რეგისტრირებული ფაქტები81320
სორტირება თარიღი მზარდობით
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 3 მარტს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეექვსე სხდომა. სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა ილია ჭავჭავაძის იუბილეს გასამართავად შექმნილმა კომიტეტმა, რომ დროებით ესესხებინათ 30 თუმანი სალიტერატურო ფონდიდან, რომელსაც დაუბრუნებდნენ იუბილეს გამართვის შემდეგ. გამგეობამ თანხმობა განაცხადა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 3 მარტს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეექვსე სხდომა. სხდომაზე მოხსენება გააკეთა დავით კარიჭაშვილმა, რომ სპირიდონ ჭელიძემ გამგეობას შესაძენად მოუტანა ორი ხელნაწერი, ერთი სომხური საეკლესიო წიგნი და მეორე ქართული იგავ-არაკების კრებული, რომელთაც გამგეობას გადასცემს 6 მანეთად. გამგეობამ ორივე ხელნაწერი შეიძინა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 3 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობის წევრებმა – ა. გარსევანიშვილმა, ნ. ცხვედაძემ, დ. კარიჭაშვილმა, ა. ჭყონიამ, ნ. მთვარელიშვილმა, ი. გოგებაშვილმა, გ. იოსელიანმა, ა. წერეთელმა და ე. გაბაშვილმა – განიხილეს სენაკის სკოლის პედაგოგების რჩევის პროტოკოლები და აგრეთვე მასწავლებელ ლავრენტი აგლაძის საკითხი, რის შემდეგაც მიიღეს გადაწყვეტილება: 1. სკოლაში შემოეღოთ რუსული წერა; 3. გაეუქმებინათ წესი ნახევარსაათიანი გაკვეთილების შემოღების შესახებ; 3. სკოლის ინსპექტორისთვის დაევალებინათ მასწავლებლებისთვის საგნების განაწილება; 4. მოსწავლე დარახველიძის საკითხთან დაკავშირებით საყვედური გამოეცხადებინათ პედაგოგებისთვის; 5. სენაკის სკოლისთვის გაეგზავნათ ბათუმის სკოლის პროგრამა, რომლის მიხედვითაც პედაგოგიური საბჭო შეადგენდა სრული საგნების პროგრამას; 6. ტერენტი წერეთელი დაეთხოვათ აღმზრდელის თანამდებობიდან, რადგან მას უარი განუცხადებია პედაგოგიური საბჭოს წევრობაზე; 7. ლავრენტი აგლაძესთვის გამოეცხადებინათ საყვედური გაკვეთილის დროს ბავშვის კლასში შეყვანისა და ინსპექტორისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო და ბოლოს: პედაგოგიური საბჭოს დანარჩენი გადაწყვეტილებები, რომლებიც სხდომაზე არ განიხილეს, უცვლელად დაემტკიცებინათ.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 3 მარტს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ ილია ჭავჭავაძის საიუბილეო კომიტეტმა გამოაცხადა კონკურსი ილია ჭავჭავაძის შესახებ ბიოგრაფიული და კრიტიკული წერილის შედგენაზე. კონკურსანტებს თავიანთი ნაწარმოები უნდა წარედგინათ კომიტეტის თავმჯდომარეობის აღმასრულებელ პეტრე ყიფიანთან 20 მარტამდე. განზრახული იყო წერილების კრებულად გამოცემა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 3 მარტს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ ილია ჭავჭავაძის საიუბილეო კომიტეტი იუწყება, რომ იუბილე გაიმართებოდა 9 აპრილს. წირვასა და პარაკლისს გადაიხდიდნენ დიდუბის ეკლესიაში, შემდეგ იუბილარი მიიღებდა მილოცვებს სხვადასხვა დეპუტაციისა და კერძო პირთაგან, 20 საათზე კი ქართულ თეატრში გაიმართებოდა სალიტერატურო-სადღესასწაულო საღამო.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 4 მარტს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ დაიბეჭდა, რომ მხატვარი გიგო გაბაშვილი აპირებდა ილია ჭავჭავაძის პორტრეტის დახატვას და მის საიუბილეოდ ცოცხალი სურათების დადგმას „განდეგილიდან“, „მეფე დიმიტრი თავდადებულიდან“ და „გლახის ნაამბობიდან“.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 7 მარტს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეშვიდე სხდომაზე კონსტანტინე მესხს რომანების ანგარიშში გადასცეს 6 მან., ზაქარია გრიქუროვს – 32 მან., ასევე გაიღეს ვასილ ბეჟანიშვილთან წიგნების გასაგზავნი თანხა 1.20 მან. და სხვა ხარჯები.
1898
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 7 მარტს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას. საზოგადოებას ნაღდი ფულით — 3555.32 მანეთი, ქაღალდებად კი 11531.11 მანეთი ჰქონდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 10 მარტს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეშვიდე სხდომა ნიკოლოზ ცხვედაძის თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: ალექსანდრე ჭყონია, ნიკო მთვარელიშვილი, ივანე რატიშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი და მდივანი დავით კარიჭაშვილი.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 10 მარტს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეშვიდე სხდომა. სხდომაზე წარმოადგინეს ნიკო მთვარელიშვილის და ივანე რატიშვილის მიერ შემოწმებული საზოგადოების შემოსავალ-გასავლის 1897 წლის ანგარიში, რომლის გადახედვა გამგეობამ დავით კარიჭაშვილს დაავალა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 10 მარტს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეშვიდე სხდომა. სხდომაზე წარმოადგინეს სავარაუდო აღრიცხვა 1898 წლის შემოსავალ-გასავლის ანგარიშისა, რომლის განხილვა თავმჯდომარის ამხანაგ ნიკოლოზ ცხვედაძეს დაევალა.
1898
ტიპი: ორგანიზაცია
1898 წლის 10 მარტს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეშვიდე სხდომა. სხდომაზე განიხილეს კავკავის სკოლის სამზრუნველო კომიტეტის წერილი, რომლის თანახმად, კომიტეტის ახალ წევრებად აირჩიეს: იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძე, იოსებ ვასილის ძე მოზდოკელოვი, იოსებ გრიგოლის ძე შვილევი, პართენ ალექსანდრეს ძე გოთუა, სტეფანე იაკობის ძე პოპოვი, ეფროსინე იაკობის ასული ჭიჭინაძე, კონსტანტინე სოლომონის ძე გვარამაძე, ხოლო ხსენებულ პირთაგან კომიტეტს თავმჯდომარედ აურჩევია იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძე, ხაზინადრად იოსებ შვილევი და მდივნად პართენ გოთუა. აღნიშნული პირები გამგეობამ კომიტეტის წევრებად დაამტკიცა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 10 მარტს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეშვიდე სხდომა. სხდომაზე განიხილეს კავკავის სკოლის სამზრუნველო კომიტეტის თხოვნა, რომ გამგეობამ შუამდგომლობა გაუწიოს კავკავის სკოლას ეკლესიის აშენების ნებართვისათვის. გამგეობამ ნებართვის მოსაპოვებლად თერგის ოლქის სახალხო სკოლის დირექტორს მიმართა და საქმის წარმოება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ტიტე კახიძეს და იოსებ ვასილის ძე მოზდოკელოვს დაავალა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 10 მარტს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეშვიდე სხდომა. სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა მიხეილ საბინინმა, რომ გაეგზავნათ მისთვის „საქართველოს სამოთხის“ კლიშეებისთვის 600 მანეთი და თან გამგეობას წარუდგინა სურათების 2 ნიმუში. გამგეობამ დავით კარიჭაშვილს დაავალა კონსტანტინე მესხიევისთვის, გრიგოლ ტატიშვილისთვის და ალექსანდრე როინაშვილისთვის ეჩვენებინა ნიმუშად წარმოდგენილი სურათები და მათი აზრი შეეტყობინებინა საზოგადოებისთვის.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 10 მარტს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მე-7 სხდომაზე თომა მთავრიშვილმა წარადგინა ანგარიში თავისი შეგროვებული ფულის შესახებ და გამგეობას ამ თანხიდან ოც-ოცი მანეთის წიგნების ზუგდიდსა და ოდესაში გაგზავნის ნება სთხოვა. გამგეობის დადგენილებით მთავრიშვილს ამ ქალაქებში სამ-სამი თუმნის წიგნების გაეგზავნა შეეძლო.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 10 მარტს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეშვიდე სხდომა. სხდომაზე მოხსენება გააკეთა ხელთუბნის სკოლის პედაგოგმა თევდორე რაზიკაშვილმა, რომ სკოლაში ხელსაქმის მასწავლებლად მოიწვია ანასტასია შავლოხაშვილი, რომელსაც კარგად იცნობდა სკოლის სამზრუნველოს წევრი ანასტასია წერეთლისა. გამგეობამ ანასტასია შავლოხაშვილი ხელსაქმის პედაგოგად დაამტკიცა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 10 მარტს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეშვიდე სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, ალექსანდრე ჭყონია, ექვთიმე თაყაიშვილი, ნიკოლოზ მთვარელიშვილი და ივანე რატიშვილი. სხდომაზე განიხილეს ჯურუყვეთის სახალხო ბიბლიოთეკის დამაარსებლის თხოვნა, რომ გამგეობას მათთვის გაეგზავნა წიგნები. გამგეობამ ჯურუყვეთის ბიბლიოთეკას 25 მანეთის ღირებულების წიგნები გაუგზავნა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 10 მარტს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეშვიდე სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, ალექსანდრე ჭყონია, ექვთიმე თაყაიშვილი, ნიკოლოზ მთვარელიშვილი და ივანე რატიშვილი. სხდომაზე განიხილეს კიევის უნივერსიტეტის სტუდენტების თხოვნა, რომ გამგეობას მათთვის გაეგზავნა საზოგადოების ახლად გამოცემული წიგნები, რაზედაც გამგეობამ თანხმობა განაცხადა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 10 მარტს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეშვიდე სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, ალექსანდრე ჭყონია, ექვთიმე თაყაიშვილი, ნიკოლოზ მთვარელიშვილი და ივანე რატიშვილი. სხდომაზე წარმოადგინეს თონეთის, ქუთაისის, სენაკის და გომარეთის სკოლების 1897 წლის ანგარიში. გამგეობამ დაადგინა, საჭირო ცნობები ჩაეწერათ საზოგადოების ანგარიშში და ასევე თონეთის სკოლის მასწავლებლისთვის, თომა კევლიშვილისთვის მოეთხოვათ პასუხი, თუ რატომ არ აცნობა გამგეობას სკოლიდან მოსწავლეების დათხოვნის შესახებ.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 10 მარტს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეშვიდე სხდომაზე თამარ ქართველიშვილმა წარმოადგინა საზოგადოების სასარგებლოდ ფულის შესაგროვებელი ყულაბა, საიდანაც გამგეობამ 16 მანეთი ამოიღო.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 10 მარტს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეშვიდე სხდომაზე ილია ჭავჭავაძემ მოხსენებაში აღნიშნა, რომ ნოე ჟორდანიამ მოითხოვა, ნება დაერთოთ საზოგადოების სამი წლის პროტოკოლების გადამოწმებისა. გამგეობამ უპასუხა, რომ რადგან ნოე ჟორდანია საზოგადოების წევრი არ იყო, მისი თხოვნა უნდა განეხილათ, როცა სხდომას საზოგადოების ყველა წევრი დაესწრებოდა.