რეგისტრირებული ფაქტები81232
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს ვეჯინის მოსახლეობა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განყოფილების გახსნას ითხოვდა. წევრობის მსურველები იყვნენ: იოსებ (სოსო) ილიას ძე ჩიტოშვილი, ნანა ივანეს ასული ჩიტოშვილისა, ბესარიონ ფურცელაძე, კოლა ყალაბეგაშვილი, მღვდელი იოსებ ილიას ძე მაჭავარიანი, ლევან სონღულაშვილი, ალექსანდრე ქიტოს ძე ჩიტოშვილი, სიმონ ალექსის ძე ტარულოვი და სხვ.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილებას (თავმჯდომარე აქვსენტი მიხეილის ძე ფაღავა) წლიური გასავალი 712. 48 მანეთი ჰქონდა. აქედან საკანცელარიო და საფოსტო ხარჯი 30. 29 მანეთი იყო, დეპეშები, პანაშვიდები და სხვა მოულოდნელი ხარჯი – 7. 63, მაზრის სამკითხველოებისთვის ჟურნალ-გაზეთების საფასური – 212. 77, სკოლის ხარჯი – 385. 54, ჟურნალ „განათლების“ ღირებულება სამურზაყანოს სკოლისთვის – 17. 65, წლიური ანგარიშისა და მომავალი კრებისთვის მოსაწვევი ბარათების ხარჯი კი – 38. 65 მან.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის პირველი იანვრისთვის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელ წევრს, ბარბარე ბაგრატიონ-მუხრანბატონისას, საწევრო, 300 მანეთი ჰქონდა გადახდილი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის პირველი იანვრისთვის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელ წევრს, ელისაბედ გრიგოლის ასულ საგინაშვილისას, საწევრო, 300 მანეთი ჰქონდა გადახდილი.
1916
ტიპი: ავტორობა
1916 წლის 9 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ, ანდრია ღულაძემ, გამგეობას მოახსენა, რომ 1915 წელს წიგნების გამომცემელ სექციას 3000 მანეთიდან 1421 მან. და 60 კაპ. არ დაუხარჯავს, როცა შეეძლო ამ თანხით ხალხში გასავრცელებელი წიგნები დაებეჭდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 9 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს დავით კარიჭაშვილის მოხსენება „ბუნების კარის“ საისტორიო ნაწილის შესწორების შესახებ. გამგეობამ თხოვნა დააკმაყოფილა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 1-ლი იანვრისათვის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების სტამბის ვალი 49 225 მანეთი და 26 კაპიკი ჰქონდათ სხვადასხვა პირებს. ხელს აწერენ ბუღალტერი ალექსანდრე ლევანის ძე ჩხეიძე, გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ვარლამ იმნაძე, მდივანი კარპეზ ბერიძე და წევრები იაკობ ფანცხავა და სილოვან ხუნდაძე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 1-ლ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების გამგეობის სალაროში 81 038 მანეთი და 10 კაპიკი იყო. ოქმს ხელს აწერენ: ბუღალტერი ალექსანდრე ლევანის ძე ჩხეიძე, გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ვარლამ იმნაძე, მდივანი კარპეზ ბერიძე და წევრები – იაკობ ფანცხავა და სილოვან ხუნდაძე.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის პირველ მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ზუგდიდის განყოფილების გამგეობის მდივანმა ივანე ოსიძემ გაუგზავნა განყოფილების 1914 წლის გასავლის ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით, 1914 წელს დეპეშების შესაძენად დაიხარჯა 4 მანეთი 50 კაპიკი, მოსაწვევების შესაძენად − 1 მანეთი 70 კაპიკი, ანგარიშის დაბეჭდვა 9 მანეთი დაჯდა, ღერბიანი მარკები − 4 მანეთი 50 კაპიკი, გაზეთების გამოწერა − 26 მანეთი 25 კაპიკი, სოფლის სამკითხველოებისათვის წიგნების დაბეჭდვა − 5 მანეთი, ფოსტის ხარჯებმა 4 მანეთი 37 კაპიკი შეადგინა, საკანცელარიო ხარჯებმა − 37 მანეთი, წვრილმანმა ხარჯებმა − 4 მანეთი. სულ 1915 წელს განყოფილებამ დახარჯა 65 მანეთი და 22 კაპიკი. დოკუმენტს ხელს აწერენ განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავა და ხაზინადარი ბაგრატ უგულავა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის პირველ მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ზუგდიდის განყოფილების გამგეობის მდივანმა ივანე ოსიძემ გაუგზავნა განყოფილების 1914 წლის შემოსავლის ანგარიში. დოკუმენტის თანახმად, 1914 წლის დამდეგს განყოფილებას ჰქონდა 583 მანეთი. წლის განმავლობაში, 1913 წლიდან დარჩენილი საწევრო გადასახადის სახით შემოვიდა 45 მანეთი, 1914 წლის საწევროს სახით − 275 მანეთი, 1914 წელს დაგროვებული თანხის პროცენტის სახით − 59 მანეთი, სეირნობიდან − 709 მანეთი და 50 კაპიკი. სულ 1914 წელს განყოფილების სალაროში შევიდა 1688 მანეთი და 82 კაპიკი. დოკუმენტს ხელს აწერენ განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავა და ხაზინადარი ბაგრატ უგულავა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 18 თებერვალს სარევიზიო კომისიამ, რომელშიც შედიოდნენ აპოლონ ჯიქია, ალექსანდრე გაბუნია და ივანე ქავთარაძე, ურჩია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ სახოგადოებას, გაეგზავნა მადლობის წერილი ქალბატონ ჩერნოვასთვის, ვინც მხურვალე მონაწილეობა მიიღო მომავალი ქართული სკოლის სასარგებლოდ დაბა ზუგდიდში საჯარო სეირნობის გამართვაში.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის პირველ მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ზუგდიდის განყოფილების გამგეობის მდივანმა ივანე ოსიძემ გაუგზავნა განყოფილების 1914 წლის მოქმედების ანგარიში. დოკუმენტის თანახმად, 1915 წლის განმავლობაში გამგეობას განზრახული ჰქონდა განყოფილებაში წევრთა შემომატება, წარმოდგენების, სეირნობის და სხვა ღონისძიებების გამართვა და ამით განყოფილების შემოსავლის გაზრდა, წიგნსაცავ-სამკითხველოების გახსნა ყულიშკარში, ცაიშში და სხვა ადგილებში და უპირველეს ყოვლისა სკოლის შენობისთვის საჭირო ტერიტორიის შესაძენად თანხების მოძიება. დოკუმენტს ხელს აწერენ ზუგდიდის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავა, მისი ამხანაგი კლიმენტი ლორთქიფანიძე, მდივანი ივანე ოსიძე და წევრები: კატო კედია, მარიამ ჟორდანია, ბაგრატ უგულავა და მიხეილ პატარაია.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე დავით გიორგის ძე ხართიშვილმა განაცხადა, რომ გამგეობა საზოგადოების ნებართვის გარეშე საგამომცემლო სექციის საქმეს სასკოლო სექციას ავალებდა. მისი აზრით, გამგეობის ეს საქციელი ყოვლად გაუმართლებელი იყო.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 18 თებერვალს სარევიზიო კომისიამ წარმატებულად მიიჩნია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების გამგეობის მოქმედება და გაწეული შრომა 1914 წელს, ხაზი გაუსვა იმ წლის საჯარო სეირნობიდან შემოსულ მოზრდილ თანხას და ურჩია საზოგადოებას, მადლობა გადაეხადა ზუგდიდის განყოფილების გამგეობისთვის. კომისიის დასკვნას ხელს აწერენ სარევიზიო კომისიის წევრები: აპოლონ ჯიქია, ალექსანდრე გაბუნია და ივანე ქავთარაძე.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის პირველ მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ზუგდიდის განყოფილების გამგეობის მდივანმა ივანე ოსიძემ გაუგზავნა განყოფილების 1914 წლის მოქმედების ანგარიში. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ 1914 წელს გამგეობას მისი მზრუნველობის ქვეშ მყოფი წიგნსაცავ-სამკითხველოებისთვის ნივთიერი დახმარება არ აღმოუჩენია. დამზადებულა მხოლოდ საქმის წარმოებისთვის საჭირო წიგნები და საკვიტანციო წიგნაკები, რომლებიც სამკითხველოებს დაეგზავნა. წლის ბოლოს კი გამგეობას დაბა ხობის, სოფელ დარჩელისა და სოფელ წალენჯიხის სამკითხველოებისთვის გამოუწერია 1915 წლის ქართული ჟურნალ-გაზეთები, რაზეც მას 26 მანეთი და 25 კაპიკი დაეხარჯა. დოკუმენტს ხელს აწერენ ზუგდიდის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავა, მისი ამხანაგი კლიმენტი ლორთქიფანიძე, მდივანი ივანე ოსიძე და წევრები: კატო კედია, მარიამ ჟორდანია, ბაგრატ უგულავა და მიხეილ პატარაია.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 18 თებერვალს სარევიზიო კომისიას განუხილავს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების დღიური და საკვიტანციო წიგნები, შეუსწორებია განყოფილების 1914 წლის შემოსავალ-გასავლის ჯამი და მიუმართავს საზოგადოებისთვის, რომ მას დაემტკიცებინა ზუგდიდის განყოფილების გამგეობის მიერ წარმოდგენილი 1914 წლის ანგარიში და 1915 წლის სავარაუდო ხარჯთაღრიცხვა. კომისიის დასკვნას ხელს აწერენ სარევიზიო კომისიის წევრები: აპოლონ ჯიქია, ალექსანდრე გაბუნია და ივანე ქავთარაძე.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის პირველ მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ზუგდიდის განყოფილების გამგეობის მდივანმა ივანე ოსიძემ გაუგზავნა განყოფილების 1914 წლის მოქმედების ანგარიში, სადაც წარმოდგენილი იყო განყოფილების 1915 წლის სავარაუდო შემოსავალი, ხარჯთაღრიცხვა და სარევიზიო კომისიის 1915 წლის 18 თებერვლის მოხსენება.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის პირველ მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ზუგდიდის განყოფილების გამგეობის მდივანმა ივანე ოსიძემ გაუგზავნა განყოფილების 1914 წლის მოქმედების ანგარიში. დოკუმენტის თანახმად, 1914 წლის 27 დეკემბერს განყოფილების გამგებას დაუდგენია 1915 წლის 7 იანვრიდან დაბა ზუგდიდში სკოლის გახსნა. დოკუმენტს ხელს აწერენ ზუგდიდის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავა, მისი ამხანაგი კლიმენტი ლორთქიფანიძე, მდივანი ივანე ოსიძე და წევრები: კატო კედია, მარიამ ჟორდანია, ბაგრატ უგულავა და მიხეილ პატარაია.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის პირველ მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ზუგდიდის განყოფილების გამგეობის მდივანმა ივანე ოსიძემ გაუგზავნა განყოფილების 1914 წლის მოქმედების ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით, 1915 წლის ანგარიშისა და კრებისთვის მოსაწვევი ბარათების დაბეჭვდა 20 მანეთი დაჯდებოდა, კანცელარიისთვის კარადის შეძენა − 15 მანეთი, დეპეშები − 10 მანეთი, ღერბის მარკები − 10 მანეთი, სკოლის შენახვა − 500 მანეთი, სამკითხველოსათვის ნივთიერი დახმარება − 100 მანეთი, მოულოდნელი ხარჯებისთვის უნდა გადაედოთ 45 მანეთი. სულ, 1915 წელს სავარაუდოდ საჭირო იყო 700 მანეთი. დოკუმენტს ხელს აწერენ ზუგდიდის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავა, მისი ამხანაგი კლიმენტი ლორთქიფანიძე, მდივანი ივანე ოსიძე და წევრები: კატო კედია, მარიამ ჟორდანია, ბაგრატ უგულავა და მიხეილ პატარაია.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 14 დეკემბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ დაწესებულებები ვალდებული იყვნენ 15 დეკემბრამდე მუშა-მოსამსახურეთა ყველა ოჯახისთვის 5 000 მანეთი მიეცათ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 7 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს მოხსენება მაღაზიისა და საწყობის აღწერის შესახებ. გამგეობამ თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძეს სთხოვა, მომავალი კრებისთვის წარმოედგინა გეგმა, რომლის მიხედვითაც აღწერას მაღაზიის დაკეტვის გარეშე შეძლებდნენ.
1923
ტიპი: თანამდებობა
1923 წელს ოლღა გიორგის ასული დემურიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის ბიბლიოთეკაში ბიბლიოთეკარის მოადგილედ მუშაობდა.
1923
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1923 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი ელენე დავითის ასული კარიჭაშვილი წყნეთის ქუჩის №30-ში ცხოვრობდა.