რეგისტრირებული ფაქტები88076
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1919
ტიპი: ორგანიზაცია
1919 წლის 6 ოქტომბერს ოლივერ უორდროპი მხატვრების, მუსიკოსებისა და ლიტერატორების მიერ შექმნილი კლუბის წევრი გახდა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 18 სექტემბერს, პირველ საათზე, ოლივერ უორდროპი პარლამენტის საშემოდგომო სესიის გახსნას დაესწრო. სხდომაზე პარლამენტმა რკინიგზაზე ყაჩაღობისთვის სიკვდილით დასჯის შესახებ კანონი მიიღო.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 1-ლ ოქტომბერს ოლივერ უორდროპი ბაქოდან თბილისში დაბრუნდა. მას საზეიმოდ მორთულ სადგურში უამრავი ადამიანი დახვდა.
1919
ტიპი: გარდაცვალება
1919 წლის 13 სექტემბერს პოლკოვნიკი ალხავი ბოლშევიკების ნასროლი ბომბით გარდაიცვალა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 21 სექტემბერს ოლივერ უორდროპს ეწვია სპარსეთის გენერალური კონსული, რომელსაც დიდხანს ესაუბრა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 4 ოქტომბერს ოლივერ უორდროპი და გრანდი საოპერო სეზონის გახსნაზე იყვნენ და ქართული ხალხური ზღაპრის მიხედვით შექმნილი საოპერო წარმოდგენა „აბესალომ და ეთერი“ ნახეს.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 12 სექტემბერს ოლივერ უორდროპს ქართველ მუსლიმთა დელეგაცია და ქართველ ებრაელთა მთავარი რაბინი ესტუმრნენ.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 11 სექტემბერს ოლივერ უორდროპმა ახალგაზრდა ამერიკელი რობერტ პირპონტ ბლეიკი გაიცნო. ბლეიკი ქართულის შესწავლით იყო დაინტერესებული.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 27 სექტემბერს ოლივერ უორდროპი თბილისიდან ბაქოში სამხედრო და საგარეო საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლებმა გააცილეს.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 4 ოქტომბერს ოლივერ უორდროპი ძველმა მეგობარმა, საეკლესიო მუსიკის მკვლევარმა ვასილ კარბელაშვილმა ინახულა და ეკლესიის ამბებს მოუყვა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918-1920 წლებში რობერტ პირპონტ ბლეიკი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბერძნულ ენასა და ბიზანტიის ისტორიას ასწავლიდა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილებამ ნოტარიუსს ანდერძების შესრულებისათვის 103 მანეთი და 50 კაპიკი გადაუხადა. ხელს აწერენ გამგეობის წევრნი იასონ ბაქრაძე, სამსონ ყიფიანი, მელანია გველესიანი, ევტიხი ჩხატარაიშვილი, იაკობ ფანცხავა და მდივანი სილოვან ლაჭყეპიანი.
1910
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1910 წელს ანა (ანეტა) მეთოდეს ასული ჭყონია მასპინძლობდა ჯონ ოლივერ უორდროპს კარაკლისში.
1894
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1894 წელს ანა (ანეტა) მეთოდეს ასული ჭყონია მასპინძლობდა ჯონ ოლივერ უორდროპს ქუთაისში.

