რეგისტრირებული ფაქტები88076
სორტირება თარიღი მზარდობით
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 10 თებერვალს ოზურგეთში თ. ნ თავდგირიძის თავმჯდომარეობით გაიმართულ კრებაზე შავი ჭირის გავრცელების პრევენციისთვის გასატარებელ ღონისძიებებზე იმსჯელეს.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 11 თებერვალს ა. მექალაშვილის ცნობით, ბათუმში კიევის სამრეწველი ბანკის განყოფილება გაიხსნა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 11 თებერვლის „ცნობის ფურცლის” მიხედვით, ნაძალადევში სამრევლო სკოლის კურთხევის შემდეგ იროდიონ გურგენიძემ სკოლის შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ სახელი ნაძალადევი არ შეეფერებოდა იქ მცხოვრებ მოსახლეობას და მისი აზრით, ნაძალადევისთვის „ნოვი სვეტი” უნდა დაერქვათ.
1897
ტიპი: ნასამართლეობა
1897 წლის 11 თებერვლის „ცნობის ფურცლის” მიხედვით, პავლე პაპალოვს საზოგადოებრივი ქონების მითვისებაში ედებოდა ბრალი.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის თებერვალში სარდიონ ლუკას ძე ლომიძე ხონში ოსმალეთიდან ჩამოტანილი აბრეშუმის ჭიის თესლს ყიდდა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 14 თებერვალს, ნ. პანოვის განცხადებით, სურამის სასამართლოში უნდა გაყიდულიყო გიგო და თედო ბოლოთაშვილების მამულები.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 14 თებერვალს ნ. პანოვის განცხადებით, სურამის სასამართლოში უნდა გაყიდულიყო ეკატერინე ალექსის ასული ჭელიძის მამული.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 14 თებერვალს ნ. პანოვის განცხადებით სურამის სასამართლოში უნდა გაყიდულიყო მარიამ ფალავანდიშვილის, მიხეილ დავითის ძე ციციშვილისა და გიგო გიორგის ძე ასპინძელაშვილის მამულები.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 14 თებერვალს ნ. პანოვის განცხადებით სურამის სასამართლოში უნდა გაყიდულიყო სვიმონ ბოდაევის მამული, რომელიც სოფელ ახმეტაში მდებარეობდა.
1897
ტიპი: გარდაცვალება
1897 წლის 15 თებერვალს მიხეილის საავადმყოფოში იაგორ მელქოს ძე გრიქუროვი ექიმად დასაქმდა. 22 თებერვალს კარბოლის მჟავით თავი მოიწამლა და გარდაიცვალა. პოლიციამ გამოიძია, რომ თურმე იაგორი იქამდე ღვინის სარდაფში მუშაობდა. 15 თებერვალს სარდაფის მფლობელმა წლიური ანგარიში მოითხოვა, იაგორს დააკლდა 750 მანეთი, რის გამოც სამსახურიდან დაითხოვეს. ვარაუდობენ, რომ თავიც ამ გარემოების გამო მოიკლა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 18 თებერვალს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეხუთე სხდომა. სხდომაზე გარსევან რატიანს, დავითაშვილს და ჯორჯაძეს ძეგლის ხარჯის გასასტუმრებლად გადასცეს 10 მანეთი, გიორგი ტატიშვილს წინარეხის სკოლისთვის წიგნების დასაკმაზში 1.20 მანეთი.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 19 თებერვალს თბილისში ა. ა. ივანენკოს თავმჯდომარეობით გამართულ საბჭოს სხდომაზე ქალაქის 1897 წლის ხარჯთაღრიცხვა შეადგინეს.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 20 თებერვალს თონეთის სკოლის მასწავლებელი თამარ ჯორჯაძემ მიიღო თებერვლის ჯამაგირი 30 მანეთი და აცნობა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას.
1897
ტიპი: ავტორობა
1897 წლის 20 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მდივანმა დავით კარიჭაშვილმა მისწერა სოფელ თონეთის სკოლის მასწავლებელ თამარ ჯორჯაძეს, რომ უგზავნის 50 მანეთს თებერვლისა და მარტის ხელფასის ანგარიშში, ხოლო 10 მანეთი მისცეს ქალს, რომელმაც წარმოადგინა ჯორჯაძის წერილი ერთი თუმნის გადაცემის შესახებ. ჯამში მას ექნება მიღებული 60 მანეთი.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 20 თებერვლისთვის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასარგებლოდ თბილისის კლუბის დარბაზში დაგეგმილ საქველმოქმედო კონცერტში მონაწილეობა უნდა მიეღოთ აკაკი წერეთელს, ვასილ ველიჩკოსა და სხვ.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 21 თებერვალს ოლღა გურამიშვილ-ჭავჭავაძისამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასარგებლოდ გამართულ კონცერტს უხელმძღვანელა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 21 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასარგებლოდ გამართულ კონცერტზე ივანე სარაჯიშვილმა ვიოლინოზე დაუკრა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 21 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასარგებლოდ გამართული კონცერტის პირველ განყოფილებაში ს. დ. ხიმშიაშვილისამ და ისააკ მატკოვსკიმ საფორტეპიანო ნომრები შეასრულეს.
1897
ტიპი: გარდაცვალება
1897 წლის 21 თებერვალს სიმონ კვაჭანტირაძეს მდინარე სუფსაში ურემი გადაუბრუნდა, იგი წყალმა გაიტაცა და გარდაიცვალა. მისი გვამი მეორე დღეს ერთი ვერსის მანძილზე გარიყული იპოვეს.

