საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88076

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 16 მარტს დაბა ზუგდიდში აქვსენტი ფაღავას სახლში გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების გამგეობის სხდომაზე მოწვეული იყო გრიგოლ ბურჭულაძე.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 16 მარტს დაბა ზუგდიდში აქვსენტი ფაღავას სახლში გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების გამგეობის სხდომას დაესწრნენ: აქვსენტი ფაღავა, კლიმენტი ლორთქიფანიძე, ეკატერინე კედია, გიორგი ხერხეულიძე და სოკრატე კეშილავა.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წლის 16 მარტს დაბა ზუგდიდში აქვსენტი ფაღავას სახლში გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების გამგეობის სხდომას თავმჯდომარეობდა აქვსენტი ფაღავა.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილების წევრები იყვნენ: ნესტორ ათანასეს ძე სტურუა, თომა იორდანეს ძე თოდრაძე, ალექსანდრე ლომინის ძე დუნდუა, ილარიონ მოსეს ძე მიქელაშვილი, მექი ვასილის ძე რატიანი, ალექსი თოფაძე, ლევან ხაბეიშვილი, მიხეილ პეტრეს ძე ახობაძე, ათანასე ილარიონის ძე ტორონჯაძე, ვასილ გიორგის ძე კიკაჩეიშვილი და ჭიჭიკო ბართლომეს ძე კრავეიშვილი.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილების წევრები იყვნენ: რომანოზ ახობაძე, მიხეილ კოზმანის ძე ადეიშვილი, რაჟდენ ქრისტეფორეს ძე აბულაძე, ერმალოზ ქრისტეფორეს ძე აბულაძე, სარა ქრისტეფორეს ასული აბულაძე, არკადი მოსეს ძე ავალიანი, ანეტა გლახუნას ასული ავალიანი, ნინო დავითის ასული ანდღულაძე და გიორგი ალექსის ძე ანდღულაძე.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების სპეციალური კაპიტალიდან სტამბის შესაძენ ფონდში 5002 მანეთი და 67კაპიკი გადაირიცხა. ხელს აწერენ გამგეობის წევრები: იასონ ბაქრაძე, სამსონ ყიფიანი, მელანია გველესიანი, ევტიხი ჩხატარაიშვილი, იაკობ ფანცხავა და მდივანი სილოვან ლაჭყეპიანი.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 23 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილების წიგნების მაღაზიის სალაროში 6300 მანეთი იყო. ხელს აწერენ ვარლამ ბურჯანაძე, სილიბისტრო ხუნდაძე და მინა კოპალეიშვილი.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის განმავლობაში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილების გამგეობის სხდომას 10-ჯერ დაესწრო რაჟდენ გიორგის ძე მიქაძე.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის განმავლობაში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილების გამგეობის სხდომას 11-ჯერ დაესწრო ივანე გიორგის ძე კიკაბიძე.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის განმავლობაში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილების გამგეობის სხდომას 15-ჯერ დაესწრო გრიგოლ ქიშვარდის ძე ურუშაძე.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის განმავლობაში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილების გამგეობის სხდომას 3-ჯერ დაესწრო პავლე ლუკას ძე წულაია.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის განმავლობაში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილების გამგეობის სხდომას 6-ჯერ დაესწრო მალაქია ტოროშელიძე.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის განმავლობაში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილების გამგეობის სხდომას 12-ჯერ დაესწრო ანეტა ავალიანი.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის განმავლობაში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილების გამგეობის სხდომას 14-ჯერ დაესწრო სილიბისტრო ხუნდაძე.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილების წევრები იყვნენ: ასლან კონსტანტინეს ძე კოსტავა, მარგალიტა ვასილის ასული ჩუბინიძე, ეკატერინე მერაბის ასული მიქელაძე, ელისაბედ ფარნაოზის ასული ღოღობერიძე, მარიამ იოსების ასული ბალანჩივაძე, გრიგოლ ნიკოლოზის ძე ღოღობერიძე, სოლომონ არონის ძე შტეინბერგი, ისიდორე ოტიას ძე გოთოშია და ნოე დიონისეს ძე კაჭარავა.

1913

ტიპი: თანამდებობა

1913 წლის 21 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საგანგებო კრებაზე აირჩიეს სარევიზიო კომისიის წევრები: ფარნაოზ ფიჩხაია, ალექსანდრე გაბუნია და აპოლონ ჯიქია.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 26 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილების თავმჯდომარე სილიბისტრო ხუნდაძემ, მთავარი გამგეობის მდივან ვარლამ ბურჯანაძეს ჩააბარა სამტრედიის განყოფილებაში არსებული ქართული წიგნების სია, რომელთა საერთო ღირებულება 44 753 მანეთი იყო.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს დავით ღამბაშიძე იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დიპლომატიური წარმომადგენელი დიდ ბრიტანეთში.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 7 სექტემბერს მეუღლისთვის გაგზავნილ წერილში ოლივერ უორდროპმა აღნიშნა, რომ მალე სომხეთსა და ერევანში აპირებდა წასვლას.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 11 სექტემბერს მეუღლისადმი გაგზავნილ წერილში ოლივერ უორდროპმა აღნიშნა, რომ საქართველო ბრიტანელი სამხედროების უმრავლესობამ დატოვა. რამდენიმე ოფიცერი იყო დარჩენილი და კვირის ბოლომდე ისინიც მიემგზავრებოდნენ.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 11 სექტემბერს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს წერილობით შეატყობინა, რომ 10 სექტემბერს გაზეთ „კლდეში“ დაიბეჭდა პოეტი ქალის, დომენიკა ერისთავის სტატია მარჯორი უორდროპზე.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 7 სექტემბერს მეუღლისთვის გაგზავნილ წერილში ოლივერ უორდროპმა აღნიშნა, რომ საღამოს ძველი მეგობარი ანასტსია წერეთელი ინახულა. მან უთხრა, რომ 1918 წელს გერი გარდაეცვალა, შემდეგ კი ქალაქგარეთ ყოფნისას სახლი გაუქურდეს.

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წლის 14 აპრილს მარჯორი უორდროპი ოლღა გურამიშვილს მადლობას უხდის წერილისთვის და „განდეგილის“ ინგლისური თარგმანის გაგზავნას ატყობინებს.

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წლის 3 აპრილს გაგზავნლ წერილში მარჯორი უორდროპი ოლღა გურამიშვილს „ცნობის ფურცლის“ მიღებას ატყობინებდა და „ივერიის“ გამოსვლის თარიღს ეკითხებოდა.

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წლის 3 აპრილს ოლღა გურამიშვილისადმი გაგზავნლ წერილში მარჯორი უორდროპი საქართველოში მომხდარი წყალდიდობის გამო წუხილს გამოთქვამდა და „განდეგილის“ გამოცემის დაგვიანების მიზეზებს ეკითხებოდა.