რეგისტრირებული ფაქტები81232
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის აპრილში ტროფიმე ჯოხთაბერიძის მიერ შედგენილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების 1918 წლის ანგარიშის მიხედვით, საზოგადო კრების მოთხოვნის თანახმად 1919 წელს ადგილობრივი ქართული სკოლა კორცხელიდან ისევ ზუგდიდში გადაიტანეს. 1918 წლის ნოემბერში არჩეულ გამგეობას არ მოეწონა თავისი გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტი და გადადგა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 9 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების გამგეობის სხდომაზე შეადგინეს ომისგან დაზარალებული ბავშვების თავშესაფარში 10 ბავშვის შენახვის სავარაუდო ხარჯთაღრიცხვა. მთავარ გამგეობას ამ ხარჯებისთვის წელიწადში 4 500 მანეთი ტატიანას კომიტეტისგან უნდა მიეღო. სავარაუდო ხარჯთაღრიცხვამ 4 500 მანეთს გადააჭარბა. გამგეობამ დავით კარიჭაშვილს სთხოვა, აღნიშნული ანგარიში მთავარი გამგეობისთვის გაეგზავნა იმ იმედით, რომ ის ტატიანას კომიტეტისგან დამატებითი ხარჯისთვის კრედიტს მოითხოვდა.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის 25 სექტემბერს იოსებ შვილევის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების საზოგადო კრებამ დაამტკიცა ქალთა პროფესიული სკოლის შემოსავალ-გასავლის ანგარიში, რომლის მიხედვითაც სხდომის თავმჯდომარისთვის უნდა დაებრუნებინათ 400 მანეთის თამასუქი. კრების დადგენილებით ქალთა პროფესიული სკოლა უწინდებურად გამგეობის განკარგულებაში რჩებოდა.
1923
ტიპი: ღონისძიება
1923 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრ ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძეს 27-წლიანი სამუშაო გამოცდილება ჰქონდა, ვასილ გრიგოლის ძე ედილაშვილს – 26 წლის, ოლღა გიორგის ასულ დემურიშვილს – 5-ის, ელენე დავითის ასულ კარიჭაშვილს – 6 წლის, თამარ პავლეს ასულ ჯარიაშვილს კი – 5-ისა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 24 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ ვასილ ყიფიანს 48 მანეთი გადასცა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 24 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ სამსონ დათეშიძეს წიგნების ანგარიშში 93 მან. და 75 კაპ. გადასცა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 24 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ აპოლონ ზალდასტანიშვილს 10 მანეთი გადასცა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 24 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ ანასტასია თუმანიშვილ-წერეთლისას 4 მანეთი გადასცა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 24 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ ალექსანდრე ყიფშიძეს სამუზეუმო ადგილის შესაძენად გადასცა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 24 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ ლავრენტი აგლაძეს იანვრის პენსია – 25 მან. გადასცა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 24 იანვრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ იაკობ გოგებაშვილს რუსული მეთოდიკისთვის 140 მანეთი გადასცა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 16 ოქტომბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს გორის მაზრის ერობის სკოლის გარეშე განათლების ინსტრუქტორის თანაშემწის თხოვნა ბუნდოვანი სურათების საჩვენებელი ფარნის თხოვების შესახებ. გამგეობამ ფარნის 1-ელ იანვრამდე თხოვება გადაწყვიტა.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ: ეკატერინე ივანეს ასული მიქაძე, ივანე თევდორეს ძე სტურუა, დომენტი ბესარიონის ძე შანიძე, დაფინო ივანეს ასული ზამთარაძე, ნინა ვასილის ასული ფრანგიშვილი, ლუკა კონსტანტინეს ძე დავითაია, მიხეილ კონსტანტინეს ძე პატარიძე.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 16 მარტს დაბა ზუგდიდში აქვსენტი ფაღავას სახლში გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების გამგეობის სხდომა და შედგა ამ სხდომის ოქმი N 3. სხდომის ოქმს ხელს აწერენ ზუგდიდის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავა, თავმჯდომარის ამხანაგი კლიმენტი ლორთქიფანიძე, მდივნის მაგივრად სოკრატე კეშილავა და წევრები: გიორგი ხერხეულიძე და კატო კედია.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ: ვლადიმერ ნერაბიტოვსკი, ვარლამ ალექსის ძე ვაშაკიძე, იაკობ იოსების ძე სოსანაშვილი, ანდრია კიმოთეს ძე დუნდუა, სესილია სიმონის ასული ჯაში, ილია ეგნატეს ძე ჯაში, ნიკო საბას ძე ბუკია, კირილე იოსების ძე ბოჭორიშვილი, იოსებ ნიკიფორეს ძე მებუკე და ნინო კონსტანტინეს ასული ლეჟავა.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წელს ქართველთა შორის წერაკითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ: სილიბისტრო თევდორეს ძე კილაძე, ივანე ესეს ძე ზამთარაძე, კოწია ალექსის ძე ლეკვეიშვილი, ილია მალხაზის ძე ხეთერელი, არკადი მოსეს ძე ავალიანი, ანეტა გლახუნას ასული ავალიანი, სიმონ იოსების ძე ქართველიშვილი, ნიკოლოზ კრავეიშვილი, გერონტი ბიქტორის ძე ხელაია და მარიამ ლუკას ასული წერეთელი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ: ოლღა ვასილის ასული კალანდაძე, კლეონიკა ვასილის ასული რატიანი, რაჟდენ ქრისტეფორეს ძე აბულაძე, ერმალოზ ქრისტეფორეს ძე აბულაძე, ილია ნიკურაძე, ვარლამ ლუარსაბის ძე გაბუნია, ელენა მახარობელის ასული გაბუნია, ანტონ ონისიმეს ძე მამაცაშვილი და მინა ილიას ძე კოპალეიშვილი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილების წევრები იყვნენ: კონსტანტინე ანტონის ძე ჯამბურია, ანასტასია პაპავა, ლეო ნადარეიშვილი, ლიდია პაპავა, მიხეილ კოსტას ძე შენგელია, გიორგი ფილიპეს ძე რუსია, ირაკლი ბართლომეს ძე კრავეიშვილი, გაიანე პავლეს ასული ჭავჭანიძე, ევგენია ანდრიას ასული კანდელაკი და ალექსანდრე ბეგლარის ძე კორძაია.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილების წევრები იყვნენ: ვასილ იაკობის ძე აბდალაძე, ვასილ ეგნატეს ძე ახობაძე, ივანე დავითის ძე არაქელოვი, ნესტორ ავქსენტის ძე ახვლედიანი, ასლან საჩინოს ძე ასათიანი, ამბაკო გიგოს ძე ახობაძე, მიხეილ პეტრეს ძე ახობაძე, ნოე ალექსის ძე ჩხეიძე, ხარიტონ მიხეილის ძე თუთფერიძე და კლიმენტი ბესარიონის ძე გელეიშვილი.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 21 ნოემბერს ვასილ კახიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებას დაესწრო.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებას დაესწრო ილია კიკალიშვილი.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 22 ნოემბერს იოსებ კონსტანტინეს ძე გედევანიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებას დაესწრო.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებას დაესწრო ე. მაქანარე-ლომთათიძე.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებას დაესწრო ი. სამადაშვილი.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 22 ნოემბერს არსენ ანტონის ძე მამულაიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებას დაესწრო.