რეგისტრირებული ფაქტები81320
სორტირება თარიღი მზარდობით
1898
ტიპი: ავტორობა
1898 წლის 10 თებერვალს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეოთხე სხდომა. სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა იოსებ ცხვედაძემ, რომ გაეგზავნათ მისთვის სასწავლო წიგნები სოფელ კავთისხევში მცხოვრები მოზრდილი გლეხებისა და თავად-აზნაურებისათვის დასარიგებლად. გამგეობამ ცხვედაძეს გაუგზავნა 11 მანეთის წიგნები და ასევე გამოუწერა ჟურნალი „ჯეჯილი“.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 10 თებერვალს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეოთხე სხდომა. სხდომაზე ადამ ბერელაშვილმა წარმოადგინა საზოგადოების სასარგებლოდ ფულის შესაგროვებლად წაღებული ყულაბა, საიდანა გამგეობამ ამოიღო 5.5 მანეთი.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 10 თებერვალს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეოთხე სხდომა. სხდომაზე განცხადება გააკეთა ალექსანდრე ჭყონიამ, რომ გამგეობამ მიანდოს თავმჯდომარეს გამოითხოვოს მთავრობისგან ნებართვა ლატარიის გამართვისათვის საზოგადოების სასარგებლოდ. გამგეობამ განაცხადა, რომ საზოგადოების თავმჯდომარე ილია ჭავჭავაძეს სთხოვდნენ ეშუამდგომლა გუბერნატორთან.
1898
ტიპი: ავტორობა
1898 წლის 10 თებერვალს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეოთხე სხდომა. სხდომაზე მოხსენება გააკეთა დავით კარიჭაშვილმა, რომ 26 დეკემბერს გამართული კონცერტის შემოსავლიდან გამგეობას ჯერ კიდევ არ მიუღია დარჩენილი 150 მანეთი რის გამოც დაგვიანდა ანგარიშის დაბეჭდვა. გამგეობამ განაცხადა, რომ გადაედოთ ანგარიშის გამოცხადება.
1898
ტიპი: მფლობელობა
1898 წლის 11 თებერვლის „ცნობის ფურცლის" მიხედვით, განსვენებულმა ნიკოლოზ ზუბალაშვილმა გორის მაზრაში მცხოვრებ ღარიბ აზნაურს სწავლა-განათლებისთვის 8 ათასი მანეთი უანდერძა.
1898
ტიპი: მფლობელობა
1898 წლის 11 თებერვლის „ცნობის ფურცლის" მიხედვით, განსვენებულმა ნიკოლოზ ზუბალაშვილმა კათოლიკეთა ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიას ორი ათასი მანეთი უანდრძა.
1898
ტიპი: მფლობელობა
1898 წლის 11 თებერვლის „ცნობის ფურცლის" მიხედვით, განსვენებულმა ნიკოლოზ ზუბალაშვილმა დაიბარა, რომ იუნკერთა მოედანზე მდებარე კუთვნილი სახლი გაეყიდათ და ამოგებული თანხა ქალაქის საჭიროებისთვის გამოეყენებინათ.
1898
ტიპი: მფლობელობა
1898 წლის 11 თებერვლის „ცნობის ფურცლის" მიხედვით, განსვენებულმა ნიკოლოზ ზუბალაშვილმა თბილისსა და გორში მდებარე პეტრე-პავლეს ეკლესიებს ათას-ათასი მანეთი უანდერძა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 11 თებერვლის „ცნობის ფურცლის" მიხედვით, ნიკოლოზ ზუბალაშვილმა თბილისის მთავრობას ღარიბი ქრისტიანებისთვის თავშესაფარის მოსაწყობად სასამართლოს ქუჩაზე მდებარე სახლი უანდერძა.
1898
ტიპი: გარდაცვალება
1898 წლის 11 თებერვლის „ცნობის ფურცლის" მიხედვით, ნიკოლოზ ზუბალაშვილი ნიცაში გარდაიცვალა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 11 თებერვლის „ცნობის ფურცლის" მიხედვით, იაკობ სერგის ძე მედვედევი სამსახურებრივი მივლინებით პეტერბურგში გაემგზავრა.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 11 თებერვლის „ცნობის ფურცლის" მიხედვით, იაკობ სერგის ძე მედვედევი მიწათმოქმედებისა და სახელმწიფო ქონებათა მინისტრის რწმუნებული იყო.
1898
ტიპი: ორგანიზაცია
1898 წლის 11 თებერვლის „ცნობის ფურცლის" მიხედვით, ქუთაისში, სამსონ თოფურიას საავადმყოფოში, ავადმყოფებისთვის 50 საწოლი იყო გამოყოფილი და მათ სხვადასხვა პროფილის ექიმები მკურნალობდნენ.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 11 თებერვალს ქართულ თეატრში დაიდგა პიესა „ადვოკატთან“, რომელშიც მაკო საფაროვა, ბარბარე ავალიშვილი და ნატო გაბუნია-ცაგარელი მონაწილეობდნენ.
1898
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1898 წლის 11 თებერვალს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა ფოტოგრაფ ალექსანდრე როინიშვილის განცხადება, რომლითაც ის მსურველებს ძველი ნივთების შესყიდვას სთავაზობდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 11 თებერვალს ქართულ თეატრში დაიდგა პიესა „ორი ობოლი“, რომელშიც მაკო საფაროვა, ბარბარე ავალიშვილი და ნატო გაბუნია-ცაგარელი მონაწილეობდნენ.