საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81259

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 1-ლი იანვრისთვის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილებას სპეციალურ კაპიტალში დარჩა 14 469 მანეთი და 97 კაპიკი; საანგარიშო წლის განმავლობაში მიიღეს საწევრო თანხა და შემოწირულობა სულ 1296 მანეთი და 68 კაპიკი; გამგეობის ხარჯების დასაფარად გაიცა 4780 მანეთი და 96 კაპიკი; გამგეობის მოძრავი ქონება შემცირდა 84 მანეთითა და 80 კაპიკით; 1917 წლის სუფთა მოგება 45 505 მანეთი და 29 კაპიკი იყო. ანგარიშს ხელს აწერენ ბუღალტერი ალექსანდრე ლევანის ძე ჩხეიძე, გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ვარლამ იმნაძე, მდივანი კარპეზ ბერიძე, წევრები იაკობ ფანცხავა და სილოვან ხუნდაძე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 1-ლი იანვრისთვის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის აბაშიძისეული მამულის ანგარიშში 5000 მანეთი იყო, რომელიც უცვლელი დარჩა 1919 წლის 1-ლი იანვრამდე. ანგარიშს ხელს აწერენ ბუღალტერი ალექსანდრე ლევანის ძე ჩხეიძე, გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ვარლამ იმნაძე, მდივანი კარპეზ ბერიძე, წევრები იაკობ ფანცხავა და სილოვან ხუნდაძე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 1-ლი იანვრისთვის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის სამეურნეო სამრეწველო საზოგადოების ანგარიშში 200 მანეთი იყო, რომელიც უცვლელი დარჩა 1919 წლის 1-ლი იანვრისთვის. ანგარიშს ხელს აწერენ ბუღალტერი ალექსანდრე ლევანის ძე ჩხეიძე, გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ვარლამ იმნაძე, მდივანი კარპეზ ბერიძე, წევრები იაკობ ფანცხავა და სილოვან ხუნდაძე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 1-ლი იანვრისთვის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის საურთიერთო ნდობის საზოგადოების ანგარიშზე 100 მანეთი იყო, რომელიც უცვლელი დარჩა 1919 წლის 1-ლი იანვრისთვის. ანგარიშს ხელს აწერენ ბუღალტერი ალექსანდრე ლევანის ძე ჩხეიძე, გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ვარლამ იმნაძე, მდივანი კარპეზ ბერიძე, წევრები იაკობ ფანცხავა და სილოვან ხუნდაძე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 1-ლი იანვრისთვის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების სტამბის ვალი 11 859 მანეთი და 50 კაპიკი იყო. ასევე მიიღეს ნასესხები 8000 მანეთი და დაფარეს 12 900 მანეთის ოდენობის ვალი. ანგარიშს ხელს აწერენ ბუღალტერი ალექსანდრე ლევანის ძე ჩხეიძე, გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ვარლამ იმნაძე, მდივანი კარპეზ ბერიძე, წევრები იაკობ ფანცხავა და სილოვან ხუნდაძე.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 17 მარტს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით დაიბეჭდა 1876 წლის ერთი დღის ცხოვრებისეული ისტორიის მესამე ნაწილი. ეს იყო დიალოგი, რომელიც ავტორსა და შუახნის ქალს შორის გაიმართა. ისტორიის სათაურია „ქუჩის კარებში შუახნის დედაკაცი ზის, წინდასა ქსოვს“.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 17 მარტს გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ალექსანდრე ჭავჭავაძის ორი ლექსი.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის განმავლობაში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილებაში სამგზავრო ხარჯი 150 მანეთი იყო. ხელს აწერენ გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე იოსებ ოცხელი და მდივანი სილოვან ლაჭყეპიანი.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის განმავლობაში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების სტამბის ანგარიშზე, შესრულებული სამუშაოების წყალობით 285 738 მანეთი და 4 კაპიკი შემოვიდა. ანგარიშს ხელს აწერენ ბუღალტერი ალექსანდრე ლევანის ძე ჩხეიძე, გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ვარლამ იმნაძე, მდივანი კარპეზ ბერიძე, წევრები იაკობ ფანცხავა და სილოვან ხუნდაძე.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილების წევრები იყვნენ: თებრონე პეტრეს ასული კიკაჩეიშვილი, ვლადიმერ თადეოზის ძე პაპავა, ქსენია იოსების ასული კანდელაკი, ქსენია თადეოზის ასული პაპავა, ალექსანდრა თადეოზის ასული ურუშაძე, გაიოზ ოქროპირის ძე ჯვარშეიშვილი, ილარიონ იაკობის ძე გიგინეიშვილი, სევერიანე პავლეს ძე ფოცხვერია, რაჟდენ ლუკას ძე ჯიბუტი და ნადეჟდა ივანეს ასული ჩხაიძე.

1913

ტიპი: თანამდებობა

1913 წლის 21 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საგანგებო კრებაზე აირჩიეს განყოფილების გამგეობის წევრები: გიორგი ხერხეულიძე და ნიკოლოზ ბუკია.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 21 მაისს დაბა ზუგდიდში გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საგანგებო კრება, რომელზეც კრების თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავამ დამსწრეთ სთხოვა გამგეობის ორი ახალი წევრის, სამი კანდიდატისა და სარევიზიო კომისიის სამი წევრის დახურული კენჭისყრით არჩევა.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 21 მაისს დაბა ზუგდიდში გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საგანგებო კრება, რომელზეც კრების თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავამ მოახსენა დამსწრეთ, თუ რა შემოსავლს მოელოდა სავარაუდოდ გამგეობა მომავალ წელს და რა ხარჯი ექნებოდა იმ დროის განმავლობაში. კერძოდ, შემოსავლის სახით დაახლოებით უნდა შემოსულიყო 300 მან., ხოლო წიგნების, ბეჭდების, ქაღალდების შესაძენად, მისალოცი დეპეშების შესადგენად და მოულოდნელი ხარჯის გათვალისწინებით, არანაკლებ 70 მანეთისა იქნებოდა საჭირო. კრებამ დაადგინა, მიეცა გამგეობისთვის ეს თანხა.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 21 მაისს დაბა ზუგდიდში გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საგანგებო კრება. კრების თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავამ დამსწრეთ წარუდგინა გასული წლის შემოსავალ-გასავლის ანგარიში, რომელიც კრებამ ერთხმად დაამტკიცა და გამოთქვა სურვილი ეს და მომავალი წლების შემოსავალი შენახულიყო ადგილობრივი ფოსტის სახელმწიფო სალაროში.

1913

ტიპი: ორგანიზაცია

1913 წლის 21 მაისს დაბა ზუგდიდში გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საგანგებო კრებაზე წევრებად მიიღეს: აპოლინარია იოსების ზე მაკალათია, ივანე მიხეილის ძე ჯაფარიძე და ილარიონ ოტიას ძე კახაძე.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 21 მაისს დაბა ზუგდიდში გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საგანგებო კრება, რომელზეც კრების თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავამ დამსწრეთ წარუდგინა გასული წლის შემოსავალ-გასავლის ანგარიში. გასულ 1912 წელს ზუგდიდის განყოფილებას ჰყოლია 23 წევრი, რომელთაგან საწევროს სახით შემოსულა 99 მან. ამ თანხიდან 90 მან. გაეგზავნა მთავარ გამგეობას, ხოლო ღერბის მარკებში დაიხარჯა ერთი მანეთი და ორმოცდაათი კაპიკი. საზოგადოებას შემოსავლის სახით დარჩენია 7 მან. 50 კაპ.

1913

ტიპი: ორგანიზაცია

1913 წლის 21 მაისს დაბა ზუგდიდში გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საგანგებო კრებაზე წევრებად მიიღეს: გრიგოლ ეგნატეს ძე ჯიქია, იუსტინა კობახიძისა და ივანე იულონის ძე ოსიძე.

1913

ტიპი: ორგანიზაცია

1913 წლის 21 მაისს დაბა ზუგდიდში გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საგანგებო კრებაზე წევრებად მიიღეს: მარიამ მიხეილის ასული გოგოხია, თეოდოსია დავითის ასული კობახიძე, ანა კირილეს ასული თოდუასი და დიომიდე ანტონის ძე კეკელიძე.

1913

ტიპი: ორგანიზაცია

1913 წლის 21 მაისს დაბა ზუგდიდში გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საგანგებო კრებაზე წევრებად მიიღეს: ნიკო საბას ძე ბუკია, ესმა მანუჩარის ასული ფაღავა, ნინა სიმონის ასული მუჯირისა და გრიგოლ ლევანის ძე დადიანი.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 21 მაისს დაბა ზუგდიდში გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საგანგებო კრება, რომელზეც გამგეობის მდივანმა ეკატერინე კედიამ წაიკითხა საზოგადოების წევრობის მსურველთა სია. სიაში შევიდნენ: აპოლინარია მაკალათია, ივანე ჯაფარიძე და ილარიონ კახაძე.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 21 მაისს დაბა ზუგდიდში გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საგანგებო კრება, რომელზეც გამგეობის მდივანმა ეკატერინე კედიამ წაიკითხა საზოგადოების წევრობის მსურველთა სია. სიაში შევიდნენ: გრიგოლ ჯიქია, იუსტინა კობახიძისა და ივანე ოსიძე.

1913

ტიპი: ორგანიზაცია

1913 წლის 21 მაისს დაბა ზუგდიდში გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საგანგებო კრებაზე გამგეობის მდივანმა ეკატერინე კედიამ წაიკითხა საზოგადოების წევრობის მსურველთა სია, რომელშიც იყვნენ: მარიამ გოგოხია, თეოდოსია კობახიძე, ანა თოდუასი და დიომიდე კეკელიძე.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 21 მაისს დაბა ზუგდიდში გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საგანგებო კრება, რომელზეც გამგეობის მდივანმა ეკატერინე კედიამ წაიკითხა საზოგადოების წევრობის მსურველთა სია. სიაში შევიდნენ: პავლე ნადირაძე, ზინაიდა ჟორდანია, ანასტასია შუშანია და გიორგი ხერხეულიძე.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 21 მაისს დაბა ზუგდიდში გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საგანგებო კრება, რომელზეც გამგეობის მდივანმა ეკატერინე კედიამ წაიკითხა საზოგადოების წევრობის მსურველთა სია. სიაში შევიდნენ: ნიკო ბუკია, ესმა ფაღავა, ნინა მუჯირისა და გრიგოლ დადიანი.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 21 მაისს დაბა ზუგდიდში გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საგანგებო კრება და შედგა ამ კრების ოქმი. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ანდრია პატარაიამ უარი თქვა გამგეობის წევრობაზე სამსახურის გამო.