საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81232

1897

ტიპი: განათლება

1896-97 სასწავლო წლის ბოლოს, ივნისში სოფელ თონეთის სკოლის 1-ლი განყოფილების მოსწავლე ოსე გარსევანიძის შეფასებები იყო: საღვთო სჯული – 5, ქართული კითხვა – 5, ქართული წერა – 5, ანგარიში – 5, რუსული კითხვა – 4. მას ჰქონდა 15 გაცდენა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1896-97 სასწავლო წლის მაისი-ივნისის ანგარიშის მიხედვით, მასწავლებელი თამარ ჯორჯაძე თონეთის სკოლაში ტოვებდა შემდეგ წიგნებს: 2 ცალი „რუსკოე სლოვო“ (1-ლი ნაწილი), 17 ცალი „რუსკოე სლოვო (მე-2 ნაწილი), 10 ცალი „ბუნების კარი“, 24 ცალი ჯაჯანაშვილის „კრებული“, 20 ცალი „კონა“, 20 ცალი „საღმრთო ისტორია“ და 24 ცალი „ლოცვანი“.

1897

ტიპი: განათლება

1896-97 სასწავლო წლის ბოლოს, ივნისში სოფელ თონეთის სკოლის 1-ლი განყოფილების მოსწავლე სოფია გაბაძის შეფასებები იყო: საღვთო სჯული – 3, ქართული კითხვა – 3, ქართული წერა – 4, ანგარიში – 3, რუსული კითხვა – 3. მას ჰქონდა 28 გაცდენა.

1897

ტიპი: ავტორობა

1896-97 სასწავლო წლის მაისი-ივნისის ანგარიშში მასწავლებელი თამარ ჯორჯაძე იუწყება, რომ სოფელ თონეთის სკოლაში შემდეგი წლისთვის ტოვებს წიგნებს და რვეულებს, შეცდომით გამოგზავნილ რვეულებს აბრუნებს უკან გამოსაცვლელად. რადგან ბევრი სკოლაში წიგნების მისაღებად შემოდიოდა და შემდეგ სკოლას ტოვებდა, ამის გამო მან გადაწყვიტა, „ბუნების კარი“ და სხვა წიგნებიც გარდა „დედაენისა“ საკუთრებაში არ მიეცათ მოსწავლეებისთვის, ან უკან გამოერთმიათ. 12 ცალი უხმარი „ბუნების კარი“ სკოლაში ინახებოდა , რადგან იმ წელს მე-3 განყოფილებაში ბევრმა არ გააგრძელა სწავლა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის ზაფხულში გრიგორი გოლიცინს დაგეგმილი ჰქონდა კავკასიაში არსებული ყველა მინერალური წყლისა და სააგარაკო ადგილის მონახულება.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის ივნისში ხარაგაულელებმა გადაწყვიტეს დაეარსებინათ წიგნსაცავი და სამკითხველო, რომელსაც თავიანთი ხარჯით შეინახავდნენ. ნებართვის აღება ვასილ ბიჭიას ძე კიკნაძემ აიღო თავის თავზე და თხოვნით გუბერნატორს მიმართა, თუმცა მისგან უარი მიიღო.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის მაისის შემდეგ ილია ჭავჭავაძემ დაწერა სამი ახალი სატირული გამოცანა („რად გვინდა, ვინ ხარ...“, „ჩემი აწ ესე ნათქვამი...“ და „კალამი რამ უშოვნია...“) დავით კეზელზე, გიორგი თუმანიშვილსა და გიორგი წერეთელზე.

1897

ტიპი: ავტორობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ალექსანდრე ყიფშიძემ წარმოადგინა ცნობა, რომლის მიხედვითაც 1897 წლის 7 ივნისს გამგეობამ დაადგინა, რომ მუზეუმის ასაშენებლად უნდა გაერთიანებულიყო ყველა ფონდი, გარდა რაფიელ ერისთავის სახელობის ფონდისა.

1897

ტიპი: ნასამართლეობა

1897 წლის 9 ივნისს თბილისის ოლქის სასამართლოში განიხილეს ვასილ თუმანიშვილისა და ნიკოლოზ დიასამიძის საქმე. თუმანიშვილი დიასამიძეს თავის გატეხვაში სდებდა ბრალს. სასამართლომ დიასამიძეს 7 დღით ჰაუპტვახტში ჯდომა მიუსაჯა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 10 ივნისს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეთექვსმეტე სხდომა. სხდომაზე დაიანგარიშეს ლატარეა-ალეგრის შემოსავალი, რამაც სულ შეადგინა 2350 მანეთი, აქედან მარიამ ვახტანგის ასულ ორბელიანს დედათა სკოლის სასარგებლოდ გადასცეს 321 მანეთი.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 10 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეთექვსმეტე სხდომაზე დაადგინეს, დავით კარიჭაშვილისთვის გადაეცათ გასული წლის მოგების 15%, 226 მანეთის ოდენობით, მდივნის თანაშემწე ალექსანდრე ჭყონიასთვის – 151 მანეთი და იაკობ გოგებაშვილისთვის რვეულების ანგარიშში – 66 მანეთი.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 10 ივნისს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეთექვსმეტე სხდომა. სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა წინარეხის სკოლის პედაგოგმა თომა კევლიშვილმა, რომ ვალად გადაეცათ მისთვის სრული ჯამაგირი უკან დაბრუნების პირობით. გამგეობამ დაადგინა, რომ ყოველ თვე ვალად მიეცათ წინარეხის სკოლის პედაგოგისთვის 10 მანეთი.

1897

ტიპი: ღონისძიება

1896-97 სასწავლო წლის ანგარიშში (მაისი-ივნისი) მასწავლებელი თამარ ჯორჯაძე იუწყება, რომ 10 ივნისს სოფელ თონეთის სკოლა დაათვალიერა ალექსანდრე გარსევანიშვილმა. რევიზიის დროს სკოლაში გამოცხადდა 26 მოსწავლე, 10 ვაჟი და 16 ქალი, 1-ლი განყოფილებიდან – 10, მე-2 განყოფილებიდან – 13, მე-3 განყოფილებიდან 16 მოსწავლე.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 10 ივნისს სოფელ თონეთის სკოლა დაათვალიერა ალექსანდრე გარსევანიშვილმა. რევიზიის დროს სკოლაში გამოცხადდა 26 მოსწავლე, 10 ვაჟი და 16 ქალი, 1-ლი განყოფილებიდან – 10, მე-2 განყოფილებიდან – 13, მე-3 განყოფილებიდან – 16 მოსწავლე.

1897

ტიპი: განათლება

1897 წლის 10 ივნისს დ. ანანიაშვილმა, გ. მათეშვილმა, ვ. ჩხაიძემ, გ. ჯაშმა და ყ. ჭყონიამ თბილისის ალექსანდრეს საოსტატო ინსტიტუტი დაამთავრეს.

1897

ტიპი: ავტორობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრმა ალექსანდრე გარსევანიშვილმა შეადგინა სოფელ თონეთის სკოლის 1897 წლის 10 ივნისის რევიზიის ანგარიში.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 15 ივნისს გაზეთ „კვალში“ დომენტი თომაშვილის მოთხრობის „ქაჯი“ I-III თავები დაიბეჭდა.

1897

ტიპი: განათლება

1897 წლის 15 ივნისის გაზეთ „კვალის“ ცნობით, ალექსი ერმოლოვი, ვ. ხასია, ივანე ბოკერია, მ. ბოგდანოვი, ს. კვირკელიძე და ს. ჩუმაროვი თბილისის სამოქალაქო საფერშლო სასწავლებელში სახელმწიფო დაფინანსებით სწავლობდნენ.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 15 ივნისის გაზეთ „კვალის“ ცნობით სექტემბრიდან ხარკოვში იხსნებოდა სტომატოლოგიური სკოლა, რომლის დირექტორადაც სტომატოლოგი ს. ა. ნემიროვსკი უნდა დანიშნულიყო.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 15 ივნისს გაზეთ „კვალში“ დაიბეჭდა მიტროფანე ლაღიძის წერილი თედო სახოკიას რუსულ-ქართული ლექსიკონის შესახებ. 

1897

ტიპი: განათლება

1897 წლის 15 ივნისის გაზეთ „კვალის“ ცნობით, ელ. კალანდაძე და ნ. არხიპოვი თბილისის სამოქალაქო საფერშლო სასწავლებელში სწავლის ხარჯებს თვითონ ფარავდნენ.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 15 ივნისის გაზეთ „კვალში“ დაიბეჭდა მიტროფანე ლაღიძის წერილი თედო სახოკიას რუსულ-ქართული ლექსიკონის შესახებ.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 15 ივნისის გაზეთ „კვალის“ საშუალებით ილემის სამკითხველოს გამგემ, დიმიტრი ზურაბის ძე მაჭავარიანმა მადლობა გადაუხადა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას 23 ქართული წიგნის შეწირვისათვის.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 15 ივნისს ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის გამგე სიმონ ღოღობერიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გაუგზავნა თხოვნა, რომელშიც აცნობებს, რომ პირადი მიზეზების გამო 1-ლი სექტემბრიდან ვეღარ განაგრძობს სამსახურს და ამიტომ გამგეობას განთავისუფლებას სთხოვს.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 17 ივნისს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეცხრამეტე სხდომა. სხდომაზე მოხსენება გააკეთეს ივანე რატიშვილმა, ალექსანდრე ჭყონიამ და დავით კარიჭაშვილმა სენაკის სკოლის მდგომარეობის შესახებ, რის შემდეგაც გამგეობამ დაადგინა, რომ იაკობ გოგებაშვილს უნდა შეედგინა სენაკის სკოლისთვის ახალი სასწავლო გეგმა, ასევე სკოლის ინსპექტორი ყიფიანისთვის უნდა მიეწერათ, რომ გამგეობისგან სკოლის შესამოწმებლად გაიგზავნებოდა პიროვნება და სკოლაში უნდა დაარსებულიყო კომიტეტი. გამგეობამ დავით კარიჭაშვილს და ალექსანდრე გარსევანიშვილს მიანდო სენაკის სკოლის ინსპექტორის დავთრების შემოწმება, ხოლო სკოლისთვის ინსტრუქციის შედგენა ნიკოლოზ ცხვედაძეს და ნიკოლოზ მთვარელიშვილს დაევალათ.