რეგისტრირებული ფაქტები89813
სორტირება თარიღი მზარდობით
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წლის ნოემბერში არსენ როტინოვი ტყისა და ბაღების გამგეკომისიის თავმჯდომარე იყო.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის გამგეობის სხდომამ ტყისა და ბაღების კომისიის თავმჯდომარე არსენ როტინოვს დაავალა, მოეგვარებინა პრობლემები, რომლებიც ლისნევსკის ტყის გაშენების საქმეში ხელს უშლიდა.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წლის ნოემბერში ქალაქისთავის მოადგილე ა. ა. ივანენკომ გამგეობის სხდომაზე არსენ როტინოვისგან შეიტყო, რომ ტყის ზედამხედველი ლისნევსკი იძულებით ტოვებდა თანამდებობას, რადგან კომისიის რამდენიმე წევრი მის საქმიანობაში ერეოდა და ვერ ახერხებდა გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღებას.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში გრიგოლ ვასილის ძე ჩარკვიანმა და ვას. ჯაფარიძემ 1897 წლის ქართული კალენდარი გამოსცეს. კალენდრის გამოყენება კათოლიკებსა და სომხებსაც შეეძლოთ.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში ქუთაისის გამგეობამ განიხილა გ. დ. წერეთლის თხოვნა ჭიათურიდან საჩხერემდე ვიწროლიანდაგიანი რკინიგზის გაკეთების თაობაზე. გამგეობამ ეს საკითხი უმაღლეს მთავრობას წარუდგინა განსახილველად.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისელი სომეხი კოსტანიანი ფლორენციის თეატრებში მღეროდა. იგი იტალიაში განათლების მისაღებად იყო წასული.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში ინჟინერმა ე. ლ. ვედენეევმა უმაღლეს მთავრობაში განცხადება შეიტანა რკინიგზის თანამშრომლებისთვის მიწების შეძენის გამარტივების თაობაზე. მიწის საფასური რკინიგზის სამმართველოს უნდა გადაეხადა და შემდეგ მფლობელისთვის ხელფასიდან დაექვითა.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წლის ნოემბერში ბორჩალოს მაზრის უფროსის უმცროსი მოადგილე ალ. აფხაზი თელავის მაზრის უფროსის უფროს მოადგილედ დაინიშნა.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წლის ნოემბერში თელავის მაზრის უფროსის უფროსი მოადგილე ინდუევი ახალქალაქში იმავე თანამდებობაზე გადაიყვანეს.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში გორის სემინარიის დირექტორმა ალექსანდრე სლოვინსკიმ სემინარიის მოსწავლეთა კარგი მასპინძლობისთვის წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლის მზრუნველს, ილია წინამძღვრიშვილს მადლობა გადაუხადა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში ფრანგი მეცნიერი შანტრი სამეცნიერო კვლევისთვის თბილისში გეგმავდა ჩამოსვლას.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წლის ნოემბერში თბილისის გუბერნატორმა გრიგოლ ნახშუმოვი და გიორგი ოქროპირიძე დეპუტატებად დაამტკიცა.
1896
ტიპი: ნასამართლეობა
1896 წლის ნოემბერში პოლიციელ საღურ-ოღლის მკვლელობასა და იუნკერ შერვაშიძის დაჭრაში ბრალდებულები ქვემო აჭარის უფროსთან თვითონ გამოცხადდნენ.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში კიწიას დეპუტატის, ხუხუას სახლს ავაზაკები დაესხნენ თავს და გაქურდეს.
1896
ტიპი: ნასამართლეობა
1896 წლის ნოემბერში დუშეთში ამირაღოვს თავისმა გამყიდველმა, ალექსანდრე შავერდოვმა მაღაზიიდან 50 თუმანი მოჰპარა. დამნაშავემ დანაშაული აღიარა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 2 ნოემბერს კავკასიის მთავარმართებლის მოადგილის, გრაფ ტატიშჩევის ბრძანებით აკურთხეს ახალი სახელმწიფო თეატრი, რომელშიც 3 ნოემბერს სადღესასწაულო წარმოდენა გაიმართა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 2 ნოემბერს თბილისის კლუბში არმენ ტიგრანის ძე ტიგრანიანის კონცერტი გაიმართა. კონცერტში მონაწილეობას ივანე სარაჯიშვილი და ვიქტორ ვილშაუც იღებდნენ.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 2 ნოემბერს ტიგრან სტეფანეს ძე შახბაზიანის სამუშაო ოთახი გაქურდეს. მან ქურდობის შესახებ პოლიციის მე-9 განყოფილებაში განაცხადა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 2 ნოემბერს თბილისის სასულიერო სემინარიის პედაგოგი გიორგი საძაგლიშვილი ბერად აკურთხეს.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 2 ნოემბერს ავლაბარში იოსებ ზაქარიას ძე ანდრონიკაშვილს ბოღჩა მოჰპარეს. გამოძიების დაწყების შემდეგ ქურდმა ბოღჩა პოლიციის ეზოში დატოვა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 2 ნოემბერს ვაზიანთან ილიკო ხიტაშვილსა და ივანე მარტიაშვილს თავს დაესხნენ. მარტიაშვილმა ერთ-ერთი თავდამსხმელი მოკლა.

