საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81336

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 30 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოხსენება გააკეთეს ივანე რატიშვილმა და დავით ქადაგიძემ დასაბეჭდად წარმოდგენილი ხელნაწერ „ხე და მისი ცხოვრების“ შესახებ. გამგეობამ თანხმობა განაცხადა ხელნაწერის დაბეჭდვაზე და ასევე დავით კარიჭაშვილს დაავალა ხელნაწერის შესწორება, ხოლო მთარგმნელს დაბეჭდილ თითო თაბახში გადასცეს ერთი თუმანი.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 30 მარტს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეათე სხდომა. სხდომაზე განიხილეს მარიამ დავითის ასული ჯავახიშვილის თხოვნა, რომ ხოვლეში ახლად გახსნილი სახალხო ბიბლიოთეკისთვის გამგეობას გაეგზავნა წიგნები: სახარება და „ცრემლები“ დუტუ მეგრელისა, კიდევ თხზულებანი: ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, ალექსანდრე ყაზბეგის, დავით გურამიშვილის, რაფიელ ერისთავის, მამია გურიელის და ისიდორე დავითაშვილისა. ასევე ლექსიკონები: რაფიელ ერისთავისა და დავით ჩუბინაშვილისა. პასუხად გამგეობამ მარიამ ჯავახიშვილს გაუგზავნა წიგნები 23,7 მანეთად.

პირები
დიმიტრი თომას ძე ხოშტარია (დუტუ მეგრელი) ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე აკაკი როსტომის ძე წერეთელი ალექსანდრე მიხეილის ძე ყაზბეგი (მოჩხუბარიძე, მოხევე) დავით ალექსანდრეს ძე გურამიშვილი მამია დავითის ძე გურიელი ისიდორე დავითის ძე დავითაშვილი დავით იესეს ძე ჩუბინაშვილი (ჩუბინოვი) ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი ნიკოლოზ (ნიკო) ვასილის ძე მთვარელიშვილი ივანე გიორგის ძე რატიშვილი ანასტასია მიხეილის ასული თუმანიშვილი-წერეთლისა იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი რაფიელ დავითის ძე ერისთავი მარიამ (მარია) დავითის ასული ჯავახიშვილი
წყარო

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 2 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, 27 მარტს ქუთაისში, ღარიბი მშობლებისთვის უსასყიდლო სკოლის მშენებლობის გახსნის ზეიმზე საერო სკოლების დირექტორმა ლევიტსკიმ სკოლის დაარსების საქმეში ამავე სკოლის უფროსი ქალის მ. ი. რუბინის ღვაწლზე ისაუბრა. მ. ი. რუბინი ლატარია-ალეგრისა და სხვადასხვა ღონისძიებებს მართავდა, რათა სკოლისთვის საკუთარი შენობის შესაძენად თანხა შეეგროვებინა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 5 აპრილს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა წერილი „ტფილისი, 4 აპრილი“ („ქრისტე აღსდგა!“).

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 11 აპრილის გაზეთ „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ილია ჭავჭავაძემ იუბილესთან დაკავშირებით კიეველი და ოდესელი ქართველებისგან მიიღო მისალოცი წერილები, რომლებსაც ხელს აწერდა 59 ადამიანი.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 13 აპრილს ილია ჭავჭავაძე დაესწრო თბილისის სათავადაზნაურო ბანკის კრებას, რომელზეც განიხილეს ორგანიზაციის მოქმედების არეალის გაფართოება. ილიამ ხელი მოაწერა სხდომის ოქმს.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 14 აპრილს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეთერთმეტე სხდომა ნიკოლოზ ცხვედაძის თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: ნიკო მთვარელიშვილი, ალექსანდრე ჭყონია, გიორგი იოსელიანი და მდივანი დავით კარიჭაშვილი.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 14 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეთერთმეტე სხდომაზე წაიკითხეს ანასტასია ვარდენის ასულ წერეთლის წერილი. წერეთელმა სოხუმში საზოგადოების სახელით გამართული წარმოდგენიდან მიღებული 160 მანეთი საზოგადოებას გამოუგზავნა და ითხოვა, აქედან 55 მანეთი სტუდენტ ჩხენკელისთვის კიევში გაეგზავნათ, 15 მანეთი ქვრივი ანნა კილნიცკაიასთვის გადაეცათ, ხოლო 9 თუმანი მისთვის დაებრუნებინათ, რათა 3 თუმანი მიეცა სოხუმის ბიბლიოთეკისთვის, 6 კი – სოხუმში სამკურნალოდ მყოფი სტუდენტის, რ. ქუთათელაძისთვის. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 14 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეთერთმეტე სხდომას ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, ნიკოლოზ მთვარელიშვილი, გიორგი იოსელიანი და ალექსანდრე ჭყონია. სხდომაზე თერგის ოლქის სახალხო სკოლათა დირექტორისგან მიიღეს ცნობა, რომ იგი თანახმა იყო კავკავის სკოლასთან ეკლესიის აშენების თაობაზე, ხოლო სკოლაში მეხუთე განყოფილების გახსნა იმ შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი, თუ სკოლა ორკლასიანად გადაკეთდებოდა და დაემატებოდა მეხუთე განყოფილება. გამგეობამ ეს საკითხი აცნობა კავკავის სკოლის სამზრუნველოს.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 14 აპრილს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეთერთმეტე სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, ნიკო მთვარელიშვილი, ალექსანდრე ჭყონია, გიორგი იოსელიანი და მდივანი დავით კარიჭაშვილი. სხდომაზე წარმოადგინეს საზოგადოების ბალანსი 1-ლი აპრილისათვის, რომელიც გამგეობამ დაამტკიცა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 14 აპრილს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეთერთმეტე სხდომას ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, ნიკო მთვარელიშვილი, ალექსანდრე ჭყონია, გიორგი იოსელიანი და მდივანი დავით კარიჭაშვილი. სხდომაზე წარმოადგინეს საზოგადოების შემოსავალი 1-ელიდან 13 აპრილამდე.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 14 აპრილს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეთერთმეტე სხდომა. სხდომაზე წარმოადგინეს პირველი და მეორე სახალხო ბიბლიოთეკის შემოსავალ-გასავლის ანგარიში, რომელიც გამგეობამ საზოგადოების ანგარიშში ჩაწერა და ასევე დავით კარიჭაშვილს, ანასტასია წერეთლისას და ნიკო მთვარელიშვილს დაევალათ, რომ მეორე სახალხო ბიბლიოთეკის ანგარიში პირადად შეემოწმებინათ.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 14 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, ნიკოლოზ მთვარელიშვილი, გიორგი იოსელიანი და ალექსანდრე ჭყონია; სხდომაზე ზაქარია გრიქუროვს წიგნების ანგარიშში 135. 95 მანეთი გადასცეს, ვალერიან გუნიას სტამბას – 25, გრიგოლ ტატიშვილს კრილოვის არაკებისთვის კლიშეების გაკეთებაში – 8, ოლღა ჭავჭავაძეს – 20 და იაკობ გოგებაშვილს – 67 მანეთი.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 14 აპრილს თელავში თავადაზნაურთა სამაზრო ურთიერთდამხმარე სალაროს დაარსების მიზნით გაიმართა კრება, რომელზეც ილია ჭავჭავაძე წესდების შემმუშავებულ კომისიაში აირჩიეს.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 17 აპრილს ექიმებიი ვლადიმერ მიხეილის ძე მახვილაძე თბილისის მიხეილის საავადმყოფოს ორდინატორად დაინიშნა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 21 აპრილს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მე-12 სხდომაზე ნინო ყიფიანმა საზოგადოების სასარგებლოდ ფულის შესაგროვებლად წაღებული ყულაბა წარადგინა. ყულაბაში 68.34 მანეთი აღმოჩნდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 21 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეთორმეტე სხდომაზე გაეცნენ ერეკლე ლუკას ძე ბაქრაძის წერილს, რომ ის თანახმა იყო ყარსში საზოგადოების აგენტად ემუშავა. გამგეობამ ეს საკითხი სხდომაზე არ განიხილა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 21 აპრილს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეთორმეტე სხდომა იაკობ გოგებაშვილის თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: დავით კარიჭაშვილი, ნიკო მთვარელიშვილი და ანასტასია წერეთლისა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 21 აპრილს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეთორმეტე სხდომა. სხდომაზე მოხსენება გააკეთა დავით კარიჭაშვილმა, რომ იაკობ გოგებაშვილისა და ისიდორე რამიშვილის შუამდგომლობით გრიგოლ ვოლსკს გაუგზავნეს სასწავლო წიგნები, რომლებიც უნდა გადაეცა ხულოს სკოლის პედაგოგ ალექსანდრე მგელაძისთვის. საკითხი გამგეობას არ განუხილავს.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 21 აპრილს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეთორმეტე სხდომა. სხდომაზე წაიკითხეს ლუკა ჯავახიშვილის წერილი, რომლითაც მან გამგეობას შეატყობინა, რომ თიანეთიდან გადასვლის გამო ვერ იმუშავებდა საზოგადოების აგენტად და მის მაგიერ გამგეობას შესთავაზა გიორგი რომანოზის ძე მრევლიშვილის კანდიდატურა, რომელიც თანახმა იყო ემუშავა თიანეთში საზოგადოების აგენტად. საკითხი გამგეობას არ განუხილავს.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 21 აპრილს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეთორმეტე სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ იაკობ გოგებაშვილი, ანასტასია წერეთლისა, ნიკოლოზ მთვარელიშვილი და დავით კარიჭაშვილი. სხდომაზე წარმოადგინეს საზოგადოების შემოსავალ-გასავლის ანგარიში 1-ლი აპრილიდან 20 აპრილამდე.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 21 აპრილს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეთორმეტე სხდომა. სხდომაზე წაიკითხეს მიხეილ საბინინის წერილი, რომლითაც გამგეობას მიმართავს, რომ მისგან მიიღონ „საქართველოს სამოთხის“ კლიშეები სურათების ნიმუშის დაუბეჭდავად, რადგან ძნელია ყველა სურათის ნიმუშის დაბეჭდვა. საკითხი გამგეობას არ განუხილავს.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 21 აპრილს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეთორმეტე სხდომა. სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა თომა მთავრიშვილმა, რომ 6 თუმნის წიგნები გაეგზავნათ ზუგდიდის მაზრის სოფელ აბაშის მღვდელ იესესთან და ასევე ქუთაისის მაზრის სოფელ ზუბში. საკითხი გამგეობას არ განუხილავს.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 21 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ივანე მაჩაბელს წიგნების ანგარიშში 23. 44 მანეთი გადასცეს, შიო ქუჩუკაშვილს – 4, ოლღა ჭავჭავაძეს – 15, გარკვეული თანხა სააღდგომოდ ჟურნალ-გაზეთების დამტარებლებს, ასევე ბანკისა და ფოსტის თანამშრომლებს დაურიგეს.