რეგისტრირებული ფაქტები81125
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 16 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის განყოფილების თავმჯდომარემ, მღვდელმა კონდრატე ნინიკაშვილმა თბილისის მთავარ გამგეობას წარუდგინა მასალა, კერძოდ: 1913 წლის ანგარიში, შემოსავალ-გასავლის ცნობები, საზოგადო კრების ოქმის პირი, ფილიალის ნამდვილი წევრების სია, გამგეობის მუშაობის შეფასება და 1914 წლის სავარაუდო შემოსავალ-გასავალი.
1917
ტიპი: ავტორობა
1917 წლის 3 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ თხოვნით მიმართა დავით გიორგის ძე კარიჭაშვილს, რომ სოხუმისა და ბაქოს თავშესაფართა რევიზიის შემდეგ რევიზია ჩაეტარებინა ბაქოს, ბათუმისა და ქუთაისის განყოფილებებში. ხელს აწერს გამგეობის მდივანი ვარლამ ბურჯანაძე.
1916
ტიპი: ავტორობა
1916 წლის 7 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ ქუთაისის განყოფილებას წერილობით შეატყობინა, რომ ქუთაისის გუბერნიაში არსებულ განყოფილებათა წამომადგენლების საერთო ყრილობის მიერ გამოტანილი რეზოლუციების უმეტესი მუხლები მოიწონეს და საჭიროდ ჩათვალეს მათი სისრულეში მოყვანა, ასევე გამგეობის გადაწყვეტილებით ყველა რეზოლუცია უნდა გადაეცათ მათ მიერ არჩეული კომისიისთვის გადასათვალიერებლად და საჭირო ცვლილებების შესატანად. ამასთან გამგეობამ უხერხულად სცნო ის გარემოება, რომ ქუთაისის განყოფილებამ არ აცნობა მთავარ გამგეობას დელეგატთა მოწვევა. ხელს აწერს ვარლამ ბურჯანაძე.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლიდან ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების სამკითხველოების უმრავლესობამ გაზეთების სიძვირისა და სხვადასხვა ადგილობრივი პირობების გამო მოქმედების შეჩერება დაიწყეს. გამგეობა სახსრების უქონლობის გამო ვერ ახერხებდა მათ დახმარებას, ამიტომ სამკითხველოები ადგილობრივ თემებს გადასცეს. ხელს აწერს ვარლამ იმნაძე.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ: ივლიანე სიკოს ძე იობაძე, ივანე გიორგის ძე კიკაბიძე, ნესტორ მიხეილის ძე კიკაჩეიშვილი, მალაქია გიორგის ძე ტოროშელიძე, დიმიტრი ათანასეს ძე სიხარულიძე, გიორგი ალექსის ძე შანიძე, მიხეილ კოზმანის ძე ადეიშვილი და ლუბა ზაქარიას ასული შენგელია.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის მდივან ვარლამ ბურჯანაძეს ზუგდიდის განყოფილების გამგეობის მდივანმა სოკრატე კეშილავამ შეატყობინა, რომ რაღაც ხნის წინ მათთან ზუგდიდში იმყოფებოდა მთავარი გამგეობის საქმისმწარმოებელი გრიგოლ ბურჭულაძე, რომელსაც კეშილავამ სთხოვა ზუგდიდელებისთვის 30 ცალი ბიბლიოთეკის ინსტრუქციის გამოგზავნა. იმის მერე თითქმის თვე გასულიყო, ზუგდიდის განყოფილებას კი არც ინსტრუქციები და არც რამე ახსნა-განმარტების წერილი მიუღია მთავარი გამგეობისგან, არადა ზუგდიდელებს მეტად სჭირდებოდათ ეს ინსტრუქციები, რადგან ზუგდიდის მაზრის სოფლებში თითქმის ყოველდღიურად იხსნებოდა ბიბლიოთეკები. კეშილავა სთხოვდა ბურჯანაძეს წერილის მიღებისთნავე გამოეგზავნა ზუგდიდის განყოფილებისთვის ბიბლიოთეკების ინსტრუქციების 30 ნიმუში.
1914
ტიპი: ღონისძიება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის გამგეობისთვის 1914 წლის 16 მარტს წარდგენილი ანგარიშის თანახმად, მაჩხაანის ფილიალის 1913 წლის შემოსავალი 403 მანეთსა და 55 კაპიკს შეადგენდა, გასავალი – 377 მანეთსა და 88 კაპიკს, მონარჩენი თანხა (25 მან.,67კაპ.) წიგნების საწყობში იყო დაბანდებული (ხელს აწერენ: თავმჯდომარე,მღვდელი კონდრატე ნინიკაშვილი, ხაზინადარი სოლომონ კურცხალია).
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ ნესტორ ნიკოლოზის ძე იობაძე, ტატო მახარობელის ძე სიხარულიძე, ისიდორე ივანეს ძე სტურუა, ბარნაბა გიორგის ძე სურგულაძე, სოლომონ ნიკოლოზის ძე წერეთელი, ანეტა ონისიმეს ასული სიხარულიძე, ისიდორე დავითის ძე ბახტაძე, რომანოზ ეგნატეს ძე ახობაძე, პავლე ლუკას ძე წულაია, რაჟდენ გიორგის ძე მიქაძე.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილების დამფუძნებელი წევრები იყვნენ: სტეფანე პეტრეს ძე სტურუა, გრიგოლ ქრისტეფორეს ძე ურუშაძე, დიმიტრი თევდორეს ძე სტეფანიდი, მიხეილ ბიჭიას ძე მიქაძე, დავით მიხეილის ძე კვანტალიანი, პორფილე ალექსანდრეს ძე ჭეიშვილი და ნიკოლოზ პეტრეს ძე ნაცვალაძე.
1916
ტიპი: ავტორობა
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების სტამბამ ტელეფონის ხარჯი 60 მანეთი გადაიხადა. ხელს აწერენ გამგეობის წევრები იასონ ბაქრაძე, სამსონ ყიფიანი, მელანია გველესიანი, ევტიხი ჩხატარაიშვილი, იაკობ ფანცხავა და მდივანი სილოვან ლაჭყეპიანი.
1916
ტიპი: ავტორობა
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების სტამბამ მანქანების დაზღვევაში 177 მანეთი და 44 კაპიკი გადაიხადა. ხელს აწერენ გამგეობის წევრები: იასონ ბაქრაძე, სამსონ ყიფიანი, მელანია გველესიანი, ევტიხი ჩხატარაიშვილი, იაკობ ფანცხავა და მდივანი სილოვან ლაჭყეპიანი.