საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81285

1919

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1919 წლის 4 დეკემბერს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ბევრი სამუშაო ჰქონდა და დრო არაფრისთვის რჩებოდა. კარგად გრძნობდა თავს და სიყვარულს უგზავნიდა ძვირფას მეუღლესა და საყვარელ შვილებს.

1919

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1919 წლის 3 დეკემბერს, ოთხშაბათს, 10-ის ნახევარზე ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ციცაბო და სახიფათო ბილიკზე იდგა, შეიძლება გზა ბოლომდე რთული ყოფილიყო, მაგრამ არ წუწუნებდა, რადგან მაღლასვლა სურდა და არა – დაღმა.

1919

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1919 წლის 3 დეკემბერს, ოთხშაბათს, 10-ის ნახევარზე ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ცხოვრებაში მოსავლის აღების დრო დაუდგა და ეს შესაძლებლობა მაქსიმალურად უნდა გამოეყენებინა.

1919

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1919 წლის 3 დეკემბერს, ოთხშაბათს, 10-ის ნახევარზე ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ როგორმე უნდა მოეხერხებინა და მოწყენილობის დროს მასზე ეფიქრა, რას აკეთებდა, ენატრებოდა თუ არა მასთან ერთად ბუხრის პირას ჯდომა.

1919

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1919 წლის 3 დეკემბერს, ოთხშაბათს, 10-ის ნახევარზე ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ შობა ახლოვდებოდა და მარტოობის შიში შემოეჩვია.

1919

ტიპი: მფლობელობა

1919 წლის 3 დეკემბერს, ოთხშაბათს, 10-ის ნახევარზე ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ მუსლიმთა საღვთო წიგნი ჰქონდა. ის იყო ლოცვების ნაკრები, რომლის ილუსტრატორმაც არაბული კარგად არ იცოდა, რის გამოც ილუსტრაციები ტექტს იყო აცდენილი.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 18 სექტემბერს ოლივერ უორდროპმა მეუღლისთვის გაგზავნილ წერილში აღნიშნა, რომ ბოლო დღეებში შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა მატარებლების ძარცვა დაიწყეს. არსებობდა ეჭვი, რომ ისინი საზრვარგარეთ შემუშავებული გეგმის მიხედვით მოქმედებდნენ. მთავარი მიზანი საქართველოს სუსტ ქვეყნად წარმოდგენა იყო, რომელსაც ინგლისელების წასვლის შემდეგ უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნება არ შეეძლო.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 6 ოქტომბერს ოლივერ უორდროპმა და გენერალმა ჰარბორდმა ისაუბრეს.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 3 ნოემბერს ოლივერ უორდროპი ამერიკული მისიის ხელმძღვანელს შეხვდა. მათ თათრებსა და სომხებს შორის არსებულ უთანხმოებაზე ისაუბრეს.

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წლის 27 ივნისს მარჯორი უორდროპი ანასტასია თუმანიშვილ-წერეთელს მოკითხვის წერილს უგზავნიდა და ქერჩში გადასვლის ამბავს ატყობინებდა.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 20 ნოემბერს გამოგზავნილ წერილში მარჯორი უორდროპი ანასტასია თუმანიშვილ-წერეთელს, მეუღლის – გიორგი წერეთლის წიგნის, „ყვირილის ხეობის არქეოლოგიური ექსკურსის“ (რუსულ ენაზე) გაგზავნისთვის მადლობას უხდიდა.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 20 ნოემბერს გამოგზავნილ წერილში მარჯორი უორდროპი ანასტასია თუმანიშვილ-წერეთელს ჟურნალ „ჯეჯილის“ 1898 წლის N1 და N6 გაგზავნას სთხოვდა.

1900

ტიპი: ავტორობა

1900 წელს ვარშავიდან გამოგზავნილ წერილში მარჯორი უორდროპი ანასტასია თუმანიშვილ-წერეთელს ქმრის გარდაცვალების გამო უსამძიმრებდა.

1900

ტიპი: ავტორობა

1900 წლის 18 ნოემბერს გამოგზავნილ წერილში მარჯორი უორდროპი ანასტასია თუმანიშვილ-წერეთელს ჯანმრთელობის მდგომარეობას ეკითხებოდა, რადგან გაზეთ „ივერიიდან“ მისი ავადმყოფობა შეიტყო.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის ოქტომბერში ოლივერ უორდროპს ორი თანამშრომელი დაუმატეს.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 8 ოქტომბერს ოლივერ უორდროპმა ილია ჭავჭავაძის და, ელისაბედ საგინაშვილი ინახულა.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 18 იანვარს, კვირას, საღამოს 7 საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ვერ გაუძლებდა ის იმ არამდგრად ვითარებას, რომელშიც ცხოვრება მოუწია. მისთვის ვერც რისკების არიდებას შეძლებდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 18 იანვარს, კვირას, საღამოს 7 საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, უხაროდა, რომ არ მოუხდა მასთან ერთად არამდგრად ვითარებაში ყოფნა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 16 ოქტომბერს მეუღლისთვის გაგზავნილ წერილში ოლივერ უორდროპმა აღნიშნა, რომ ერევანში 200 000 ღარიბი, თითქმის შიშველი დევნილი ცხოვრობდა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 15 ოქტომბერს ოლივერ უორდროპი, გრანდი, მამუკა ორბელიანი, რობეკის ორი ოფიცერი და სომეხი პოლკოვნიკი ერევანში მატარებლით გაემგზავრნენ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 18 იანვარს, კვირას, საღამოს 7 საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, საქმეს ვერ მიატოვებდა. ყველაფერი უნდა გაეკეთებინა, რაც შეეძლო, არა იმიტომ, რომ სახელის მოხვეჭა სურდა, არამედ იმიტომ რომ სჯეროდა, თავისი ყოველდღიური საქმიანობით მსოფლიოს ეხმარებოდა.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 18 იანვარს, კვირას, საღამოს 7 საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ წარმოდგენაც არ ჰქონდა როგორ გაუძლო მის გარეშე ყოფნას. ხან ძალიან უმძიმდა, გამუდმებით მომავალ აღდგომაზე და ერთმანეთთან შეხვედრაზე ფიქრობდა. იმედოვნებდა, რომ აღარასდროს დაშორდებოდნენ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 18 იანვარს, კვირას, საღამოს 7 საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, პურის მარაგი ძალიან ცოტა იყო და იმედოვნებდა, რომ საზღვარგარეთიდან მოახერხებდნენ მის შემოტანას.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 18 იანვარს, კვირას, საღამოს 7 საათზე ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ სადამხმარებლო ორგანიზაციის კლუბის გახსნა მეჯლისით აღინიშნა. კვირაში ორჯერ ცეკვები გაიმართებოდა, შესაძლებელი იქნებოდა ჩოგბურთის თამაში და სხვადასხვაგვარი გართობა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 18 იანვარს, კვირას, საღამოს 7 საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ პირადი ურთიერთობები მის მდგომარეობას განსაკუთრებულს ხდიდა. ეამაყებოდა, რომ ბევრი ადამიანი იჩემებდა მასთან ნაცნობობას და თავის ოჯახთან შეხებას.