საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81218

1912

ტიპი: ღონისძიება

თბილისის სახაზინო პალატის ოფიციალური შეტყობინების თანახმად, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას 1912 წლის 29 მარტს ხაზინაში შეუტანია 72 მანეთი – იაკობ გოგებაშვილის ანდერძის სამემკვიდრეო ბაჟი (ხელმომწერი – სტოლონაჩალნიკი კირაკოზოვი).

1913

ტიპი: ღონისძიება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას 1913 წლის 28 მაისს გადაუხდია თბილისის სახაზინო პალატის მიერ (სტოლონაჩალნიკი – კირაკოზოვი) სამემკვიდრეო ბაჟზე დამატებით დაკისრებული 24 მანეთი.

1913

ტიპი: ორგანიზაცია

სამეცნიერო-პედაგოგიურ და სალიტერატურო ჟურნალ „განათლების" რედაქციის (რედაქტორ-გამომცემელი ლუარსაბ ბოცვაძე) სატიტულო ფურცლის ინფორმაციით, 1913 წელს ჟურნალი გამოდიოდა ყოველი თვის შუა რიცხვებში, გარდა ზაფხულის ორი თვისა; წლიური ფასი 4 მანეთი იყო, სოფლის მასწავლებელთათვის – 3 მან.; მისამართი – თბილისი, ქართული სათავადაზნაურო გიმნაზია.

1913

ტიპი: ღონისძიება

ჟურნალ "განათლების" რედაქტორ-გამომცემლის, ლუარსაბ ბოცვაძის მიერ 1913 წლის მაისში გიორგი ყაზბეგისათვის გაგზავნილ წერილს, რომელშიც აღწერილია, თუ რა უნუგეშო მდგომარეობაში იყო ჩავარდნილი მოხუცი და ავადმყოფი ეფემია ინაური მარჩენალი ძმის – იაკობ გოგებაშვილის – გარდაცვალების შემდეგ, ადევს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარის რეზოლუცია ინაურისთვის დაუყოვნებლივ 100 მანეთის მიცემის შესახებ.

1912

ტიპი: თანამდებობა

1911 წელს იოსებ გიორგის ძე ირემაშვილი ეკატერინე გაბაშვილის სკოლის ქართული სიმღერის მასწავლებელი იყო.

1912

ტიპი: განათლება

1912 წლის 12 ივნისს კიევის კომერციული ინსტიტუტის სტუდენტი იოსებ გიორგის ძე ირემაშვილი ერთდროულად მიმართავს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადობის გამგეობასა და იაკობ გოგებაშვილის ანდერძის აღმასრულებლებს: სთხოვს გაითვალისწინონ მისი უმძიმესი ნივთიერი მდგომარეობა (სწავლამოწყურებულ უსახსრო სტუდენტს ცოლი და ოთხი შვილიც ჰყავს სარჩენი) და იაკობ გოგებაშვილის ხსოვნის პატივსაცემად მისი სახელობის სტიპენდია დაუნიშნონ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 23 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ სენაკის განყოფილების საზოგადო კრებაზე ოლღა ხოფერია და პოლიკარპე ლორთქიფანიძე ახალი გამგეობის საპატიო წევრებად აიჩიეს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 23 ოქტომბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მაღაზიის გამგის, მოლარისა და მსახურისთვის ზედმეტად ნამუშევარი საათებისთვის გასამრჯელოს მიცემა გადაწყვიტეს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 30 ოქტომბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ონის განყოფილების გამგეობის თხოვნა განყოფილების საქმეთა ლიკვიდაციისა და ბიბლიოთეკის ქალაქის თვითმმართველობისთვის გადაცემის შესახებ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 23 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ სენაკის განყოფილების საზოგადო კრებაზე ახალი გამგეობის კანდიდატებად ვლადიმერ ლაბახუა, პეტრე დგებუაძე და დავით ჟვანია აირჩიეს.

1921

ტიპი: მფლობელობა

1921 წელს კონსტანტინე ალექსის ძე ბახტაძეს სანოტარო ბიურო ჰქონდა ბათუმში, ლორის-მელიქოვის ქუჩაზე, კაპპიდის სახლში.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წლის 4 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების გამგეობის კრებაზე განიხილეს ალექსანდრე მგელაძის თხოვნა შვილის, დავით მგელაძის სწავლის დაფინანსების შესახებ. გამგეობამ დაადგინა, უსახსრობის გამო თხოვნის დაკმაყოფილება მთავარი გამგეობისთვის ეთხოვა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 23 ოქტომბერს თევდორე კიკვაძე, ვარლამ ბურჯანაძე, ვასილ წულაძე, სეით იაშვილი, ნინო ნაკაშიძე, მეთოდე კაკაბაძე და იოსებ გიორგობიანი დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 13 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს მარიამ კალანდაძის თხოვნა ორი ქართველი მაჰმადიანი მოსწავლისთვის სახელმძღვანელოების მიცემის შესახებ. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 6 ნოემბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ ოქტომბერში საზოგადოების ბალანსი 10 821 100. 83 მანეთი იყო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 6 ნოემბერს თევდორე კიკვაძე, ვარლამ ბურჯანაძე, იპოლიტე ვართაგავა, იოსებ გიორგობიანი, მეთოდე კაკაბაძე, სეით იაშვილი, ქრისტინე შარაშიძე და ვასილ წულაძე დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 30 ოქტომბერს თევდორე კიკვაძე, ვარლამ ბურჯანაძე, კირილე ნინიძე, მეთოდე კაკაბაძე, იოსებ გიორგობიანი, შიო დედაბრიშვილი, ქრისტინე შარაშიძე, სეით იაშვილი და ნინო ნაკაშიძე დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 30 ოქტომბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სოფელ ჭინჭათის მცხოვრებთა მიერ სახალხო სახლის ასაგებად ფულის შესაგროვებლად არჩეული სამშენებლო კომიტეტის თხოვნა ერთდროული დახმარების შესახებ. გამგეობამ 25 000 მანეთის მიცემა გადაწყვიტა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 6 ნოემბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე თბილისის განყოფილების გამგეობის არჩევის საკითხი დასვეს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 30 ოქტომბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს თხოვნა ზუგდიდ-სამურზაყანოს კოოპერატივთა კავშირისთვის 400 000 მანეთის წიგნების ნისიად გადაცემის შესახებ. გამგეობამ თხოვნა დააკმაყოფილა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 23 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ლავრენტი სანაძის თხოვნა სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შესახებ. გამგეობამ მისთვის 7 500 მანეთის გადაცემა გადაწყვიტა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 23 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მოსე გიორგის ძე ჯანაშვილისთვის ჰონორარის 1 500-დან 10 000 მანეთამდე გაზრდა გადაწყვიტეს, იმ პირობით, რომ ჯანაშვილი გამგეობას 1921 წლის 1-ლ სექტემბრამდე დასრულებელ ლექსიკონს წარუდგენდა.

1916

ტიპი: განათლება

1916 წლის პირველ სექტემბერს დავით ალექსანდრეს ძე მგელაძემ ბათუმის ვაჟთა გიმნაზიაში დაიწყო სწავლა.