საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88076

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის მარტში ვასილ კარბელაშვილმა დაამთავრა ქართულ-კახური საეკლესიო საგალობლების ნოტებზე გადაღება და ნოტების დაბეჭდვა. კარბელაშვილი ამ სასარგებლო საქმით დიდი ხნის განმავლობაში იყო დაკავებული.

1897

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1897 წლის მარტში მძიმედ გაციებულ ილია ჭავჭავაძეს ახალგაზრდა ექიმი მიხეილ გედევანიშვილი მკურნალობდა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის მარტში თბილისის სახელმწიფო თეატრში უბნის ზედამხედველმა, მაჭავარიანმა შეიპყრო თბილისის მოქალაქე, რომელსაც თეატრის ბილეთები ეყიდა და მეტ ფასად ჰყიდდა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის მარტში გორის საკრებულო დარბაზში მაზრის ექიმმა, ბეზირგანოვმა წაიკითხა ლექცია შავი ჭირის შესახებ.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის მარტში მოქანდაკე ალექსანდრე თარხნიშვილი ნაცნობებს სთხოვდა, გაეგზავნათ მისთვის ილია ჭავჭავაძის სურათები. ამ სურათების მიხედვით, თარხნიშვილი აპირებდა ილიას საიუბილეო ბიუსტის დამზადებას.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის მარტში ნ. ა. ტარსაიძე თბილისის საოლქო სასამართლოს გორის განყოფილების პროკურორი იყო.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის მარტში ა. ვ. პადალკო თბილისის საოლქო სასამართლოს გორის განყოფილების ერთ-ერთი წევრი იყო.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის მარტში თბილისის საოლქო სასამართლოს გორის განყოფილების თავმჯდომარე იყო ი. ო. პარჩევსკი.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის მარტში შმენიანი შორაპნის მომრიგებელი მოსამართლის თანაშემწედ დანიშნეს.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის მარტში დიდუბის მაცხოვრებლებმა ქალაქის გამგეობას მიმართეს და თხოვეს, რომ მთავარმართებელ შერემეტევის პატივსაცემად დიდუბის ქუჩისთვის შერემეტიევის ქუჩა დაერქმიათ. საბჭოში დაიგეგმა ამ თხოვნის განხილვა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის მარტში ქუთაისის სამეურნეო სკოლაში კავკასიის სამეურნეო საზოგადოების ქუთაისის განყოფილებამ, ს. პ. ფეიქაროვის შემწეობით, სამეურნეო იარაღთა საწყობი გამართა. საწყობში ჰქონდათ სხვადასხვა სანიადაგო გუთნები, ჩალის საჭრელი მანქანები, ფარცხები და სხვა საჭირო იარაღები.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის მარტში იტალიის ქალაქ ფოსანოს თეატრის ოპერაში ქართველი მომღერალი სერგო ევლახიშვილი მღეროდა. დამსწრე საზოგადოებამ და ოპერის ორკესტრმა პატივისცემის ნიშნად მომღერალს დაფნის გვირგვინი მიართვა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 2 მარტს გორის მაზრის უფროსი თანაშემწე გიორგი ლევანის ძე ჯანდიერი გაუძღვა დოესში სოფლის ყრილობას, რათა გამოეძიებინა, ვინ წაუკიდა ცეცხლი ნიკოლოზ ციციშვილის სახლს. ჯანდიერი ყრილობის მსვლელობის დროს დამსწრეების გამოტეხას ცდილობდა, თუმცა ვერაფერს გახდა.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 2 მარტს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა მოწინავე წერილი „ტფილისი, 1 მარტი“ („არ არის არცერთი გუბერნია შიდა რუსეთში...“).

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 2 მარტს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „პატარა საუბარი“ („მართალია, კაცო, რასაც ჰლაპარაკობენ?...“).

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 2 მარტს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყებული გრიგოლ თოიძის წერილი ეხება ილია ჭავჭავაძის სახელობის ფონდის დაარსების საკითხს.

1897

ტიპი: ნასამართლეობა

1897 წლის 3 მარტს გორის საოლქო სასამართლო განყოფილებაში განიხილეს საქმე დავით იასეს ძე ავალიშვილისა, რომელსაც ქურდობა და ძარცვა-გლეჯვა ბრალდებოდა. საქმეზე ასამდე მოწმე იყო მოწვეული, მათ შორის ბევრი ადმინისტრაციის მოხელე. საგულისხმოა, რომ ავალაშვილი აქამდეც დაჭერილი იყო, თუმცა, როგორც ჩანს, განთავისუფლების შემდგომაც განაგრძო კრიმინალური საქმიანობა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 3 მარტს გაიმართა თბილისის მასწავლებელთა პედაგოგიური კრება, რომლის თავმჯდომარეც ხ. ნ. გროზდოვი იყო. კრებაზე უნდა შეემუშავებინათ გეგმა სამგანყოფილებიანი სწავლებისთვის და გადაეწყვიტათ, რა უნდა ესწავლებინათ საწყის და შემდგომ ეტაპებზე.

1897

ტიპი: ნასამართლეობა

1897 წლის 3 მარტს თბილისის ოლქის სასამართლომ განიხილა ივანეს მიხეილის ძე შენიკოვის საქმე, რომელსაც ცოლის განზრახ მკვლელობა ედებოდა ბრალად.

1897

ტიპი: ნასამართლეობა

1897 წლის 4 მარტს თბილისის ოლქის სასამართლოში დანიშნული იყო ნიკოლოზ ქადაგიშვილის საქმის განხილვა. მას ცოლის მკვლელობაში ედებოდა ბრალი.

1897

ტიპი: ნასამართლეობა

1897 წლის 4 მარტს ქუთაისის ოლქის სასამართლოში დანიშნული იყო ალექსანდრე დანელიას საქმის განხილვა. მას განზრახ მკვლელობაში ედებოდა ბრალი.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წელს 4 მარტს „ცნობის ფურცელში“ გიორგი ერისთავს მადლობა გადაუხადეს მეჯვრისხევის სამკითხველოსთვის თოთხმეტი ქართული წიგნი შეწირვის გამო.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წელს 4 მარტს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ სვიმონ თულაშვილს მადლობა გადაუხადეს მეჯვრისხევის სამკითხველოს ფინანსური დახმარებისთვის.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წელს 4 მარტს „ცნობის ფურცლის“ მეშვეობით მადლობა გადაუხადეს კონსტანტინე გაბარაშვილს იმის გამო, რომ მან მეჯვრისხევის სამკითხველოს გაუგზავნა წიგნები და თავისი ხარჯებით გამოუწერა 1897 წლის „ჯეჯილი“.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 5 მარტს სააღებმიცემო ამხანაგობის „შუამავალის“ მაღაზია აკურთხეს და მაშინვე დაიწყეს ვაჭრობა. მაღაზია ბარონის ქუჩის კუთხეში, ივანე მუხრანბატონის სახლში გახსნეს.