რეგისტრირებული ფაქტები92415
სორტირება თარიღი მზარდობით
1896
ტიპი: ღონისძიება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნის მაღაზიის ანგარიშის მიხედვით, 1896-97 წლებში სენაკის სათავადაზნაურო სკოლისთვის სამსონ ყიფიანს გაეგზავნა: 1896 წელს − 117.60 მან., 1897 წელს − 18 მან., სულ − 135 მან. და 60 კაპ. ღირებულების წიგნები.
1896
ტიპი: ღონისძიება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნის მაღაზიის ანგარიშის მიხედვით, 1896 წლის 20 სექტემბერს სენაკის სათავადაზნაურო სკოლისთვის სამსონ ყიფიანს გაეგზავნა: 50 ცალი დედაენა, თითო − 32 კაპიკად, სულ − 16 მანეთის, 50 რუსკოე სლოვო, I ნაწილი − 32 კაპ. − 16 მან., 60 რუსკოე სლოვო, II ნაწილი − 32 კაპ. − 19.20 მან., 300 რვეული − 4 კაპ. 12 მან., 40 ბუნების კარი − 70 კაპ. − 28 მან., 40 „იავნანამ რა ჰქმნა“ − 8 კაპ. − 3.20 მან., 120 „მოსავლის მცველნი“ − 16 კაპ. 19.20 მან., 50 „თავდადებულნი ქართველნი“ − 8 კაპ. − 4 მან., ჯამში 117.60 მანეთის.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წლის 21 სექტემბერს კიწიაში გაიხსნა ორკლასიანი სამრევლო სკოლა, რომლის დირექტორი იყო ბლაღოჩინი კონდრატე მალაქიას ძე ჩაჩიბაია.
1896
ტიპი: ავტორობა
1896 წლის 21 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მდივანმა დავით კარიჭაშვილმა სენაკის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორ სამსონ ყიფიანს მისი მოთხოვნისა და 18 სექტემბრის საზოგადოების წერილის თანახმად, 117 მან. 60 კაპ. ღირებულების წიგნები გაუგზავნა.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წლის ოქტომბერში ქუთაისის საოლქო სასამართლოში 1895 წელს ურიების წინააღმდეგ აჯანყებულების საქმე განიხილეს. პროცესის თავმჯდომარე იყო ლიტოვჩენკო, პროკურორი კი – ჟუკოვსკი.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ოქტომბერში დადგმულ სპექტაკლში „მბჟუტავნი ცეცხლნი“ ბარბარე ავალიშვილისა ლიდიას როლს ასრულებდა, ხოლო ბარამიძე – აკულინას.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წლის ოქტომბერში თბილისის, ქალაქის ინჟინერმა, მერჟანოვსკიმ, თანამდებობა დატოვა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ოქტომბერში ბართლომე კილაძისა და ექვთიმე ივანეს ძე ხელაძის სტამბაში დაიბეჭდა მამია გურიელის თხზულებები ავტორის სურათით.
1896
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1896 წლის ოქტომბერში მსახიობ მარიამ მიხეილის ასულ საფაროვა-აბაშიძისას პნევმონია ჰქონდა.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წლის ოქტომბერში ქართული დრამატული საზოგადოების დასის მიერ დადგმული სპექტაკლების – „მე მინდა კნეინა გავხდე“ და „დროებითი სიყვარული“ – რეჟისორი იყო ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი იყო, ხოლო ადმინისტრატორი – კ. შათირიშვილი.
1896
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1896 წლის ოქტომბერში კავკასიის მთავარმართებელი, გენერალ-ადიუტანტი სერგეი ალექსანდრეს ძე შერემეტიევი ავად იყო.
1896
ტიპი: გარდაცვალება
1896 წლის ოქტომბერში გორელი ვექილი შაიშმელოვი ყაჩაღებმა დუშეთის მაზრაში მოკლეს.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ოქტომბერში დუშეთის მაზრაში ვექილ შაიშმელოვის მკვლელობას ბოქაული შალიკაშვილი იძიებდა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ოქტომბრიდან წმინდა სინოდის დადგენილებით ქუთაისის ეკლესიების ბლაღოჩინის, ნესტორ ყუბანეიშვილის, წიგნი „სახელმძღვანელო საღვთო სჯულის შესასწავლად“ საქართველოს საეგზარქოსო ერთკლასიან სკოლებში საღვთო სჯულის დამხმარე სახელმძღვანელო გახდა.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წლის ოქტომბრის ბოლოს თბილისის პოლიციის პირველი ნაწილის ბოქაულის თანაშემწემ, წულუკიძემ თანამდებობა დატოვა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ოქტომბერში სპირიდონ ჭელიძე და იოსებ იმედაშვილი ოლღა ბეჟანიშვილის მიერ თარგმნილ ჰარიეტ ბიჩერ სტოუს „ბიძია თომას ქოხს“ გამოსაცემად ამზადებდნენ.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ოქტომბრის ბოლოს ფითოევის სამოყვარულო თეატრში რუსმა სცენისმოყვარეებმა შექსპირის კომედია „აურზაური არაფრის გამო“ დადგეს. ნამდვილი მსახიობებივით ითამაშეს ბენედიქტეს როლის შემსრულებელმა, მაკაროვმა და ბეატრიჩეს როლის შემსრულებელმა, პაპკევიჩისამ.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წლის შემოდგომაზე თბილისის სატყეო მეურნეობის ხელმძღვანელმა, ვ. ი. ლისნევსკიმ თანამდებობა დატოვა.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წლის ოქტომბერში თბილისის ქალაქის საბჭომ აირჩია მუდმივი საფინანსო კომისია, რომლის წევრები იყვნენ: პ. მ. არღუთაშვილი-მხარგრძელი, კ. მ. ალიხანოვი, ა. ს. ბაბოვი, ა. თ. ფრიდონოვი, ი. ა. თაიროვი, მ. ი. თამამშოვი და ა. ი. შახაზიზოვი-კამსარაკანი.
1896
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1896 წლის ოქტომბერში ეკატერინა პამპალოვისამ პროკურორს განუცხადა, რომ შიხი ტუსიშვილს ცოლად თავისი ნებით გაჰყვა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ოქტომბრის ბოლოს დანიშნული გრიგოლ კონსტანტინეს ძე აბაშიძისა და მკვლელობაში ბრალდებული მოდებაძის საქმე განსახილველად 7 იანვრისთვის გადაიდო.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ოქტომბერში ადვოკატი ალ. ქოჩაქიძე სოჭში დაზარალებულ მეგრელ მედუქნეებს იცავდა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ოქტომბრის ბოლოს ტატიანა შჩერბაკოვისა, რომელმაც კარბოლის მჟავით თვითმკვლელობა სცადა, მიხეილის საავადმყოფოში გადაიყვანეს და გადაარჩინეს.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ოქტომბერში ქართული დრამატული საზოგადოების დასის მიერ დადგმული სპექტაკლის „მბჟუტავნი ცეცხლნი“ რეჟისორი იყო ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი, ხოლო ადმინისტრატორი – კ. შათირიშვილი.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წლის ოქტომბერში ელისაბედ ანდრუშკევიჩისა ოლგას ქუჩაზე მდებარე ქალთა სკოლაში ხელსაქმის მასწავლებლად დაინიშნა.

