საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81196

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 18 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ ქაღალდის უქონლობის გამო იოსებ ავალიშვილის არითმეტიკის სახელმძღვანელოს გამოცემა დროებით შეაჩერეს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 18 სექტემბერს თევდორე კიკვაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სამურზაყანოს სამაზრო ერობის გამგეობის თხოვნა 200 000 მანეთის ოდენობის კრედიტის გახსნის შესახებ. გამგეობამ გადაწყვიტა, 100 000 მანეთის ოდენობის კრედიტის მიეცა ორი თვის ვადით.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წელს სიმონ ოქროპირის ძე წულაია, ფეოდოსია ბეჟურის ასული წულაიასი, ალექსანდრე სოლომონის ძე წულაია, ნიკოლოზ ვარდენის ძე წერეთელი, სავლე ნიკოლოზის ძე წერეთელი, ბიქტორ ანდრიას ძე წოწონავა, არსენ სიმონის ძე წითლიძე და ლუკა სიმონის ძე წულეისკირი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების წევრები იყვნენ.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წელს ლიპა კონსტანტინეს ასული ჩახვაძისა, ივანე იესეს ძე ჩახვაძე, ივანე ზურაბის ძე ჩხეიძე, არსენ ივანეს ძე ჩიხლაძე, გერონტი ჩხოიძე, კლიმენტი სარდიონის ძე ჩხაიძე, ნესტორ გიგოს ძე ჩარგეიშვილი და ნიკოლოზ გიორგის ძე ჩხაიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების წევრები იყვნენ.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წელს მიხეილ დავითის ძე ჩავლეიშვილი, იაკობ ბეჟანის ძე ჩხიკვაძე, ლიდა სამსონის ასული ჩხიკვაძე, მიხეილ დავითის ძე ჩოჩია, გრიგოლ კიმოთეს ძე ჩიტიაშვილი, ივანე ფირანის ძე ჩხენკელი, ნიკოლოზ ივლიანეს ძე ჩხაიძე და თეოფანე იესეს ძე ჩახვაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების წევრები იყვნენ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 18 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს მურად გულთაიშვილისა და სულეიმან კაიკაციშვილის თხოვნა თვიური სტიპენდიის 3 000 მანეთამდე გაზრდის შესახებ. გამგეობამ საკითხის განხილვა შემდეგი კვირისთვის გადადო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 11 სექტემბერს ვარლამ ბურჯანაძე, იპოლიტე ვართაგავა, მეთოდე კაკაბაძე, შიო დედაბრიშვილი და იოსებ გიორგობიანი სეით იაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 18 სექტემბერს თევდორე კიკვაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე კავკავის ქართული სკოლის შესანახად 100 000 მანეთის გადადება გადაწყვიტეს.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წელს ნოე ნიკოლოზის ძე ჩხატარაიშვილი, კირილე ივანეს ძე ჩიხლაძე, ნოე სოლომონის ძე ჩხენკელი, გიორგი ონისიმეს ძე ჩიკაშვილი, იაგორ იესეს ძე ჩხაიძე, ლუკა ქიშვარდის ძე ჩხატარაიშვილი, აქვსენტი ალექსის ძე ჩაგანავა და კონსტანტინე ანტონის ძე ჩხარტიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების წევრები იყვნენ.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წელს იოსებ სიმონის ძე ცინცაძე, პოლიკარპე ალექსის ძე ცინცაძე, ყადირ ცინცაძე, საბა მაქსიმეს ძე ცაგარეიშვილი, ისმაილ მემედ ცეცხლაძე, ივანე ილარიონის ძე ცხომელიძე, რევაზ არჩილის ძე ციციშვილი და ნატალია ივანეს ასული ციცქიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების წევრები იყვნენ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 18 სექტემბერს თევდორე კიკვაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სამტრედიის რაიონის კოოპერატივთა კავშირ „კონას“ თხოვნა 400 000 მანეთის ოდენობის კრედიტის გახსნის შესახებ. თავმდებად უდგებოდა კოოპერატივის ბანკი. გამგეობამ ერთი თვის ვადით 200 000 მანეთის ოდენობის კრედიტის მიცემა გადაწყვიტა.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წელს ყაისარ ფილიპეს ძე ჩხიკვაძე, ვალერიან ვატას ძე ჩხაიძე, პორფილე ონისიმეს ძე ჩიკაშვილი, ტარიელ ბესარიონის ძე ჩიქვანი, შახბაზ ჩიჯავაძე, ტარასი ელიზბარის ძე ჩხაიძე, მარიამ ერასტოს ასული ჩხაიძისა და ლუკა გერასიმეს ძე ჩახაია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების წევრები იყვნენ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 11 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს მოხსენება ილიას ძეგლის ადგილის ნიაღვრისგან დაცვის შესახებ. გამგეობამ ადგილის გასასუფთავებლად 3 000 მანეთის გადადება გადაწყვიტა და მისი დათვალიერება იოსებ გიორგობიანს დაავალა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1914 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის ფილიალის გამგეობამ 45 მანეთად თორმეტი ჩალის სკამი შეუძინა ადგილობრივ ბიბლიოთეკას, ჯუგაანის ბიბლიოთეკას კი 20 მანეთის შემწეობა აღმოუჩინა სამკითხველოს მოსაწყობად (გამგეობის თავმჯდომარე – მღვდელი კონდრატე ნინიკაშვილი, ხაზინადარი – სოლომონ კურცხალია, გამგეობის წევრები: მღვდელი ეგნატე მენთეშაშვილი, იაკობ მენთეშაშვილი).

1915

ტიპი: ღონისძიება

საწევროების გადაუხდელობის გამო მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში ჩავარდნილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის განყოფილების გამგეობამ 1915 წელს ყველა სოფელში აირჩია საპატიო პირები, რომელთაც ქვითრების წიგნით კარდაკარ უნდა ჩამოევლოთ წევრებისათვის და განყოფილების კუთვნილი თანხა აეკრიფათ (გამგეობის თავმჯდომარე – მღვდელი კონდრატე ნინიკაშვილი, ხაზინადარი – სოლომონ კურცხალია, მდივანი – ალექსანდრა მჭედლიშვილი).

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წელს სერაპიონ იაკობის ძე შენგელია, გიორგი დავითის ძე შენგელია, ისიდორე დავითის ძე შოვნაძე, მინა ესტატეს ძე შათირიშვილი, გიორგი ხოსროს ძე შოშიტაიშვილი, სოფიო შოშიტაიშვილისა, შაისმილ ყადე ზადე შუშანაძე და ალექსი გიორგის ძე შარტავა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების წევრები იყვნენ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 18 სექტემბერს თევდორე კიკვაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ქუთაისის მასწავლებელთა კავშირის გამგეობის თხოვნა 100 000 მანეთის ოდენობის კრედიტის გახსნის შესახებ. გამგეობამ კრედიტის ერთი თვის ვადით მიცემა გადაწყვიტა.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წელს ირაკლი ნიკიფორეს ძე ღლონტი, ვასილ ბარნაბის ძე ღლონტი, გიორგი მოსეს ძე ღლონტი, ივანე კარპეზის ძე ღლონტი, პანტელეიმონ ათანასეს ძე ტუსკია, სტანისლავ სიმონის ძე ტატილოვი, თეიმურაზ თორია და ონიფანტე ოსეყმას ძე რამიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების წევრები იყვნენ.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წელს დავით ოქროპირის ძე ქემოკლიძე, ივანე იაკობის ძე ქურთოშვილი, ბარნაბა ირაკლის ძე ქუთათელაძე, ივანე სტეფანეს ძე ქილარჯოვი, აკაკი (ფავი) ივანეს ძე ქებულაძე, ესტატე თეიმურაზის ძე ქოჩაკიძე, ილია ივანეს ძე ფერაძე და ლავრენტი ივანეს ძე ფანცულაია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების წევრები იყვნენ.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წელს ილარიონ დიმიტრის ძე ყუფარაძე, სამსონ ლუკას ძე ყაზაიშვილი, გიორგი ილარიონის ძე ყენია, ამბაკო ლევანის ძე ყუფარაძე, სერგო ყუფარაძე, კონსტანტინე ივანეს ძე ყაზაიშვილი, ლავრენტი ალექსის ძე ფირცხალავა და ივანე ივანეს ძე ფანცულაია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების წევრები იყვნენ.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წელს პორფილე საბას ძე ქემხაძე, ლეონიდე სიმონის ძე ქიქოძე, ნინო დავითის ასული ქიქოძისა, მიხეილ ოქროპირის ძე ქემოკლიძე, გალაქტიონ ოქროპირის ძე ქემოკლიძე, ოლღა ივანეს ასული ქემოკლიძისა, ეფემია მიხეილის ასული ქემოკლიძე და იულია მიხეილის ასული ქემოკლიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების წევრები იყვნენ.

1915

ტიპი: გარდაცვალება

1915 წლის 24 მარტს სოფლის სკოლის დარბაზში გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის განყოფილების წევრთა წლიური კრება, რომელიც დილის 11 საათზე გახსნა გამგეობის თავმჯდომარემ, მღვდელმა კონდრატე ნინიკაშვილმა. მონაწილეებმა ფეხზე ადგომით პატივი მიაგეს დიდებული მგოსნის, აკაკი წერეთლისა და თავდადებული საზოგადო მოღვაწის, ვარლამ გელოვანის ხსოვნას.

1915

ტიპი: განათლება

1915 წლის 24 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის განყოფილების საერთო კრებამ შემდეგი შესწორებები შეიტანა წლის ხარჯთაღრიცხვაში: სასწავლო წიგნებისა და ნივთების საწყობისათვის გადაიდოს 200 მანეთი, ქვემო მაჩხაანის ბიბლიოთეკა-სამკითხველოსთვის – 160 მან., ჯუგაანის სამკითხველოსთვის – 80 მან., ზემო მაჩხაანისთვის – 70 მან. (გამგეობის თავმჯდომარე – მღვდელი კონდრატე ნინიკაშვილი, მდივანი – ალექსანდრა მჭედლიშვილი).

1915

ტიპი: განათლება

1915 წლის 24 მარტს გამართულ კრებაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის განყოფილებამ წლის ხარჯთაღრიცხვაში 80 მანეთის სახალხო და საბავშვო წიგნაკები გაითვალისწინა იმ სოფლებისთვის, სადაც არ ჰქონდათ ბიბლიოთეკა-სამკითხველოები, სახელდობრ – მირზაანში, ტიბაანში, არბოშიკში, ოზაანსა და ასანურში სოფლის მასწავლებელთა პასუხისმგებლობით დარიგდებოდა აღნიშნული ლიტერატურა (გამგეობის თავმჯდომარე – მღვდელი ეგნატე ნინიკაშვილი, მდივანი – ალექსანდრა მჭედლიშვილი).

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წლის 24 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის განყოფილების საერთო კრებამ წარმოდგენა-სეირნობათა გასამართავი კომისიის წევრებად აირჩია შემდეგი პირები: ოლღა ნატროშვილი, ელენე ბოსტაშვილი, ივლიტა მენთეშაშვილი, ალექსანდრე ნადირაშვილი, ვასო ალუღიშვილი, ზაქარია სარალიძე, ალექსანდრე ჯანყარაშვილი; თავის მხრივ, კომისიამ აირჩია ხაზინადარი (ალ. ჯანყარაშვილი) და მისი თანაშემწე (ელენე ბოსტაშვილი). კრებამ კომისიას მოქმედების თავისუფლება მიანიჭა, მხოლოდ მატერიალური საკითხები უნდა შეეთანხმებინათ გამგეობის წევრებთან.