საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81176

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ილია მამულიამ განაცხადა, რომ სასკოლო სექციას გამგეობისაგან დამოუკიდებლად უნდა ემუშავა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 16 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობისთვის წარდგენილ ანგარიშში მაჩხაანის ფილიალის თავმჯდომარე (მღვდელი კონდრატე ნინიკაშვილი) წუხილს გამოთქვამდა უთეატრობის გამო, რადგან საგანგებო შენობის უქონლობა ხელს უშლიდა წარმოდგენების გამართვას განყოფილების სასარგებლოდ. თავმჯდომარის თქმით, თეატრის ასაშენებელი თანხის შესაგროვებლად ხუთი ყულაბაც კი ჰქონდათ დადგმული სხვადასხვა ადგილას.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის განყოფილების სავარაუდო შემოსავალი 670 მანეთს შეადგენდა, მათ შორის: 150 მანეთი საწევროებიდან იყო, 50 მანეთი – ყულაბებიდან, 100 მანეთი – წარმოდგენა-სეირნობებიდან, 200 მანეთი – წიგნების საწყობებიდან, 40 მანეთი – შემთხვევითი შემომწირველებისაგან. განყოფილების ანგარიშს ხელი მოაწერეს: გამგეობის თავმჯდომარემ, მღვდელმა კონდრატე დავითის ძე ნინიკაშვილმა, ხაზინადარმა სოლომონ გრიგოლის ძე კურცხალიამ, გამგეობის წევრებმა იაკობ დავითის ძე მენთეშაშვილმა, მღვდელმა ეგნატე ყარამანის ძე მენთეშაშვილმა, ბლაღოჩინმა კირილე სვიმონის ძე ღვთისავარიშვილმა

1914

ტიპი: სტატუსი

1914 წლის 11 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის ფილიალის საერთო კრებაზე ექიმი მინა მალაქიას ძე მარუაშვილი და ზურაბ ლუარსაბის ძე ნაცვლიშვილი კონდრატე ნინიკაშვილის შუამდგომლობით განყოფილების ნამდვილი წევრები გახდნენ.

1914

ტიპი: ავტორობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის განყოფილების 1914 წლის გასავალი შეადგენდა: 50 მანეთს – 20% მთავარი გამგეობა, 50 მანეთს – ჯუგაანის სამკითხველო, 30 მანეთს – ზემო მაჩხაანის სამკითხველო, 120 მანეთს – მაჩხაანის სამკითხველოს მეთვალყურე, 120 მანეთს – სასწავლო წიგნების საწყობი, 4 მანეთს – რვა ახალი ყულაბისთვის. განყოფილების ანგარიშს ხელი მოაწერეს: გამგეობის თავმჯდომარე კონდრატე დავითის ძე ნინიკაშვილმა, ხაზინადარმა სოლომონ გრიგოლის ძე კურცხალიამ, გამგეობის წევრებმა იაკობ დავითის ძე მენთეშაშვილმა, მღვდელმა ეგნატე ყარამანის ძე მენთეშაშვილმა და ბლაღოჩინმა კირილე სვიმონის ძე ღვთისავრიშვილმა.

1915

ტიპი: თანამდებობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის განყოფილების გამგეობის ანგარიშის თანახმად, 1914 წელს იაკობ დავითის ძე მენთეშაშვილი სასწავლო წიგნების საწყობის გამგედ იქნა არჩეული (გამგეობის თავმჯდომარე, მღვდელი კონდრატე ნინიკაშვილი; ხაზინადარი სოლომონ კურცხალია, გამგეობის წევრები: მღვდელი ეგნატე მენთეშაშვილი, იაკობ მენთეშაშვილი).

1915

ტიპი: ღონისძიება

1914 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის ფილიალის გამგეობამ შეძლო სამყოფელი გამოენახა ადგილობრივი ბიბლიოთეკა-სამკითხველოსთვის: წელიწადში 48 მანეთად მოურიგდა მღვდლის – იოსებ ტუკუშაშვილის ქვრივს და მის სახლში ორი პატარა ოთახი ერთ ფართო სამკითხველოდ გადააკეთა (გამგეობის თავმჯდომარე – მღვდელი კონდრატე ნინიკაშვილი, ხაზინადარი სოლომონ კურცხალია, გამგეობის წევრები: იაკობ მენთეშაშვილი, მღვდელი ეგნატე მენთეშაშვილი).

1915

ტიპი: თანამდებობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის ფილიალის გამგეობის (თავმჯდომარე – მღვდელი კონდრატე ნინიკაშვილი) 1914 წლის ანგარიშის თანახმად, განყოფილების გასაძლიერებლად წარმოდგენა-სეირნობების გამართვა ალექსანდრე ნადირაშვილს ჰქონდა დაკისრებული.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 4 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების სარევიზიო კომისიის ოქმში წერია, რომ სარევიზიო კომისიამ განიხილა 1915, 1916, 1917, 1918 და 1919 წლების ანგარიშები, რომლებიც წესისამებრ იყო შედგენილი. ანგარიშებიდან ვიგებთ, რომ განყოფილების ძირითადი შემოსავლის წყარო სტამბა იყო, რომელსაც ერთი პირი ხელმძღვანელობდა. ანგარიშს ხელს აწერენ სარევიზიო კომისიის წევრები მირიან ბასილია და ისიდორე კვიცარიძე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის პირველ აპრილს დაბა გუდაუთაში ჩატარდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გუდაუთის განყოფილების საერთო კრება. საზოგადოების თავმჯდომარე იუსტინე გერასიმეს ძე მგალობლიშვილმა დამსწრეთ წარუდგინა 1917 წლის შემოსავალ-გასავლის ანგარიში, რომელიც კრებამ ერთხმად დაამტკიცა და 1918 წლის სავარაუდო ხარჯთაღრიცხვა, რომელიც კრებამ მიიღო.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის პირველ აპრილს დაბა გუდაუთაში ჩატარდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გუდაუთის განყოფილების საერთო კრება, რომელზეც იმსჯელეს მღვდლის არჩევის შესახებ. კრებამ დაადგინა ორი კანდიდატი: ი. ნაჭყებია და ა. ვეკუა. ფარული კენჭისყრის შედეგად ვეკუამ მიიღო 62 ხმა, ხოლო ნაჭყებიამ 50. არჩევნების შედეგებმა საკმაო აურზაური გამოიწვია და თავმჯდომარე იუსტინე მგალობლიშვილს ხალხის დაწყნარება მოუხდა. მან განუმარტა საზოგადოებას, რომ ვისაც არჩევნები უკანონოდ მიაჩნდა, შეეძლო გაპროტესტება ერთი კვირის განმავლობაში. თუ პროტესტი საყურადღებო იქნებოდა შეიძლებოდა კრების ხელმეორედ მოწვევაც.

1915

ტიპი: თანამდებობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის ფილიალის 1914 წლის ანგარიშის თანახმად, გამგეობამ (თავმჯდომარე – მღვდელი კონდრატე ნინიკაშვილი) ალექსანდრე ჯანყარაშვილს დაავალა ფულის დასაბრუნებლად სამკითხველოს მოვალეებთან მოლაპარაკება.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის პირველ აპრილს დაბა გუდაუთაში გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გუდაუთის განყოფილების საერთო კრებაზე საზოგადოების თავმჯდომარე იუსტინე გერასიმეს ძე მგალობლიშვილმა დამსწრეთ წარუდგინა 1917 წლის შემოსავალ-გასავლის ანგარიში, რომლის მიხედვით საზოგადოებას, 1916 წლიდან გადმოყოლილი თანხიანად, სულ ჰქონდა 7379 მან. 63 კაპ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის პირველ აპრილს დაბა გუდაუთაში გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გუდაუთის განყოფილების საერთო კრებაზე საზოგადოების თავმჯდომარე იუსტინე გერასიმეს ძე მგალობლიშვილმა დამსწრეთ წარუდგინა 1917 წლის შემოსავალ-გასავლის ანგარიში, რომლის მიხედვით სულ შემოსულა 11721 მან. 76 კაპ., ხოლო დახარჯულა 7924 მან. 98 კაპ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას გუდაუთის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა განყოფილების გამგეობის 1918 წლის მოქმედების ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით, განყოფილებას სარევიზიო კომისიის გარდა სხვა კომისია არ შეუქმნია. დოკუმენტს ხელს აწერენ გუდაუთის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე ვარვარა პართენის ასული მასხულია და გამგეობის მდივანი ნადეჟდა რაჟდენის ასული გიგაუროვა.

1918

ტიპი: ორგანიზაცია

1918 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობას გუდაუთის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა 1918 წლის საქმიანობის ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით, განყოფილების გამგეობის წევრები იყვნენ პორფილე ნიკოლოზის ძე რობაქიძე, იორდანე კონსტანტინეს ძე კარტოზია და პლატონ ჭავჭანიძე.

1918

ტიპი: ორგანიზაცია

1918 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობას გუდაუთის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა 1918 წლის საქმიანობის ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით, განყოფილების გამგეობის წევრები იყვნენ: ნიკოლოზ ხომერიკი, იასონ გიორგის ძე გვაზავა, ნოე კინტირიას ძე ჭანტურაია და ალექსანდრე უჩას ძე მიგინეიშვილი.

1918

ტიპი: ორგანიზაცია

1918 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას გუდაუთის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა 1918 წლის საქმიანობის ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით, განყოფილების გამგეობის წევრები იყვნენ: მარიამ პართენის ასული საბაშვილისა, ელენე ნიკოლოზის ასული ნადარეიშვილისა, ივანე იოსების ძე მგელაძე და იროდიონ დიმიტრის ძე ჩხიკვაძე.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას გუდაუთის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა განყოფილების გამგეობის 1918 წლის მოქმედების ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით, განყოფილების თავმჯდომარე იყო ვარავარა პართენის ასული მასხულია, მისი ამხანაგი – კირილე ნესტორის ძე პაჭკორია, მდივანი – ნადეჟდა რაჟდენის ასული გიგაუროვა, ხაზინადარი – გიორგი თომას ძე ზენაიშვილი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას გუდაუთის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა განყოფილების გამგეობის 1918 წლის მოქმედების ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით, გუდაუთაში განყოფილებას ეკუთვნოდა მხოლოდ ერთი ორგანყოფილებიანი სკოლა. დოკუმენტს ხელს აწერენ გუდაუთის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე ვარვარა პართენის ასული მასხულია და გამგეობის მდივანი ნადეჟდა რაჟდენის ასული გიგაუროვა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას გუდაუთის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა განყოფილების გამგეობის 1918 წლის მოქმედების ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით, გუდაუთის განყოფილების გამგეობა აპირებდა: ეთხოვა ქალაქისათვის მიწა-ადგილი სკოლის შენობისთვის, გაეხსნა სკოლის ბიბლიოთეკა, დაემატებინა მესამე განყოფილება და მოეწვია მეორე მასწავლებელი. დოკუმენტს ხელს აწერენ გუდაუთის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე ვარვარა პართენის ასული მასხულია და გამგეობის მდივანი ნადეჟდა რაჟდენის ასული გიგაუროვა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას გუდაუთის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა განყოფილების გამგეობის 1918 წლის მოქმედების ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით, საანგარიშო წელს განყოფილებას ჰყავდა 190 ნამდვილი წევრი. დოკუმენტს ხელს აწერენ გუდაუთის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე ვარვარა პართენის ასული მასხულია და გამგეობის მდივანი ნადეჟდა რაჟდენის ასული გიგაუროვა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას გუდაუთის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა განყოფილების 1917 წლის გასავლის ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით, სკოლის შესანახად გამოყოფილი იყო 2854 მან. 73 კაპ., ტყვედ წაყვანილი ჯარისკაცების ოჯახებს გამგეობამ აღმოუჩინა დახმარება – 762 მან., სხვა პირებზე დაიხარჯა 528 მან. 28 კაპ., მოსამსახურე პირთა გასამრჯელოს სახით – 2460 მან., დამხმარე პერსონალის ჯამაგირის სახით – 360 მან. სულ 1917 წელს დაიხარჯა 2760 მან. დოკუმენტს ხელს აწერენ გუდაუთის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე მარიამ პართენის ასული საბაშვილისა და გამგეობის ხაზინადარი იასონ იესეს ძე გიგიბერია.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას გუდაუთის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა განყოფილების 1917 წლის შემოსავლის ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით, სულ 1917 წელს შემოვიდა 9772 მან. 92 კაპ. დოკუმენტს ხელს აწერენ გუდაუთის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე მარიამ პართენის ასული საბაშვილისა და გამგეობის ხაზინადარი იასონ იესეს ძე გიგიბერია.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას გუდაუთის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა განყოფილების 1917 წლის შემოსავლის ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით, გასული წლის ნაშთი იყო 7624 მან. 63 კაპ., სეირნობებიდან, საღამოებიდან და წარმოდგენებიდან შემოვიდა 9772 მან. 92 კაპ. დოკუმენტს ხელს აწერენ გუდაუთის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე მარიამ პართენის ასული საბაშვილისა და გამგეობის ხაზინადარი იასონ იესეს ძე გიგიბერია.