საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები80023

1800

ტიპი: თანამდებობა

1800-42 წლებში დავით კალაძე ჯიქთუბნის წმ. ილია წინასწარმეტყველის ეკლესიის მღვდელი იყო.

1800

ტიპი: განათლება

1800 წელს დაბადებულმა იოსებ ბაქრაძემ საეკლესიო განათლება ჯრუჭის მონასტერში მიიღო მიტროპოლიტ დავით წერეთელთან.

1800

ტიპი: ღონისძიება

1800 წელს დაბადებული მაკარ ჯაფარიძე სხვავის მონასტერში 10-12 წლისა მივიდა.

1800

ტიპი: განათლება

1800 წელს დაბადებულმა მაკარ ჯაფარიძემ სხვავის მონასტერში არქიმანდრიტ პანტელეიმონის ხელმძღვანელობით შეისწავლა საღვთო წერილი და წერა-კითხვა.

1800

ტიპი: ღონისძიება

1800 წლის 27 დეკემბერს მეფე გიორგიმ გენერალ ივანე ლაზარევს სთხოვა, იმპერატორ პავლესთვის გადაეცა, რომ ოჯახსა და ტახტს მის იმედად ტოვებდა.

1800

ტიპი: გარდაცვალება

ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფე გიორგი XII გარდაიცვალა 1800 წლის 28 დეკემბერს ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ.

1801

ტიპი: თანამდებობა

1801 წელს პეტრე სვიმონის ძე სვიანაძე სოფ. დილიკაურის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1801

ტიპი: თანამდებობა

1801-1836 წლებში ივანე აბულაძე სოფ. დიმის მთავარანგელოზთა ეკლესიის მღვდელი იყო.

1801

ტიპი: თანამდებობა

1801 წელს იოსებ ნიკოლოზის ძე ცქიტიშვილი სოფ. მარტოთუბნის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1801

ტიპი: თანამდებობა

1801-46 წლებში სვიმონ გიორგის ძე კუჭაიძე საყულიის (ზედა) მაცხოვრის ეკლესიის მღვდელი იყო.

1801

ტიპი: თანამდებობა

1801-33 წლებში სვიმონ კუხიანიძე ქვედა მესხეთის წმ. სამების ეკლესიის მღვდელი იყო.

1801

ტიპი: თანამდებობა

1801 წელს თომა რუხაძე ქუტირის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1801

ტიპი: თანამდებობა

1801 წელს სვიმონ სვიმონის ძე კინწურაშვილი ჩუნეშის წმ. სტეფანეს ეკლესიის მღვდელი იყო.

1801

ტიპი: თანამდებობა

1801 წელს პავლე ცუხიშვილი ცხამის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1801

ტიპი: თანამდებობა

1801-37 წლებში ეგნატე გურული წირქვალის წმ. იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის მღვდელი იყო.

1801

ტიპი: თანამდებობა

1801 წელს ეგნატე გურული ხალიფაურის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1801

ტიპი: თანამდებობა

1801 წელს გიორგი იოვანეს ძე გიორგაძე ჯვარისის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1801

ტიპი: ღონისძიება

1801 წელს სოლომომ II-მ სხვავის მონასტერს შესწირა სოფელ ხამშში მდებარე ვენახი და ტყე.

1801

ტიპი: ავტორობა

1801 წლის 18 იანვარს გამოვიდა რუსეთის იმპერატორ პავლე I-ის მანიფესტი საქართველოს რუსეთთან მიერთების შესახებ.

1801

ტიპი: ღონისძიება

1830 წლის 29 ნოემბრის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი" დაიბეჭდა მთავარეპისკოპოს დოსითეოზის ცხოვრებასა და მოღვაწეობისადმი მიძღვნილი სტატია, რომლის მიხედვით, 1801 წლის 22 თებერვალს არქიმანდრიტი დოსითეოზი ხობიდან ქვათახევის მონასტერში გადაიყვანეს.

1801

ტიპი: თანამდებობა

1801 წლის 12 სექტემბერს გენერალ-ლეიტენანტი კარლ ფიოდორის ძე კნორინგი დაინიშნა საქართველოს მთავრასარდლად და გუბერნატორად.