საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81196

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წელს ანდრია მაქსიმეს ძე ლოლუა, სოფიო დიმიტრის ასული ლოლუასი, ნატალია ანდრიას ასული ლოლუა, ალექსანდრე ივანეს ძე ლორია, ვლადიმერ ფილიპეს ძე ლომაძე, ვარლამ ივანეს ძე ლომიძე, იოსებ დიმიტრის ძე ლიონიძე და მიხეილ ალექსის ძე ლოლუა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების წევრები იყვნენ.

1915

ტიპი: სტატუსი

1914 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის ფილიალის 41 წევრს შორის ირიცხებოდნენ შემდეგი პირები: ნიკო ნოდარის ძე კორაშვილი, მიხეილ ივანეს ძე ჯანყარაშვილი, გრიგოლ ნასყიდას ძე ბერძნიშვილი, ბლაღოჩინი კირილე ღვთისავარიშვილი, იღუმენი დიმიტრი, იოსებ ტატოს ძე ქადაგიძე, ალექსანდრე დავითის ძე თათარაშვილი, მიხეილ არსენის ძე მატიაშვილი, რაჟდენ იოსების ძე კიკილაშვილი, გიგა ისაკის ძე მჭედლიშვილი, მღვდელი ილია შანშიაშვილი, შაქრო გლახას ძე სალარიძე, გიგო მალხაზის ძე ლაპიაშვილი, მღვდელი ილია სტეფანეს ძე ალადაშვილი, გიორგი სიმონის ძე პაიჭაძე, დიმიტრი მიხეილის ძე გონაშვილი, ზურაბ ლუარსაბის ძე ნაცვლიშვილი, ლევან დავითის ძე კობიაშვილი, სტეფანე დავითის ძე ალადაშვილი, მიხეილ დიმიტრის ძე ნასიძე, ნიკო მელექსიშვილი.

პირები
დიმიტრი ალექსანდრეს ძე მატიაშვილი ალექსანდრე დავითის ძე თათარაშვილი იოსებ დიმიტრის (ტატოს) ძე ქადაგიძე ნიკოლოზ პაატას ძე მელექსიშვილი მიხეილ დიმიტრის ძე ნასიძე სტეფანე დავითის ძე ალადაშვილი ლევან დავითის ძე კობიაშვილი ზურაბ ლუარსაბის ძე ნაცვლიშვილი დიმიტრი მიხეილის ძე გონაშვილი გიორგი სიმონის ძე პაიჭაძე იღუმენი დიმიტრი (იონისე მაქსიმეს ძე ყარყარაშვილი) კირილე სვიმონის ძე ღვთისავრიშვილი (ღვთისავარიშვილი) გრიგოლ (გიგო) ნასყიდას ძე ბერძენიშვილი (ბერძნიშვილი) მიხეილ ივანეს (წყალობას) ძე ჯანყარაშვილი ილია სტეფანეს ძე ალადაშვილი გრიგოლ (გიგო) მალხაზის ძე ლაპიაშვილი ზაქარია (შაქრო) გლახას ძე სარალიძე (სალარიძე) ილია ალექსანდრეს ძე შანშიაშვილი გიგა ისაკის ძე მჭედლიშვილი რაჟდენ იოსების ძე კიკილაშვილი (კიკალაშვილი, კიკალეიშვილი) მიხეილ არსენის ძე მატიაშვილი ნიკოლოზ ნოდარის ძე კორაშვილი
წყარო

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 4 აპრილს გროზნოში სვიმონ არჩილის ძე ციციშვილის თავმჯდომარეობით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ადგილობრივი განყოფილების დამფუძნებელი წევრების კრება გაიმართა. კრებას 200 კაცი დაესწრო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 12 აგვისტოს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სამხედრო მინისტრის შუამდგომლობა საავიაციო გუნდის უფროსი მაიორის, ნიკოლოზ მაყაშვილის დიდუბის პანთეონში დაკრძალვის ნებართვის მიცემის შესახებ. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 4 სექტემბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს შორაპნის სამაზრო ერობის გამგეობის თხოვნა 200 000 მანეთამდე კრედიტის გახსნის შესახებ. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 4 სექტემბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სენაკის სამაზრო ერობის გამგეობის თხოვნა 100 000 მანეთის ოდენობის კრედიტის გახსნის შესახებ. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 4 აპრილს გროზნოში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ადგილობრივი განყოფილების დამფუძნებელმა კრებამ, რომელსაც თავმჯდომარეობდა სვიმონ არჩილის ძე ციციშვილი, მთავარგამგეობას საწევრო გადასახადი – 30 მანეთი გაუგზავნა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 4 სექტემბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ საზოგადოების ივლისის შემოსავალი 707 899. 07 მანეთი იყო, გასავალი – 545 256. 08 მან.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 4 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს თედო სახოკიას თხოვნა ვაჟა-ფშაველას ნაწერების ბიბლიოგრაფიის შესადგენად 120-საათიანი მუშაობისთვის ჯამაგირის მიცემის შესახებ. გამგეობამ გადაწყვიტა 6 000 მანეთი მიეცა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 4 სექტემბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ ქუთაისის განყოფილების გამგეობა ხსნიდა წიგნის მაღაზიას და ითხოვდა საზოგადოების ყველა გამოცემას, აგრეთვე თბილისის სხვა გამოცემებს საკომისიოდ. გამგეობამ ყველა თავისი გამოცემის გაგზავნა გადაწყვიტა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის განყოფილებაში ირიცხებოდა 33 წევრი მას შემდეგ, რაც გავიდა – 15 და შეემატათ – 7; განყოფილების შემოსავალი შეადგენდა 240 მანეთსა და 32 კაპიკს, გასავალი – 169 მანეთსა და 27 კაპიკს; ბიბლიოთეკების შესანახად დაიხარჯა 69 მანეთი და 10 კაპიკი. განყოფილების წლიურ ანგარიშს ხელი მოაწერეს გამგეობის თავმჯდომარემ, მღვდელმა კონდრატე დავითის ძე ნინიკაშვილმა, ხაზინადარმა სოლომონ გრიგოლის ძე კურცხალიამ და მდივანმა ალექსანდრა მიხეილის ასულმა მჭედლიშვილმა.

1915

ტიპი: ღონისძიება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის ფილიალის 1915 წლის გასავლის ნაწილში აღნიშნულია ეთნოგრაფიული საზოგადოებისთვის აკაკის ფონდში გადარიცხული 17 მან.,86 კაპ.(გამგეობის თავმჯდომარე – მღვდელი კონდრატე ნინიკაშვილი, ხაზინადარი – სოლომონ კურცხალია, მდივანი – ალექსანდრა მჭედლიშვილი).

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის ფილიალში ისე გაჭირდა საწევროების გადახდის საქმე, რომ თავმჯდომარემ – მღვდელმა კონდრატე ნინიკაშვილმა და ხაზინადარმა სოლომონ კურცხალიამ თავად დაიარეს კარდაკარ ქვემო მაჩხაანი და ასე შეძლეს განყოფილების კუთვნილი ფულის შეგროვება.

1915

ტიპი: ღონისძიება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის ფილიალის წარმოდგენა-სეირნობათა გასამართავად შექმნილმა კომისიამ მხოლოდ ერთი სალიტერატურო საღამო მოაწყო 1915 წლის 9 ივნისს აკაკი წერეთლის დაბადების დღის აღსანიშნავად (შემოსავალი – 17 მანეთი და 86 კაპიკი). განყოფილების ანგარიშის თანახმად, საომარი მდგომარეობით გამოწვეულ საზოგადო უხალისობას კომისიის მოთავეთა შორის უთანხმოებაც დაერთო და მეტი აღარც შეკრებილან (გამგეობის თავმჯდომარე – მღვდელი კონდრატე ნინიკაშვილი, ხაზინადარი – სოლომონ კურცხალია, მდივანი – ალექსანდრა მჭედლიშვილი).

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის ბოლოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის განყოფილებას შესაძლებლობა მიეცა გახსნილი ყულაბებიდან ამოღებული თანხით ფილიალის სამივე ბიბლიოთეკა მოემარაგებინა საჭირო გაზეთებით (გამგეობის თავმჯდომარე – მღვდელი კონდრატე ნინიკაშვილი, ხაზინადარი – სოლომონ კურცხალია, მდივანი – ალექსანდრა მჭედლიშვილი).

1915

ტიპი: ავტორობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის განყოფილების 1915 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ სირთულეების მიუხედავად, განყოფილებას იმედი ჰქონდა 1916 წელს წევრები შემოემატებოდა, რადგან საწევრო გადასახადი ერთ მანეთანდე იყო შემცირებული. ამასთან, ქიზიყში იზრდებოდა ღირსეული ახალგაზრდობა, რომელიც მიხვდებოდა, რომ ინტელიგენტობა კაცს მარტო სუფრის თავში დაჯდომას კი არ ავალებდა, არამედ შრომასა და პატარა წვლილის შეტანას სამამულიშვილო საქმეში, ამიტომ გასართობად და საყოყლოჩინოდ არ ჩაეწერებოდა ამ საზოგადოების წევრად. ანგარიშს ხელი მოაწერეს გამგეობის თავმჯდომარემ, მღვდელმა კონდრატე დავითის ძე ნინიკაშვილმა, ხაზინადარმა სოლომონ გრიგოლის ძე კურცხალიამ და მდივანმა ალექსანდრა მიხეილის ასულმა მჭედლიშვილმა.

1900

ტიპი: სახელი

ქ. სიღნაღის ნოტარიუსის – კონსტანტინე ივანეს ძე ჯაფარიძის მიერ 1900 წლის 9 მარტს დამოწმებული საბუთის თანახმად, სანოტარო კანტორა (ოფისი) ქალაქში, ივერიის მონასტრის სახლში იყო განთავსებული.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის 9 მარტს ქალაქ სიღნაღის ნოტარიუსმა კონსტანტინე ივანეს ძე ჯაფარიძემ დაამტკიცა ექვსპუნქტიანი საიჯარო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ქვემომაჩხაანელი გლეხი თევდორე გიორგის ძე შანშიაშვილი თავის ხეხილის ბაღს (სიგრძე – 16 საჟენი, სიგანე – 6,5 საჟენი) ხუთწლიანი იჯარით გადასცემდა მღვდელს იოსებ გრიგოლის ძე ტუკუშევს. მოიჯარე საკუთარი შეხედულებისამებრ მოიხმარდა აღნიშნულ ხილნარს, სანაცვლოდ კი ამავე ბაღში ააშენებდა და გამართავდა ორსართულიან ქვის სახლს – ხუთი ოთახითა და ორი აივნით. მღვდლის ოჯახს შეეძლო ამ სახლში ეცხოვრა დათქმულ ვადამდე, შემდეგ კი სახლიცა და ხეხილის ბაღიც შანშიაშვილისათვის უნდა გადაეცა. ტუკუშევი შანშიაშვილისაგან მიიღებდა ერთიან თანხას – 4500 მანეთს. პირობის დამრღვევ მხარეს 500 მანეთის პირგასამტეხლო დაეკისრებოდა. ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს იოსებ გრიგოლის ძე ტუკუშევმა და სიღნაღელმა მეშჩანმა დავიდ გასპარის ძე ყალაბეგოვმა, წერა-კითხვის უცოდინარი თევდორე (თედო) გიორგი ძე შანშიაშვილის ნაცვლად

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 29 სექტემბერს ვარლამ ბურჯანაძე, შიო დედაბრიშვილი, იპოლიტე ვართაგავა, კირილე ნინიძე, სეით იაშვილი და მეთოდე კაკაბაძე თევდორე კიკვაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 29 სექტემბერს თევდორე კიკვაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ საზოგადოების ბალანსი 8 887 926. 69 მანეთი იყო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 29 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ოლღა ჭავჭავაძის მზრუნველობა ნინო ნაკაშიძეს დაავალეს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 29 სექტემბერს თევდორე კიკვაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ აგვისტოში საზოგადოების შემოსავალი 1 052 282. 52 მანეთი იყო, გასავალი – 972 131. 73 მან.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 29 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და ცნობად მიიღეს თევდორე კიკვაძის მოხსენება საზოგადოების მდგომარეობის შესახებ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 29 სექტემბერს თევდორე კიკვაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს თბილისის სამაზრო ერობის სასკოლო განყოფილების თხოვნა 200 000 მანეთის ოდენობის კრედიტის გახსნის შესახებ. გამგეობამ ორი თვით 100 000 მანეთის მიცემა გადაწყვიტა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 18 სექტემბერს ვარლამ ბურჯანაძე, შიო დედაბრიშვილი, სეით იაშვილი და იპოლიტე ვართაგავა თევდორე კიკვაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ.