რეგისტრირებული ფაქტები88095
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წელს ლუკა სევერიანეს ძე კოზმავა, ზინო ზაქარიას ძე კალანდარიშვილი, ერმილე საბას ძე კოსტავა, ალექსი ქუნთელია, სერგი ლუარსაბის ძე კვინტრაძე, ლევან მოსეს ძე კაკაბაძე, შალვა ილარიონის ძე კეჭაყმაძე და აპოლონ იაკობის ძე კაკაბაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების წევრები იყვნენ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 10 ივლისს ვარლამ ბურჯანაძე, შიო დედაბრიშვილი, ნინო ნაკაშიძე, კირილე ნინიძე და იოსებ გიორგობიანი დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 10 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ანასტასია წერეთლის თხოვნა ვერის ბიბლიოთეკის გამგის, ნინო ენუქიძისთვის ჯამაგირის დანიშვნის შესახებ. მას ჯამაგირს, 1 500 მანეთს, ვერის გამრთობი საზოგადოება უხდიდა. გამგეობამ ანასტასია წერეთლის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 26 ივნისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს შემოთავაზება სტამბის შეძენის შესახებ. გამგეობამ ფულის უქონლობის გამო თხოვნაზე უარი განაცხადა.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 23 ივლისის გაზეთ „ერთობის“ ცნობით, ავქსენტი ანტონის ძე გულავა იყო სოფელ ნასირის სასწავლებლის გამგე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 23 ივლისის გაზეთ „ერთობის“ ცნობით, ავქსენტი ანტონის ძე გულავას ხელმძღვანელობით სოფელ ნასირში დაარსდა სასწავლებელი, სამკითხველო და სხვ.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლიდან ავქსენტი ანტონის ძე გულავა მონაწილეობდა რევოლუციურ მოძრაობაში, რისთვისაც ძველი რეჟიმი დევნიდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას გუდაუთის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა განყოფილების გამგეობის 1918 წლის მოქმედების ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით, 1918 წელს ჩატარდა საზოგადო კრება, რომლის ოქმიც გაეგზავნა მთავარ გამგეობას. დოკუმენტს ხელს აწერენ გუდაუთის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე ვარვარა პართენის ასული მასხულია და გამგეობის მდივანი ნადეჟდა რაჟდენის ასული გიგაუროვა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას გუდაუთის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა განყოფილების გამგეობის 1918 წლის მოქმედების ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით, წლის განმავლობაში ჩატარებულ თითოეულ სხდომაზე ასპროცენტიანი დასწრება იყო. დოკუმენტს ხელს აწერენ გუდაუთის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე ვარვარა პართენის ასული მასხულია და გამგეობის მდივანი ნადეჟდა რაჟდენის ასული გიგაუროვა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას გუდაუთის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა განყოფილების გამგეობის 1918 წლის მოქმედების ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით, გამგეობამ მოქმედება დაიწყო იმ წლის პირველ აპრილს.დოკუმენტს ხელს აწერენ გუდაუთის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე ვარვარა პართენის ასული მასხულია და გამგეობის მდივანი ნადეჟდა რაჟდენის ასული გიგაუროვა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას გუდაუთის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა განყოფილების გამგეობის 1918 წლის მოქმედების ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით, წლის განმავლობაში გამგეობამ გაარჩია ხუთი საქმე. დოკუმენტს ხელს აწერენ გუდაუთის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე ვარვარა პართენის ასული მასხულია და გამგეობის მდივანი ნადეჟდა რაჟდენის ასული გიგაუროვა.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას გუდაუთის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა განყოფილების გამგეობის 1916 წლის მოქმედების ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით, 1916 წელს სარევიზიო კომისიის წევრები იყვნენ: დიმიტრი პავლეს ძე ნადარეიშვილი, პლატონ დავითის ძე ჭავჭანიძე და სიმონ იესეს ძე საბაშვილი.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წელს გიორგი (ძუკუ) ქავთარაძე იყო სოხუმის და ბათუმის ოლქებში დამფუძნებელი კრების საარჩევნო ინსტრუქტორი.
1917
ტიპი: ავტორობა
1917 წლის 1-ლი იანვრისთვის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების სპეციალური კაპიტალის ანგარიშზე 7436 მანეთი და 51 კაპიკი იყო. ხელს აწერენ გამგეობის წევრები იასონ ბაქრაძე, სამსონ ყიფიანი, მელანია გველესიანი, ევტიხი ჩხატარაიშვილი, იაკობ ფანცხავა და მდივანი სილოვან ლაჭყეპიანი.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 29 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრების წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს წიგნებისა და სახელმძღვანელოების საგამომცემლო სექციის ინსტრუქციის მე-8 მუხლი შეცვლილი სახით: მიმდინარე წლის არაუგვიანეს 15 იანვრამდე სექციას გამგეობისთვის განსახილველად უნდა წარედგინა გასული წლის ანგარიში და მომავალი წლის სამოქმედო გეგმა. კრების ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი და ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას გუდაუთის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა განყოფილების 1916 წლის შემოსავლის ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით, გასული წლის ნაშთი იყო 2100 მან., სეირნობიდან, საღამოებიდან და წარმოდგენებიდან შემოვიდა 1427 მან. 12 კაპ., სპეციალური დანიშნულების შემოწირულობის სახით – 20 მან., შენახული ფულის სარგებლის სახით – 212 მან. 95 კაპ. სულ 1916 წლის შემოსავალი შეადგენდა 3871 მანეთსა და 79 კაპიკს. დოკუმენტს ხელს აწერენ გუდაუთის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე მარიამ პართენის ასული საბაშვილისა და გამგეობის ხაზინადარი იასონ იესეს ძე გიგიბერია.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას გუდაუთის განყოფილების გამგეობამ შეატყობინა, რომ ის არ უგზავნიდა მთავარ გამგეობას ბიბლიოთეკის ანგარიშს, იმ მიზეზით, რომ გუდაუთაში არ არსებობდა საზოგადოების ბიბლიოთეკა. დოკუმენტს ხელს აწერს გუდაუთის განყოფილების გამგეობის მდივანი ალექსანდრე ივანეს ძე ზაქარაშვილი.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას გუდაუთის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა განყოფილების 1916 წლის შემოსავლის ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით, 1916 წლის პირველი იანვრისთვის განყოფილებაში იყო 110 წევრი, წლის განმავლობაში გაწევრიანდა 12 პირი, განყოფილება დატოვა ორმოცდაათმა კაცმა. სულ განყოფილებაში დარჩა 72 პირი. დოკუმენტს ხელს აწერენ გუდაუთის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე მარიამ პართენის ასული საბაშვილისა და გამგეობის ხაზინადარი იასონ იესეს ძე გიგიბერია.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას გუდაუთის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა განყოფილების 1916 წლის გასავლის ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით, 1916 წელს სკოლის შესანახად გამოყოფილი იყო 166 მან. 68 კაპ., გათბობაზე, განათებაზე და წვრილ ხარჯებზე დაიხარჯა 30 მან. 50 კაპ., ინვენტარის შეძენაზე – 390 მან. 50 კაპ., მოსამსახურე პირთა ჯამაგირის სახით – 66 მან., დამხმარე პირთა ჯამაგირის სახით – 20 მან., დამატებით ხარჯებზე – 178 მან. 56 კაპ. სულ 1916 წელს დაიხარჯა 752 მან. 64 კაპ. დოკუმენტს ხელს აწერენ გუდაუთის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე მარიამ პართენის ასული საბაშვილისა და გამგეობის ხაზინადარი იასონ იესეს ძე გიგიბერია.

