რეგისტრირებული ფაქტები81336
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 1-ლი იანვრისთვის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წიგნების გამოცემისა და გავრცელების ანგარიშზე 1434 მანეთი და 14 კაპიკი იყო. ხელს აწერენ გამგეობის წევრები: იასონ ბაქრაძე, სამსონ ყიფიანი, მელანია გველესიანი, ევტიხი ჩხატარაიშვილი, იაკობ ფანცხავა და მდივანი სილოვან ლაჭყეპიანი.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილებამ შეიძნა 27 მანეთის ღირებულების მოძრავი ქონება. ხელს აწერენ გამგეობის წევრები: იასონ ბაქრაძე, სამსონ ყიფიანი, მელანია გველესიანი, ევტიხი ჩხატარაიშვილი, იაკობ ფანცხავა და მდივანი სილოვან ლაჭყეპიანი.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 1-ელ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების მოძრავი ქონების ანგარიშზე 1020 მანეთი იყო. ხელს აწერენ გამგეობის წევრები: იასონ ბაქრაძე, სამსონ ყიფიანი, მელანია გველესიანი, ევტიხი ჩხატარაიშვილი, იაკობ ფანცხავა და მდივანი სილოვან ლაჭყეპიანი.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 1-ელ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების აბაშიძისეული მამულის ანგარიშზე 5000 მანეთი იყო. ხელს აწერენ გამგეობის წევრები: იასონ ბაქრაძე, სამსონ ყიფიანი, მელანია გველესიანი, ევტიხი ჩხატარაიშვილი, იაკობ ფანცხავა და მდივანი სილოვან ლაჭყეპიანი.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 1-ელ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების აბაშიძისეული მამულის ანგარიშში 5000 მანეთი იყო, რომელიც უცვლელი დარჩა 1918 წლის 1-ლი იანვრისთვისაც. ხელს აწერენ გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე იოსებ ოცხელი და მდივანი სილოვან ლაჭყეპიანი.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილებამ სტამბისთვის 2985 მანეთისა და 92 კაპიკის ღირებულების მასალები შეიძინა. ხელს აწერენ გამგეობის წევრები: იასონ ბაქრაძე, სამსონ ყიფიანი, მელანია გველესიანი, ევტიხი ჩხატარაიშვილი, იაკობ ფანცხავა და მდივანი სილოვან ლაჭყეპიანი.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების სტამბის ინვენტარის ამორტიზაციისთვის ჩამოიწერა 5 და 10% – 1438 მანეთი და 23 კაპიკი. ხელს აწერენ გამგეობის – იასონ ბაქრაძე, სამსონ ყიფიანი, მელანია გველესიანი, ევტიხი ჩხატარაიშვილი, იაკობ ფანცხავა და მდივანი სილოვან ლაჭყეპიანი.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 1-ლი იანვრისთვის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების სტამბის მასალების ღირებულება 1420 მანეთი და 80 კაპიკი იყო. ხელს აწერენ გამგეობის წევრები: იასონ ბაქრაძე, სამსონ ყიფიანი, მელანია გველესიანი, ევტიხი ჩხატარაიშვილი, იაკობ ფანცხავა და მდივანი სილოვან ლაჭყეპიანი.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის განმავლობაში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილებამ 248 მანეთისა და 32 კაპიკის ღირებულების სტამბის ინვენტარი შეიძინა. ხელს აწერენ გამგეობის წევრები: იასონ ბაქრაძე, სამსონ ყიფიანი, მელანია გველესიანი, ევტიხი ჩხატარაიშვილი, იაკობ ფანცხავა და მდივანი სილოვან ლაჭყეპიანი.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 30 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ ქუთაისის განყოფილებას შეატყობინა, რომ მათ ჯერ არ ჰქონდათ ჩაბარებული განსვენებული გიორგი ზდანოვიჩის ნაანდერძევი ქონება, ამიტომ ვერანაირი სახის დახმარებას ვერ გაუწევდნენ ოლღა მიქელაძეს. ხელს აწერს ვარლამ ბურჯანაძე.
1916
ტიპი: ავტორობა
1916 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრმა გიორგი ლასხიშვილმა მთავარ გამგეობას მოახსენა, რომ ქუთაისში ყოფნის დროს საზოგადოების სხდომაზე განყოფილების წევრებმა სთხოვეს ეშუამდგომლა მთავარ გამგეობასთან, რომ გადაეცათ განყოფილებისათვის კოსტავას ნაანდერძევი 100 თუმანი და შემდეგ მთავარ გამგეობას მიეღო ეს თანხა საპროცენტო ვალის ანგარიშში.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 28 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ საზოგადოების ყველა განყოფილებას გაუგზავნა წერილი, რომლითაც მოუწოდა, მეტი პასუხისმგებლობით ემუშავათ, ეწარმოებინათ ანგარიშები, აეკრიფათ საწევრო ფული, ჩაეტარებინათ რწმუნებულთა არჩევნები, თორემ დაკისრებული მოვალეობების შესრულების გარეშე საზოგადოების არსებობას აზრი არ ექნებოდა და განყოფილებების დახურვა მოუწევდათ. წერილს ხელს აწერენ თავმჯდომარე დავით კარიჭაშვილი და მდივანი ვარლამ ბურჯანაძე.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 17 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ ქუთაისის განყოფილებას შეატყობინა, რომ ქალაქის ფარგლებში არსებული ბიბლიოთეკა-სამკითხველოები გადაეცათ ქალაქის თვითმმართველობისთვის, ხოლო სოფლებში ერობისთვის. ასევე, შეედგინათ გადაცემის აქტი ქონების შეფასებით და აქტის პირი გაეგზავნათ მთავარი გამგეობისთვის. ოქმს ხელს აწერს ვარლამ ბურჯანაძე.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 12 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილებამ მთავარ გამგეობას წერილობით შეატყობინა, რომ გარდაცვლილი გიორგი ზდანოვიჩის და ოლღა მიქელაძე ითხოვდა დახმარებას და რადგან, ზდანოვიჩის უძრავ-მოძრავი ქონება მთავარი გამგეობის განკარგულებაში იყო მათ უნდა დაეკმაყოფილებინათ ოლღა მიქელაძის თხოვნა. წერილს ხელს აწერს გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ვარლამ იმნაძე და მდივანი ვუკოლ ბერიძე.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 24 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ ქუთაისის განყოფილებას შეატყობინა, რომ შორაპნის განყოფილებას არ ჰქონდა უფლება გამოეტანა დადგენილება საზოგადოების საკუთრებაში არსებული მამულების სახელმწიფო ფონდში გადარიცხვის შესახებ. ასევე ატყობინებს, რომ საზოგადოების მთავარ გამგეობას დუშეთის მაზრაში ჰქონდა 50 დესეტინა, ხოლო თელავში 14 დესეტინაზე მეტი, მაგრამ მისთვის ეს მამულები ჯერ არავის ჩამოურთმევია და არც მიწერ-მოწერა ყოფილა ამის შესახებ. ხელს აწერს საზოგადოების მდივანი ვარლამ ბურჯანაძე.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 14 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილებამ მთავარ გამგეობას წერილობით შეატყობინა, რომ სოფელ დილიკაურში მათ საკუთრებაში არსებული მამული, რომელიც განყოფილებას გადასცა აბაშიძის ქალმა, შორაპნის მაზრამ სახელმწიფო საკუთრებაში ჩაწერა და მათ აინტერესებდათ კანონიერი იყო თუ არა ეს ქმედება. ხელს აწერს გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ვარლამ იმნაძე და მდივანი ვუკოლ ბერიძე.
1917
ტიპი: ავტორობა
1917 წლის 9 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრმა დავით კარიჭაშვილმა მთავარ გამგეობას წარუდგინა ვრცელი მოხსენება ქუთაისში ჩატარებული რევიზიის შესახებ, რომელშიც ძირითადად საუბარი იყო განყოფილების შემოსავალ-გასავლის დავთრების არასწორად წარმოებაზე, დაკისრებული პროცენტის გადაუხდელობაზე და ბიბლიოთეკა-სამკითხველოების არასათანადო მუშაობაზე.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 28 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ ქუთაისის განყოფილებას გაუგზავნა დავით კარიჭაშვილის სარევიზიო მოხსენება და სთხოვა მათ, რომ შემოსავალ-გასავლის ანგარიში ეწარმოებინათ დადგენილი წესების მიხედვით; გადაეხადათ საპროცენტო გადასახადი, რომელიც დაარსების დღიდან არ გადაუხდიათ და გაეუმჯობესებინათ ბიბლიოთეკა-სამკითხველოების საქმე. ხელს აწერს მთავარი გამგეობის მდივანი ვარლამ ბურჯანაძე.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 22 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის მდივანმა ვარლამ ბურჯანაძემ ქუთაისის განყოფილებას გაუგზავნა სასამართლოს უწყება და საჩივრის ასლი მარიამ დადიანისა და მიხეილ ნიჟარაძისა, ნინო კონსტანტინეს ასული წერეთლის ანდერძის შესახებ და სთხოვა ქუთაისის განყოფილებას 8 მარტს გაეგზავნათ რწმუნებული სხდომაზე დასასწრებად.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 7 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ ქუთაისის განყოფილებას წერილობით აუწყა, რომ ქუთაისის განყოფილების რევიზია დაავალეს დავით კარიჭაშვილს, რომელიც უკვე გაემგზავრა სოხუმში და იქედან გამოივლიდა ქუთაისში.
1917
ტიპი: ავტორობა
1917 წლის 11 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების მდივანმა იასონ ბაქრაძემ გამგეობის დავალებით მთავარ გამგეობას წერილობით მიმართა, რომ 10 იანვრიდან რევიზიის ჩასატარებლად გამოეგზავნათ მათი რწმუნებული და სთხოვა, წინასწარ შეეტყობინებინათ მათი ჩამოსვლის თარიღი, რომ ხელახლა არ შექმნილიყო უხერხული მდგომარეობა მდივნის ან ბუღალტრის ქალაქში არყოფნის გამო.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 8 იანვარს თბილისის ადგილობრივი არტილერიის პორუჩიკმა ივანე ვასილის ძე სვანაძემ თხოვნით მიმართა მთავარ გამგეობას, რომ ნება დაერთოთ ქუთაისის გუბერნიის სოფ. საყულიაში თავისი სახსრებით გაეხსნა ბიბლიოთეკა-სამკითხველო, რომელსაც უხელმძღვანელებდა ამავე სოფლის მასწავლებელი ნინა ანდრეას ასული სვანაძე.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 1-ელ თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილებამ მთავარ გამგეობას გაუგზავნა 1916 წლის წევრთა სია და აუწყა, რომ წევრთა რიცხვი გაცილებით მეტი იყო, მაგრამ არ მოესწრო ყველა დარიგებული წიგნაკის შეგროვება და ასევე სიჩქარის გამო არ მოესწრო წევრთა ანბანის მიხედვით დაყოფა. ხელს აწერენ თავმჯდმარის ამხანაგი იოსებ ოცხელი და გამგეობის მდივანი იასონ ბაქრაძე.
1916
ტიპი: ავტორობა
1916 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრმა გიორგი ლასხიშვილმა მთავარ გამგეობას მოახსენა, რომ ქუთაისში ყოფნის დროს საზოგადოების სხდომაზე განყოფილების წევრებმა გამოთქვეს საყვედური, რომ მთავარმა გამგეობამ დახმარება არ გაუწია მათ დასაბეჭდად გადაეტანათ სახელმძღვანელოები მთავარი გამგეობის სტამბაში.