საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81285

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 25 დეკემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, კონსტამტინე იოსების ძე მიქაბერიძე ფოთის რეზერვის პოლკის ექიმი იყო.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 25 დეკემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ გოგილაძე იყო თბილისის სამოსამართლო პალატის მიწისმზომელი.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 25 დეკემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანმა ქალების საშუალო სასწავლებლის დასაარსებლად გრიგორი გოლოცინისგან 1000 მანეთი მიიღო.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 25 დეკემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანმა ქალების საშუალო სასწავლებლის დასაარსებლად ვასილ ლევიჩკოსგან ხუთი თუმანი მიიღო.

1897

ტიპი: მფლობელობა

1897 წლის 25 დეკემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ თბილისში, პუშკინის ქუჩაზე, ტერ-ასატუროვის სახლში მდებარეობდა კახური ღვინოების საწყობი.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 25 დეკემბერს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა მოწინავე წერილი „ტფილისი, 24 დეკემბერი“ („ხოლო რა ჟამს მოვიდეს ძე კაცისა...“).

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 25 დეკემბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ მთავრობის განკარგულებით გოგილაძე გახდა კოლეგიის რეგისტრატორი.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 25 დეკემბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ მთავრობის განკარგულებით მელიქიძე გახდა კოლეგიის რეგისტრატორი.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 28 დეკემბერს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „პატარა საუბარი“ („ეს „ლალი“ რა ხელობის კაცია?...“).

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 29 დეკემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ გასაყიდად გამოვიდა ახალი ხუთმოქმედებიანი ტრაგედია „ივდითი”, რომელიც ივანე მაჭავარიანმა თარგმნა.

1898

ტიპი: პირადი ინფორმაცია

გიორგი სოლომონის ძე მხეიძე დაიბადა 1898 წელს ქუთაისის გუბერნიაში, სენაკში, ბელინსკის ქ. N59-ში.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წელს ერეკლე მეფის სახელზე დაარსებული ფონდისთვის დარია ქავთარაძისამ ონში 37. 70 მანეთი შეაგროვა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წელს საზოგადოების კრებამ საპატიო წევრებად აირჩია დ. ზ. სარაჯიშვილი, ა. ი. მდივანი, გ. ს. განძიელი, კ. ი. ზუბალაშვილი, ი. ზ. საგინოვი, გ. ნ. სხირტლაძე, ს. ბებუთაშვილი, ნ. ა. ხერხეულიძისა და სხვ.

1898

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1898 წლამდე ვასილ გიორგის ძე წერეთელი გორის მაზრის სოფელ ქარელში არალეგალურად ცხოვრობდა.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლიდან ვასილ წერეთელი ქუთაისში ცხოვრობდა და ქალაქის თვითმართველობის სამკურნალოს ექიმად მუშაობდა, ასევე სასწავლებლის ექიმის მოვალეობას ასრულებდა.

1898

ტიპი: გარდაცვალება

1898 წელს ევსევი ალექსანდრეს ძე ბეგთაბეგოვი გარდაიცვალა.

1898

ტიპი: ორგანიზაცია

1898 წელს დეკანოზი იოსებ ილიას ძე ბერიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წელს გაიხსნა ბაქოს ქართული ბიბლიოთეკა და მის გამგედ დ. მკერვალიშვილი დანიშნეს.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წელს ტ. თოხაძემ ზუგდიდში გახსნა წიგნების მაღაზია, რომელსაც სამკითხველო ოთახიც ჰქონდა. 1899 წელს მაღაზია-სამკითხველო დაიხურა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წელს ა. როინიშვილმა დუშეთში სახალხო ბიბლიოთეკა დააარსა.

1898

ტიპი: მფლობელობა

1898 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ჩაიბარა ალექსანდრე სოლომონის ძე როინაშვილისაგან ნაანდერძევი არქეოლოგიური და ნუმიზმატიკური კოლექციები.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლამდე ნიკოლოზ სიმონის ძე ჯანაშია ასწავლიდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის დაწყებით სკოლაში.