარამია, დიომიდე ალექსანდრეს ძე გეგიაძე, ოსმან გორაძე, ერმილე კირილეს ძე გეგენავა, მიხეილ ანტონის ძე გელაზაროვი, იაგორ სოფრომის ძე გურგენიძე, მარიამ ილიას ასული გაბუნიასი და კალისტრატე მოსეს ძე გოგოლაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების წევრები იყვნენ.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წელს პარმენ დავითის ძე გამყრელიძე, მიხეილ გიორგის ძე გაგუა, პუპი ივლიანეს ასული გაგუა, ეკატერინე მიხეილის ასული გაგუა, იაგორ ნიკოლოზის ძე გიორგაძე, პლატონ გიორგის ძე გიგინეიშვილი, იერემია დიმიტრის ძე გულისაშვილი და სპირიდონ ალექსის ძე გურგენიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების წევრები იყვნენ.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 5 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილებამ მთავარ გამგეობას ისტორიულ-ლიტერატურული სექციის დაარსებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საკითხების შესახებ ჰკითხა. წერილს ხელს აწერენ თელავის განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე ვახვახიშვილი და მდივანი ივანე პაატაშვილი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 12 ივნისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გადაწვიტეს, „ბუნების კარისა“ და „დედაენის“ შემსწორებელი კომისიებისთვის ჰონორარი 1920 წლის ივნისის ბოლომდე მიეცათ.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს ვარლამ ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობის წევრებს მიმართა წინადადებით, რომ საყოველთაო განათლება უფასო ყოფილიყო.მისი აზრით, სჯობდა, საზოგადოებაში მოსწავლეთა მშობლებს შეეტანათ ფული, როგორც საწევრო გადასახადი. გამგეობამ მისი მოსაზრება გაიზიარა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის თებერვალში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების სკოლაში დავით კარიჭაშვილს ასეთი მდგომარეობა დახვდა: ავადმყოფობის გამო მოსწავლეები ხშირად აცდენდნენ გაკვეთილებს, შეცდომით პასუხობდნენ კითხვებზე და ცუდადუ კითხულობდნენ ტექსტებს. II განყოფილების მოსწავლეებს ადრე ჰქონდათ გაკრული ხელით წერა დაწყებული და წარმატებით აეთვისებინათ.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს ვარლამ ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ თელავის განყოფილებასთან დამხმარე სექციები არ არსებობდა. განყოფილების გამგეობას სასკოლო სექციის დაარსება საჭიროდ არ მიაჩნდა, გადაწყვეტილი ჰქონდა სკოლის მეთვალყურეობა ერთ-ერთი წევრისთვის მიენდოთ, რომელსაც მომავალ კრებაზე აირჩევდნენ.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს ვარლამ ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ თელავის სკოლის გამგეს ეძლეოდა 40 მანეთი და ბინა, მასწავლებლებს კი – 30 მან. ბინის გარეშე. მიმდინარე წელს მათი ჯამაგირის გაზრდა იგეგმებოდა.

1911

ტიპი: თანამდებობა

1911 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების თავმჯდომარე ვასილ კახიძე იყო.

1911

ტიპი: თანამდებობა

1911 წლიდან ივანე პაატაშვილი. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების წიგნის მაღაზიის მოლარე იყო.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს თელავის სკოლის გამგე ნინო მიხეილის ასული შიუკაშვილი-გოგნიაშვილისა სკოლისთვის „განათლებას“ თავისი ფულით იწერდა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს ვარლამ ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ თელავის სკოლაში 109 მოსწავლე იყო.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს ვარლამ ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ თელავის სკოლის ქირა წელიწადში 420 მანეთი იყო.

1911

ტიპი: თანამდებობა

1911 წელს ნიკიფორე მამინაიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების წიგნის მაღაზიის გამგედ აირჩიეს.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს ვარლამ ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ თელავის სკოლა მძიმე მდგომარეობაში იყო, სკოლის ბიბლიოთეკა კი თითქმის არ არსებობდა.

1911

ტიპი: ორგანიზაცია

1911 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების თავმჯდომარის, ვასილ კახიძის ინიციატივით წიგნის მაღაზიის დაარსება გადაწყდა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს ვარლამ ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის გამგეობას სთხოვა აერჩია ორი პირი, რომლებიც წიგნის მაღაზიის შემოწმებას დაესწრებოდნენ. გამგეობამ ნიკიფორე მამინაიშვილი და ივანე პაატაშვილი დაასახელა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 8 ივნისს სამსონ იოსების ძე ანთაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვა გაეთავისუფლებინათ წევრობისგან, რადგან დროის უქონლობის გამო ვერ ახერხებდა თავისი მოვალეობის შესრულებას.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 25 მაისს პარმენ მიხეილის ძე კახიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას შეატყობინა, რომ იმერეთში მიემგზავრებოდა, ამიტომ ვერ დაესწრებოდა საზოგადოების კრებას.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 13 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ განყოფილებას სოკრატე ივანეს ძე კეშილავამ გაუგზავნა საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების დამფუძნებელი საორგანიზაციო კრების ოქმი.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 7 აპრილს ანდრია პეტრეს ძე პატარაიას მიერ დ. ზუგდიდში მოწვეულმა კრებამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წესდებისა და ადგილობრივი განყოფილებათა ინსტრუქციის გაცნობის შემდეგ დაადგინა, გაეხსნა დ. ზუგდიდში საზოგადოების ადგილობრივი განყოფილება. განყოფილების უახლოესი მიზანი იყო  ზუგდიდში წიგნსაცავ-სამკითხველოს, ხობში, წალენჯიხაში და სხვა სოფლებში სახალხო სკოლების გახსნა, ლექციების გამართვა და წარმოდგენების ორგანიზება.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 7 აპრილს ანდრია პეტრეს ძე პატარაიას მიერ დ. ზუგდიდში მოწვეულ კრებაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების ნამდვილ წევრად ჩაეწერა 30 კაცი.