საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81156

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის განმავლობაში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების სტამბამ 2977 მანეთი და 72 კაპიკი მასალებისთვის დახარჯა. ხელს აწერენ გამგეობის წევრები: იასონ ბაქრაძე, სამსონ ყიფიანი, მელანია გველესიანი, ევტიხი ჩხატარაიშვილი, იაკობ ფანცხავა და მდივანი სილოვან ლაჭყეპიანი.

1913

ტიპი: გარდაცვალება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარემ, მღვდელმა ეგნატე მენთეშაშვილმა, 1913 წლის 5 მაისს სოფლის სკოლის დარბაზში გამართა ფილიალის წევრთა საერთო კრება. მონაწილეებმა ფეხზე ადგომით პატივი მიაგეს ილია ჭავჭავაძის, არჩილ ჯორჯაძისა და მღვდლის, იოსებ ტუკუშაშვილის ხსოვნას. ამ უკანასკნელმა 7 000 მანეთად ღირებული სახლი შესწირა საზოგადოებას.

1913

ტიპი: ღონისძიება

კონდრატე დავითის ძე ნინიკაშვილის ანგარიშის თანახმად, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის განყოფილების გამგეობამ საქმიანობა 1913 წლის 15 აგვისტოდან დაიწყო. განყოფილებამ წლის განმავლობაში ხუთი სხდომა გამართა და რვა საქმე განიხილა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 22 ივლისს თევდორე კიკვაძე, ვარლამ ბურჯანაძე, შიო დედაბრიშვილი და იოსებ გიორგობიანი დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 22 ივლისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს განცხადება „დედაენის“ შემსწორებელი კომისიის წევრებისთვის ივლისის გასამრჯელოს მიცემის შესახებ.

1913

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 16 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობისთვის წარდგენილი ანგარიშის თანახმად, 1913 წელს მაჩხაანის განყოფილების გამგეობამ ბიბლიოთეკა-სამკითხველოები დააარსა ქვემო მაჩხაანსა და ჯუგაანში; ჯუგაანშივე ნიკოლოზ ნოდარის ძე კორაშვილის მაღაზიაში გახსნა სასწავლო ნივთების საწყობი. მაღაზიამ უფასოდ იკისრა სასწავლო ნივთებით ვაჭრობა განყოფილების სასარგებლოდ. ანგარიშს ხელი მოაწერეს: ფილიალის თავმჯდომარემ და მღვდელმა კონდრატე დავითის ძე ნინიკაშვილმა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 22 ივლისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე პრეზიდიუმს საზოგადოებისთვის 200 000 მანეთის ოდენობის სესხის აღების ნება მისცეს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 22 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს საწყობის გამგე ლავრენტი სანაძის თხოვნა ავანსად აგვისტოს ჯამაგირის მიცემის შესახებ. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა და ჯამაგირის ორ ნაწილად მიცემა გადაწყვიტა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 22 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს შრომის სამინისტროს ცნობა საზოგადოების დარაჯ მიხეილ შიოშვილისთვის ერთდროული დახმარების მიცემის შესახებ. გამგეობამ საკითხის გარკვევამდე დახმარებაზე უარი უთხრა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 22 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორის, ლეონ მელიქსეთ-ბეგის განცხადება საზოგადოების წიგნის მაღაზიიდან იმ გამოცემების შეძენის შესახებ, რომლებიც კერძო პირებზე არ იყიდებოდა. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 22 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს პეტრე გელეიშვილის თხოვნა ნოე ჟორდანიას თხზულებების გამოსაცემად გაზეთ „იმერეთის“ 1894-1896 წლების ნომრების ორი-სამი დღით თხოვების შესახებ. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 22 ივლისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს მოხსენება სახელმძღვანელოების ბეჭდვა-გამოცემის დროებითი ხელმძღვანელის არჩევის შესახებ. გამგეობამ შესაფერისი პირის მოძებნა და მისთვის ჰონორარის დანიშვნა პრეზიდიუმს დაავალა.

1913

ტიპი: სტატუსი

1913 წლის 5 მაისს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის განყოფილების საერთო კრებაზე ფილიალის თავმჯდომარისა და გამგეობის წევრების ხელახალი არჩევნები გაიმართა, რადგან ეგნატე მენთეშაშვილი (გამგეობის თავმჯდომარე) და ლუკა ნაცვლიშვილი (გამგეობის წევრი) საპატიო მიზეზთა გამო თავს ანებებდნენ მოვალეობის შესრულებას.

1913

ტიპი: სტატუსი

1913 წლის 5 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის განყოფილების საერთო კრებამ ერთხმად აირჩია: გამგეობის თავმჯდომარედ – მღვდელი კონდრატე დავითის ძე ნინიკაშვილი; გამგეობის წევრებად – პროვიზორი სოლომონ გრიგოლოს ძე კურცხალია, დიმიტრი მიხეილის ძე გონაშვილი, იაკობ დავითის ძე მენთეშაშვილი, მიხეილ არსენის ძე მატიაშვილი; კანდიდატებად – მღვდელი მიხეილ გიორგის ძე მენთეშაშვილი, ვასილ იაგორის ძე ალუღიშვილი, ვასილ ქრისტეფორეს ძე ალადაშვილი.

1913

ტიპი: სტატუსი

1913 წლის 5 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის ფილიალის საერთო კრებაზე სარევიზიო კომისიის წევრებად ერთხმად აირჩიეს ნადეჟდა გრიგოლის ასული ჯანყარაშვილი, ელენე ილიას ასული შანშიაშვილი და ალექსაბდრე ვასილის ძე ნადირაშვილი.

1913

ტიპი: თანამდებობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის განყოფილებამ 1913 წლის 5 მაისის საერთო კრებაზე ქვემო მაჩხაანსა და ჯუგაანში წიგნსაცავ-სამკითხველოების დაარსება დაადგინა. ამ საქმის მოსაგვარებლად პასუხისმგებელ პირებად აირჩიეს მასწავლებელი ილია იოსების ძე მენთეშაშვილი (ქვ. მაჩხაანიდან) და მღვდელი ილია ალექსანდრეს ძე შანშიაშვილი (ჯუგაანიდან).

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე თავმჯდომარე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა განაცხადა, რომ გამგეობას წიგნებისა და სახელმძღვანელოების გამომცემელ სექციასთან ჰქონდა უთანხმოება, მაგრამ არა პირადი ინტერესების, არამედ საქმის გამო. გამგეობას სურდა საქმე ხარისხიანად გაკეთებულიყო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 4 სექტემბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს საზოგადოების სენაკის განყოფილების თხოვნა 100 000 მანეთის ოდენობის კრედიტის გახსნის შესახებ. გამგეობამ 50 000 მანეთის ოდენობის კრედიტის მიცემა გადაწყვიტა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 16 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის განყოფილების მიერ მთავარი გამგეობისთვის წარდგენილი 1913 წლის ანგარიშის თანახმად, გამგეობის თავმჯდომარე იყო მღვდელი კონდრატე ნინიკაშვილი, მდივანი – დიმიტრი გონაშვილი, ხაზინადარი – სოლომონ კურცხალია. ფილიალს ჰყავდა 64 წევრი, ჰქონდა ორი ბიბლიოთეკა-სამკითხველო; წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ გაიმართა საერთო კრება, რომელსაც არც ერთი წევრი არ დაჰკლებია.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის 29 მარტს რომანოზ ივანეს ძე ერაძე, გრიგოლ კუცია, დავით დევდარიან, ივანე ქუთათელაძე და იონა ეჯიბაია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების პეტროვსკის (მაჰაჩყალა) განყოფილების წევრებად აირჩიეს.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის 29 მარტს სერგო ამაიშვილი, გიორგი ოდილავაძე, ფილიპე კონტრიძე, იაკობ კარანაძე და მინა სულაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების პეტროვსკის (მაჰაჩყალა) განყოფილების წევრებად აირჩიეს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 4 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს წიგნის მაღაზია „განათლების“ მეპატრონის, სილიბისტრო თავართქილაძის თხოვნა 40 000 მანეთის ოდენობის კრედიტის გახსნის შესახებ. გამგეობამ მისთვის 30 000 მანეთის ოდენობის კრედიტის გახსნა გადაწყვიტა.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის 29 მარტს გიორგი რომანოზის ძე მრევლიშვილი, გიორგი კირვალიძე, იაკინთე კონტრიძე, ალექსი ჯარიაშვილი, პლატონ ბენიძე და პეტრე გოცაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების პეტროვსკის (მაჰაჩყალა) განყოფილების წევრებად აირჩიეს.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის 29 მარტს ბიქტორ უჯმაჯურიძე, მიშა ძნელაძე, მიტროფანე გოგოლაშვილი, მიხეილ ონანოვი და ივანე სიმონის ძე შარაშიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების პეტროვსკის (მაჰაჩყალა) განყოფილების წევრებად აირჩიეს.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 10 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის განყოფილებამ მთავარგამგეობას სთხოვა ოთხმოცდასამი თუმანი – 830 მანეთი გამოეყო ქვემომაჩხაანელი მღვდლის – იოსებ გრიგოლის ძე ტუკუშაშვილის მიერ შეწირული სახლის შესაკეთებლად. ამ საქმისთვის სახსარი არც ადგილობრივ გამგეობას მოეპოვებოდა და არც მღვდლის ქვრივს. თხოვნას თან ერთვის ხარჯთაღრიცხვა და ხელმოწერები: თავმჯდომარე კონდრატე დავითის ძე ნინიკაშვილისა, მღვდლის მიხეილ გიორგის ძე მენთეშაშვილისა და ილია იოსების ძე მენთეშაშვილის.