საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81232

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 6 ივნისს დავით ალექსანდრეს ძე მგელაძემ ატესტატი ნოტარიულად დასამოწმებლად ნოტარიუს კონსტანტინე ალექსის ძე ბახტაძეს მიუტანა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 13 ნოემბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ფეხზე ადგომით პატივი სცეს განსვენებული ტიტე კახიძის ხსოვნას. გამგეობამ ორმოცი დღის შემდეგ პანაშვიდის გადახდა გადაწყვიტა, რომელსაც მთელი შემადგენლობით უნდა დასწრებოდნენ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 13 ნოემბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და ცნობად მიიღეს განათლების სამინისტროს უწყება, რომ მას კავკავის სკოლის დასახმარებლად თანხა არ მოეპოვებოდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 13 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძის მოხსენება მოსე გიორგის ძე ჯანაშვილის ლექსიკონის დაბეჭდვისა და მისთვის ავანსის გადადების შესახებ. გამგეობამ ჯანაშვილისთვის ყოველთვიურად 15 000 მანეთის მიცემა გადაწყვიტა.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლის 19 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილებამ მთავარ გამგეობას მისწერა, რომ ადგილობრივი ქართული სკოლის მასწავლებლად დოროთე უჩანეიშვილის ნაცვლად დროებით ეკატერინე მალხაზის ასული კედია მიიწვია.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 19 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილებამ მთავარ გამგეობას მისწერა, რომ ადგილობრივი ქართული სკოლის მასწავლებელი დოროთე უჩანეიშვილი სამუშაო გადაეყვანათ ისეთ სკოლაში, სადაც გამოცდილი პედაგოგიც იმუშავებდა და ისეთ მხარეში, რომლის ჰაერიც ხელს შეუწყობდა მის გამოჯანმრთელებას.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 30 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს კავკავის განყოფილების გამგეობის თხოვნა ერთი ან ორი მასწავლებლის დამატების შესახებ. ადგილს თხოულობდა მარტვილის უმაღლეს დაწყებითი სასწავლებლის გამგე მიხეილ ლაპარტყავა. გამგეობამ მისი თხოვნა არ დააკმაყოფილა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 13 ნოემბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს დედებისა და ბავშვების დამცველი საზოგადოების თავმჯდომარის თხოვნა საზოგადოების სახლში მყოფი ბავშვებისთვის წიგნების ჩუქების ან ფასდაკლებით მიცემის შესახებ. გამგეობამ მათთვის 10 000 მანეთის წიგნების მიცემა გადაწყვიტა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 6 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების გამგეობის წევრმა, კალისტრატე ასლანგერის ძე კობახიძემ მთავარ გამგეობას მისწერა, რომ ადგილობრივი ქართული სკოლის მასწავლებლისთვის 1917 წლის პირველი ოქტომბრიდან კუთვნილი ხელფასი გაეგზავნა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 25 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილებამ, რომლის თავმჯდომარე აქვსენტი მიხეილის ძე ფაღავა იყო, მთავარ გამგეობას მისწერა, რომ მალე გაუგზავნიდა 1915 წლის სრულ ანგარიშს და სთხოვა, ეს ანგარიში ჟურნალ „განათლებაში“ მოეთავსებინა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის სექტემბერში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების გამგეობამ ადგილობრივი ქართული სკოლის მასწავლებელი, დოროთე უჩანეიშვილი სხდომაზე მიიწვია და წინა სასწავლო წლის შეცდომების გამოსასწორებლად საჭირო რჩევა-დარიგებები მისცა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 30 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილებამ, რომლის თავმჯდომარე იყო აქვსენტი მიხეილის ძე ფაღავა, მთავარ გამგეობას მისწერა, საწევრო სამი მანეთიდან მანეთამდე შეემცირებინა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 16 ოქტომბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე პრეზიდიუმს ქუთაისის სტამბის გადმოტანის საკითხის განხილვა დაავალეს.

1924

ტიპი: ავტორობა

1924 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების წიგნის მაღაზიამ დამზღვევ სალაროში 49 მან. და 75 კაპ. შეიტანა. ანგარიშს ხელს აწერს მაღაზიის გამგე გრიგოლ ბურჭულაძე.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 29 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების გამგეობამ, რომლის თავმჯდომარე იყო აქვსენტი მიხეილის ძე ფაღავა, განიხილა მთავარი გამგეობის წერილი საწევრო გადასახადის შემცირებისა და განყოფილების შემოსავლის 10%-ის მთავარი გამგეობისთვის გაგზავნის შესახებ. სხდომამ მთავარი განყოფილების წინადადება მიიღო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 16 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე თევდორე კიკვაძემ აღნიშნა, რომ მოსამსახურეები შვებულებაში უნებართვოდ გავიდნენ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 16 ოქტომბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მოსე გიორგის ძე ჯანაშვილის თხოვნის განხილვა ლექსიკონის გადაწერისთვის ჰონორარის მიცემის შესახებ პრეზიდიუმს დაავალეს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 19 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ ბათუმის განყოფილების თავმჯდომარეს, გრიგოლ ელიავას წერილი გაუგზავნა და სთხოვა, ეცნობებინა, იღებდნენ თუ არა ხელფასს იმ ეტაპზე ბათუმის ქართული სკოლის პედაგოგები და რამდენს შეადგენდა თითოეულის წლიური ანაზღაურება.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 13 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძემ აღნიშნა, რომ „ბუნების კარი“, როგორც ენციკლოპედიური ხასიათის სახელმძღვანელო, სასწავლო კომიტეტმა დაიწუნა და მის ნაცვლად მესამე განყოფილების კურსისთვის „გუთანი“ შემოიღო.