საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88076

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის იანვრიდან სოფელი მეღვრეკისის სამრევლო სკოლაში კენჭაძე მასწავლებლად მუშაობდა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის იანვარში სოფელ მეღვრეკისში სამრევლო სკოლა დაარსდა, რომელიც ადგილობრივი მღვდლის, კენჭაძის სახლში იყო მოწყობილი.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წელს ილია ჭავჭავაძის ხელმოწერით წიგნად გამოვიდა „ანგარიში ქართველთა შორის ქშწ-კგ საზოგადოების“ მოქმედებისა: 1896 წელი. წელიწადი მეთვრამეტე. ტფ., 1897.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 1-ელ იანვარს არტემ ფირალიშვილმა ილია ჭავჭავაძეს მიუძღვნა თავისი თანაავტორობით გამოსული წიგნი „ნარკვევი კახეთის მევენახეობასა და მეღვინეობაზე“ წარწერით.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წელს ილია ჭავჭავაძის საიუბილეოდ ზაქარია ჭიჭინაძემ დაბეჭდა წიგნი „თ. ი. ჭავჭავაძე, როგორც ქართველთა ერთობის მღაღადებელი“.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 1-ელ იანვარს გაზეთ „კვალში“ დაიბეჭდა საახალწლო შარჟი ილია ჭავჭავაძეზე „ი. ჭ.-ძეს“.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წელს გერმანიის ქალაქ ფრაიბურგში ალექსანდრე ბაუმგარტნერმა გამოსცა „მსოფლიო ლიტერატურის ისტორიის“ პირველი ტომი, რომელშიც სხვა ქართველ მწერლებთან ერთად მოხსენებულია ილია ჭავჭავაძე.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წელს უკრაინულმა ჟურნალმა „ზორიამ“ გამოაქვეყნა ილია ჭავჭავაძის ლექსების „პოეტი“, „ელეგია“, „გუთნისდედა“, „მას აქეთ, რაკი...“ „გაზაფხული“ პავლო გრაბოვსკისეული თარგმანები.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წელს „საქართველოს კალენდარში“ ილია ჭავჭავაძის პორტრეტი დაიბეჭდა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წელს ჩერქეზმა მწერალმა ყაზიბეკ ახმეტუკოვმა იური კაზი-ბეკის ფსევდონიმით გამოცემული თავისი წიგნი „ცოტ-ცოტა ყველაფერზე. ნარკვევები და მოთხრობები“ წარწერით მიუძღვნა ილია ჭავჭავაძეს.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წელს ილია ჭავჭავაძის ხელმოწერით გამოვიდა „ანგარიში ქართველთა შორის ქშწ-კგ საზოგადოების“ მოქმედებისა: 1896 წელი. წელიწადი მეთვრამეტე. ტფ., 1897“.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის იანვრიდან სასოფლო მეურნეობის, ეკონომიისა და ჰიგიენის ყოველკვირეულ ჟურნალ „მეურნის“ გამოწერა მსურველებს შეეძლოთ ქუთაისში, ჟურნალის რედაქციაში, ან ნ. სვიმონოვის შენობაში მდებარე სტამბაში შეეძლოთ.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წელს სასოფლო მეურნეობის, ეკონომიისა და ჰიგიენის ყოველკვირეულ ჟურნალ „მეურნის“ რედაქციის სტამბა ქუთაისში, თბილისის ქუჩაზე, ნ. სვიმონოვის შენობაში მდებარეობდა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის იანვრიდან სასოფლო მეურნეობის, ეკონომიისა და ჰიგიენის ყოველკვირეულ ჟურნალ „მეურნის“გამოწერა კიწიაში მსურველებს დავით ჩაჩიბაიასთან შეეძლოთ.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის პირველი იანვრიდან ქუთაისში გაზეთ „Каспий“-ის გამოწერა მსურველებს ვარლამ ივანეს ძე ჭილაძის მაღაზიაში შეეძლოთ.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897-1900 წლებში ანტონ გაბრიელის ძე გოგავა სოფ. ბაშის სულიწმინდის გარდამოსვლის ეკლესიის მღვდელი იყო.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წელს სარდიონ ილარიონის ძე კაპანაძე სოფ. ბოსლევის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897-1904 წლებში სპირიდონ ნიკოლოზის ძე მახალდიანი გლო­ლის იო­ა­ნე ნათ­ლის­მცემ­ლის სახელობის ეკლესიის მღვდელი იყო.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897-1910 წლებში ლავრენტი ხარიტონის ძე მიქაუტაძე მო­ტყი­ა­რის წმ. გი­ორ­გის სახელობის ეკლესიის მღვდელი იყო.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897-1903 წლებში სიმონ იესეს ძე ალავიძე მუხ­ლის წმ.გი­ორ­გის სახელობის ეკლესიის მღვდელი იყო.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897-1914 წლებში გიორგი დავითის ძე გოშაძე კვაშ­ხი­ე­თის წმ. გი­ორ­გის სახელობის ეკლესიის მღვდელი იყო.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 1-ელ იანვარს გაზეთ „ნოვოე ობოზრენიეში“ ფსევდონიმით Горесмехов გამოქვეყნებულ საახალწლო ფელეტონში განხილულია სათავადაზნაურო ბანკის კრებებზე ვანო მაჩაბლისა და მისი მომხრეების გამოსვლები ილია ჭავჭავაძის წინააღმდეგ.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წელს დაიბეჭდა იონა მეუნარგიას „ნიკო გიორგის ძე დადიანის ცხოვრება“.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წელს ქუთაისის ამხანაგობამ გამოსცა იონა მეუნარგიას „მამია გურიელის ცხოვრება“.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897-1917 წლებში ვარლამ სოლომონის ძე კვიკვიძე (კიკვიძე) ქვე­და შავ­რას წმ. გი­ორ­გის ეკლესიის მღვდელი იყო.