საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები91171

1897

ტიპი: გარდაცვალება

1897 წლის 29 იანვარს ალექსანდრე და დავით გუნდიაშვილები ნათესავებსა და ნაცნობებს აუწყებდნენ ძმის, შაქრო გუნდიაშვილის, გარდაცვალებას.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 29 იანვრისთვის ქართულ თეატრში დაგეგმილი იყო ბ. ავალაშვილის ბენეფისი. უნდა დაედგათ ახალი პიესა „ბოშა ქალი ზანდა“. პიესის რეჟისორი იყო ალექსი-მესხიშვილი, ადმინისტრატორი – კ. შათირიშვილი.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 29 იანვარს ავლაბარში გაიხსნა ახალი საავადმყოფო ქუნთრუშის სამკურნალოდ. საავადმყოფოს გახსნას კონსტანტინე სტეფანოვიჩი და ა. ა. ივანენკოც დაესწრნენ.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 30 იანვარს ი. რიდმა ქალაქის გამგეობის წევრებს შესთავაზა კვირა დღეს ვაჭრობისა და მუშაობის აკრძალვა. მისი თქმით, კვირაობით მუშაობის გამო ისინი ეკლესიაში იშვიათად მისვლას და ზიარებასაც კი ვეღარ ახერხებდნენ.

1897

ტიპი: გარდაცვალება

1897 წლის 31 იანვარს საბჭოს კრებაზე თავმჯდომარემ საბჭოს წევრებს აუწყა ლიდია პეტრეს ასული თამამშევის გარდაცვალება, რომელიც 1886 წლიდან 1897 წლამდე ქალაქის სახელოსნოს დირექტორი იყო. სახელოსნოში ქალები სხვადასხვა ხელსაქმეს ეუფლებოდნენ.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის თებერვალში სოფელ თონეთის სკოლის 1-ლი განყოფილების მოსწავლე ნუშა შავშიშვილი სკოლიდან გავიდა დედის ავადმყოფობის გამო.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის თებერვალში სოფელ თონეთის სკოლის მე-2 განყოფილების მოსწავლე სიდონია პაპუნაშვილი სკოლიდან გავიდა დედის დასახმარებლად.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის თებერვალში თონეთის სკოლის მასწავლებელი თამარ ჯორჯაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვს შემდეგ ნივთებს: 150 ცალი სამხაზიანი რვეული ქართული წერისათვის, (ორხაზიანი მეშველი ხაზით), 10 ცალი ერთხაზიანი რვეული, 1 კოლოფი კალმები, მაგრამ სხვანაირი და არა ადრე გაგზავნილი. ის სწერს, რომ ეს ნივთები ძალიან საჩქარო არ იყო და ამიტომ მამა პართენ ცაგარლისთვის გაეტანებინათ.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის თებერვალში ექიმ ნავასარდიანის კლინიკაში შინაგან და ბავშვთა დაავადებებს მკურნალობდა ა. კარაპეტიანცი.

1897

ტიპი: გარდაცვალება

1897 წლის თებერვალში მიხა მებაღიშვილი მისმა შვილმა, რაჟდენ მებაღიშვილმა ჩამომხრჩვალი იპოვა. როგორც გაირკვა, იქამდე მიხა მებაღიშვილი უაქციზოდ არყის გამოხდაში გამოიჭირეს და აუკრძალეს. ვარაუდობდნენ, რომ ეს გახდა თვითმკვლელობის მიზეზი.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის თებერვალში ექიმ ნავასარდიანის კლინიკაში შინაგან, ნერვულ და ბავშვთა დაავადებებს მკურნალობდა ა. პუგინოვი.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის თებერვალში ექიმ ნავასარდიანის კლინიკაში ქალთა და ბავშვთა დაავადებებს მკურნალობდა ა. დუნაევა-რუდენკო.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის თებერვალში მთავრობის განკარგულებით ბათუმის სასწავლებლის ინსპექტორი მაჭავარიანი სტავროპოლის სასწავლებლის პედაგოგად დაინიშნა.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის თებერვალში ექიმ ნავასარდიანის კლინიკაში ყელის, ცხვირისა და გულმკერდის დაავადებებს მკურნალობდა ი. პროტასევიჩი.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის თებერვალში ყარამან ჩიქოვანი ექიმ ნავასარდიანის კლინიკაში თვალისა და ნერვების პრობლემებს მკურნალობდა.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის თებერვალში ექიმ ნავასარდიანის კლინიკაში ქალთა დაავადებებს მკურნალობდა ზ. ბაბანასიანცი.

1897

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1897 წლის თებერვალში ქუთაისის ყოფილი ვიცე-გუბერნატირი, ბარონ ბრიუგენი ეტლით მგზავრობდა. ერთ-ერთ მოსახვევში მეეტლემ ფეხით მოსიარულე ვერ შეამჩნია და გადაუარა. მოხუცი მძიმედ დაშავდა.

1897

ტიპი: მფლობელობა

1897 წლის თებერვალში პაციენტებს იღებდნენ ექიმი ნავასარდიანის პირველ კერძო სამკურნალო დაწესებულებაში, რომელიც მდებარეობდა ვორონცოვის ძეგლის პირდაპირ. ნავასარდიანი მკურნალობდა ვენერიულ დაავადებებს და ატარებდა ქირურგიულ ოპერაციებს.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის თებერვალში მთავრობის განკარგულებით ზემო სვანეთში მდებარე სასწავლებლის პედაგოგი ნიჟარაძე ტიტულოვანი მრჩეველი გახდა.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის თებერვალში, მთავრობის განკარგულების მიხედვით, ზუგდიდის სასწავლებლის პედაგოგი გომელაური ტიტულოვანი მრჩეველი გახდა.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის თებერვალში მთავრობის განკარგულებით იოსელიანი კოლეგიის ასესორი გახდა.

1897

ტიპი: ნასამართლეობა

1897 წლის თებერვალში თბილისის სასამართლო პალატამ ხელმეორედ განიხილა საქმე დიმიტრი მუსხელიშვილისა, რომელსაც გაბრიელ აგლუნოვისთვის შეურაცხყოფის მიყენებაში ედებოდა ბრალი. ეს საქმე განიხილეს 1896 წლის 9 სექტემბერსაც და მუსხელიშვილს 4 დღით დაპატიმრება მიუსაჯეს, თუმცა მან საჩივარი უყურადღებოდ დატოვა.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის თებერვალში მთავრობის განკარგულებით თბილისის მე-3 გიმნაზიის მასწავლებელი, ჯარშეიშვილი „ნადვორნი სოვეტნიკი“ გახდა.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის თებერვალში მთავრობის განკარგულებით ქალაქ ყარსის სასწავლებლის პედაგოგი ბაქრაძე კოლეგიის ასესორი გახდა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის თებერვალში დუშეთის მაზრის უფროსის თანაშემწემ, ცისკარიშვილმა დაიწყო სოფლის მამასახლისის, ალექსანდრე ელიოზიშვილის საქმის გამოძიება. ელიოზიშვილს სოფლის ფულის მოპარვაში ადანაშაულებდნენ. გამოძიებამ დაადგინა, რომ მან ორმოცი თუმანი მოიპარა სასოფლო ბიუჯეტიდან. ელიოზიშვილი სამსახურიდან გადააყენეს, ათი თუმანი აპატიეს და ოცდაათი ჩამოართვეს.